მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პატივმოყვარეობა
პატივმოყვარეობა9-01-2015, 00:01 |
წმიდა მამები ამბობენ, რომ ქედმაღლობა, დიდებისმოყვარეობა, ეგო-იზმი და პატივმოყვარეობა ერთი და იგივე ვნებაა, სხვადასხვაგვარად გამოვლენილი. ამდენად, პატივმოყვარებაც, როგორც ზემოთ აღნიშ-ნული ვნებები, საკუთარი „მე"-ს თაყვანისცემა გახლავთ. როდესაც ადამიანი შინაგან სიცარიელეს განიცდის, ამის მიზეზი, წმ. პაისი მთაწმინდელის აზრით, პატივმოყვარეობაში უნდა ვეძებოთ: „როდესაც ვცდილობთ, ავმაღლდეთ ადამიანის თვალში, შინაგან სი-ცარიელეს მაშინ განვიცდით. ქრისტე ხომ სიცარიელეში არ მოდის, არამედ განახლებული კაცის გულში. სამწუხაროდ, სულიერი ცხოვ-რების მქონე ადამიანები სათნოებათა მოხვეჭას კი ცდილობენ, მაგრამ ამავე დროს სურთ, ჰქონდეთ რაღაც ისეთი, რითაც მათი პატივმო-ყვარეობა ისაზრდოებს: საზოგადოებრივი აღიარება, პრივილეგიები და ა.შ. ამგვარად მათ სულებში სიცარიელე ისადგურებს, სიცარიელე პატივმოყვარეობისა! არ არის სისრულე? არ არის სიხარული გულისა! და რაც უფრო იზრდება პატივმოყვარეობა მათ გულებში, მით მეტად იტანჯებიან..."1 წმიდა მამათა ერთსულოვანი სწავლების თანახმად, პატივმოყვარე ადამიანის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი ვნება: თავისი თავი განა-სხვავოს ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიპყროს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობის ნდობა მოიპოვოს. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, არა მხოლოდ სულიერი და ხორციელი ნიჭებით მართლაცდა დაჯილდოებული ადამიანები, არამედ თვით უნიჭო და არაფრით გამორჩეული პირებიც კი პატივის მოყვარეებად და მთავრობის მაძიებლად გამოჩნდებიან, - ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.2 წმ. მღვდელთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) მიიჩნევს, რომ ეს ცოდვა ღვთის შიშის დაკარგვის შედეგად ეუფლება ადამიანს: „პატივმოყვარეობა - სულის სენია. იგი ეუფლება მათ, ვინც დაკარგა უფლის შიში ან არ მოიხვეჭა იგი. სიცოცხლის წიგნში სწერია: „სიბ-რძნის დასაბამი - უფლის შიშია" (იხ. იგავ. 1.7). ბრძენთაბრძენს სამ-ყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი ჰკლავს, ხოლო პატივმოყვა-რეს - საკუთარ თავზე".3 იმავე მამის ნაშრომებში წერია: „რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ სა-კუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუ-თარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსე-ბებით, სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უმწეობა და ნაკლო-ვანება". ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი ქებით აღწერდა თავის საბრალო გამარჯვებებს და საკუთარ გმირო-ბებს, მის წარმოდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალის გამოვლინების ყველა შემთხ-ვევა.4 წმიდა იოანე ოქროპირი პატივმოყვარეობით შეპყრობილს ბრმას უწ-ოდებს: „რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარეობაზე, რომელიც უმ-ეტესად ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხე-ცებსაც კი არ აქვთ, პირიქით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილნი არიან. პატივმოყვარეობა კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: საძაგელი მშვენიერებად წარმოდგება და თავისი თაყვანისმცემლების წინააღ-მდეგაა მიმართული".5 წმ. თეოფანე დაყუდებული კი გვირჩევს დროულად მივაქციოთ ყუ-რადღება პატივმოყვარეობის მცირე გამოვლინებასაც, ვიდრე მას ყვე-ლა სულიერი ნიჭი გაუნადგურებია: „ძალზე ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას სიკეთის აჩრდილისადმი თანაგრძნობა. მაგრამ ეს თქვენთვის სულაც არ არის კარგი. წყლის წვეთი ქვას ხვრეტს ხშირი დაცემით. ქების თითოეული ნაწილი თა-ვმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ჭიას ეცემა და კვრბავს; იგი თქვენთვის უხილავად იზრდება, ვიდრე მომარაგდებოდეს, სათნო გრძნობებს ჯერჯერობით აძლევს არსებობის ნებას. ხოლო როცა გაი-ზრდება, წამში გაანადგურებს ყველაფერს".6 ამრიგად, პატივმოყვა-რეობის დაძლევა დიდი ღვაწლია და მისი განადგურებისათვის შემ-დეგი რჩევები უნდა გამოვიყენოთ: „ამისათვის კარგი საშუალებაა ფარული სიკეთის ქმნა და ხშირი ლო-ცვა, ხოლო ნიშანი იმისა, რომ ამ ვნებისაგან განთავისუფლდი - ავისმთქმელზე ურისხველობა" (წმ. მაქსიმე აღმსარებელი).7 წმ. პაისი მთაწმინდელი სიმდაბლით მოღვაწეობისაკენ მოგვიწოდ-ებს: „ვინც სიმდაბლით მოღვაწეობს, თავის საქმიანობაში სიმძიმეს არა-სოდეს შეხვდება. მაგრამ თუკი ადამიანის სულიერ მისწრაფებებს პატივმოყვარეობა ახლავს, მაშინ სულში სიმძიმე იშვება. სხვა ვნებები ესოდენ ძლიერად როდი აბრკოლებენ სულიერ ზეაღსვლას, თუკი შევძლებთ და ღვთის წყალობას სიმდაბლით მივიღებთ. მაგრამ რო-დესაც ეშმაკი შეძლებს პატივმოყვარეობით ჩვენს მოწყვლას, თვალებს აგვიხვევს და გვაიძულებს ვიწრო და საშიშ ბილიკზე გავყვეთ. სწორედ ამ დროს ვგრძნობთ სულში სიმძიმეს, რადგანაც ეშმაკეულ ქმედებათა არეში ვიმყოფებით... უნდა გახარებდეს ისეთი რამ, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ერის ადამიანის მისწრაფებებს. სულიერების სფეროში მხოლოდ და მხო-ლოდ ამსოფლიურის, საეროს საწინააღმდეგო მისწრაფებებით შესაძ-ლოა მოქმედება. გსურს რომ ყველას უყვარდე? - იხარე იმით, რომ ყურადღებას არავინ გაქცევს; საპატიო ადგილის დაკავება გსურს? - შეიყვარე სიმდაბლე, რათა დამდაბლებული ქრისტეს სიყვარული განიცადო - დიდება ღვთისა; და როდესაც ღვთის დიდებას შეი-გრძნობ, მაშინ თავს ბედნიერად მიიჩნევ და აღივსები სიხარულით მთელი ქვეყნიერების - უდიდესი სიხარულით".8
1ვნებები და სათნოებები. წმ. პაისი მთაწმინდელი. თბ. 2008. გვ. 57. 2ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია. თბ. 2007. გვ. 308. 3იქვე გვ. 308. 4იქვე გვ. 308. 5იქვე გვ. 309. 6იქვე გვ. 309. 7იქვე გვ. 308. 8ვნებები და სათნოებები. ბერი პაისი მთაწმინდელი. თბ. 2008. გვ. 58.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |