მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დიდებისმოყვარეობა
დიდებისმოყვარეობა8-01-2015, 00:01 |
არსებობს ამპარტავნებისა და საკუთარი „მე"-ს თაყვანისცემის კიდევ ერთი ფაქიზი სახე - დიდებისმოყვარეობა. ისიც კერპთაყვანისმცემ-ლობის ერთ-ერთი ფორმა გახლავთ. დიდებისმოყვარეობა ლამობს ჩვენი ყოველი საქმე იმგვარად დაამახინჯოს, რომ იგი არა ღვთის სადიდებლად, არამედ ჩვენი დიდებისათვის და კაცთა საამებლად იყოს. დიდებისმოყვარეობა მუდამ ეძებს ქებას ადამიანთა მხრიდან, მას სწყურია კაცობრივი დიდება. დიდებისმოყვარეს, მთავარეპისკო-პოს იოანეს (შახოვსკი) თქმით, ეუფლება შიში, არ დარჩეს პატივისა და დიდების გარეშე. ეს არის შიში, ვაითუ ვერ დაინახეს მისი ნიჭი, მონაცემები, სრულყოფილება... ამიტომ ადამიანები ეძებენ კეთილგან-წყობასა და აღიარებას სხვებისაგან, მათი მხრიდანაც კი, ვის მიმართაც თვითონ გულგრილები არიან. პოლიტიკოსები, ხელოვნები, რომლებ-იც ზემოდან უყურებენ „ბრბოს" და მათგან საკუთარი პერსონის გამოყოფას ცდილობენ, იმავე „ბრბოსაგან" ითხოვენ აღიარებასა და თაყვანისცემას. დიდებისმოყვარე სხვის შეხედულებაზე დამოკიდებ-ულს ხდის თავის ცხოვრებას. აქაა ერთ-ერთი ჯაჭვი მონობისა. ერთნი მუდმივად ეძებენ მეორეთაგან აღიარებას, პატივს, ყურადღებასა და დაფასებას ვით კერპები. ისინი არ ზრუნავენ ღვთის განდიდებაზე, მხოლოდ საკუთარ განდიდებაზე ოცნებობენ. მმართველებსა და პო-ლიტიკოსებში ეს ერთი კუთხით შეინიშნება, ხელოვნებში - , სხვაგ-ვარად. თუ ჭეშმარიტი მხატვრები, მუსიკოსები, თუ მწერლები ცდი-ლობენ არ წარმოაჩინონ სიყალბე თავის შემოქმედებაში, ვაიხელოვა-ნებს ეშინიათ თავიანთი „შემოქმედების" უარყოფითი შეფასების; მყი-დველისა და მაქებლების შემცირების. მათ არა მარტო ზედაპირული კრიტიკა, არამედ ნებისმიერი კრიტიკა აფრთხობთ, საკუთარი პირო-ვნების შეგნებულ დამცირებად აღიქვავენ. თავმოყვარეობისა და დი-დებისმოყვარეობის ვნებით გაბრუებულები ყველაზე ნიჭიერი და გონიერი კრიტიკოსის შეფასებას მტრულად აღიქვამენ. დიდებისმოყ-ვარეობა ადამიანის ქვეცნობიერში ღრმად იკავებს ადგილს, განსა-კუთრებით მაშინ, როცა ის თავისი პროფესიით მუშაობს: იგი ამ დროს უფრო მეტად დამოკიდებული ხდება გარშემო მყოფების შეფასებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრება რაღაც დოზით, დამოკიდებულია სხვა ადამიანებზე, მაგრამ ადამიანის ამქვეყნიური ამოცანაა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ დამოკიდებულების უმაღლეს გადავი-დეს. ანუ: პიროვნება მოწოდებულია განეშოროს ადამიანების ამაო, ცოდვისმიერ ზეგავლენას და მარადიული ფასეულობების მოხვეჭის გზაზე გაიმყაროს თავისი პოზიცია; კეთილმორწმუნე მოყვასის, მოძ-ღვრის, ეკლესიური ადამიანის მსგავსად და დარად.1 უფალმა გვიბრძანა, გულმოდგინედ დაგვემალა ყველა კეთილი საქმე ადამიანთა თვალთაგან, გვიბრძანა, ყველა კეთილი საქმე მთლიანად და მხოლოდ ღვთის მსხვერპლად მიგვეტანა. ამიტომ, თუ რაიმე სა-მუშაოს ან კეთილ საქმეს საჩვენებლად ვაკეთებთ, ამით სათნოებას დიდებისმოყვარეობის დაკმაყოფილების იარაღად ვაქცევთ, ღმერთს იმ საქმით შეურაცხვყოფთ და უგულებელვყოფთ, რომლითაც უნდა განგვადიდოს. ყოველივეს ჩვენი დიდებისათვის ვაკეთებთ, რათა ვა-სიამივნოთ ადამიანებს, რომლებიც ვამჯობინეთ ღმერთს: აი ეს არის საკუთარი „მე"-ს თაყვანისცემის უკიდურესი ფორმა. წმიდა მამები გვირჩევენ: „გსურს დიდების მიღება? გაექეცი დიდებას და გექნება დიდება, თუ-მცა კი არ გსურს იგი". (წმ. ტიხონ ზადონელი)2. „ვინც არად აგდებს ადამიანურ დიდებას, იგი ღვთის დიდების ღირ-სი ხდება".3. „თუ გსურს, დიდებას მიაღწიო, შეიძულე იგი და თუკი დიდებას და-უწყებ დევნას, მოაკლდები მას" (წმ. იოანე ოქროპირი). „იზრუნე ყოველთვის მარადიული დიდებისათვის, ვინაიდან ახლან-დელი დიდება ყოველდღე გატყუებს". (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყვე-ლი)4.. „მე მანცვიფრებს, რომ ზოგიერთი ასე მიელტვის კაცობრივ და არა - საღმრთო დიდებას, რომელიც შველის, თუ კაცობრივ დიდებას გან-ვერიდებით. ყველაზე მაღალი ხარისხიც რომ მოვიხვეჭოთ, რაც კი ამქვეყნად არსებობს, მთელი ქვეყანა რომ მზად იყოს ჩვენს განსადი-დებლად, რა სარგებლობას მოგვიტანს ეს? ქვეყნიური ქება - დიდება? განა ის სამოთხეს მოგვიტანს? თუ ჯოჯოხეთისაკენ გვიბიძგებს? ქრი-სტემ როგორ თქვა?! – „დიდება კაცთაგან არა მივიღო". (წმ. პაისი მთა-წმინდელი)5. „ჭეშმარიტი დიდება ისაა, რომ შეიძულო ადამიანური დიდება, არა-რაობად მიიჩნიო ის და ყველაფერი მხოლოდ უფლის საამებლად აკე-თო და ილაპარაკო". (წმ. იოანე ოქროპირი).
1Апокалипсис мелкого греха. Арх. Еп. Иоанн (Шаховски). 2ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია. თბ. 2007. გვ. 142. 3იქვე გვ. 142. 4იქვე გვ. 143. 5იქვე გვ. 144.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
უკან დაბრუნება |