მთავარი > კალენდარი > წმინდა სინოდის სხდომის ოქმი (23.12.2014)

წმინდა სინოდის სხდომის ოქმი (23.12.2014)


25-12-2014, 10:06

წმინდა სინოდის სხდომის ოქმი (23.12.2014)

 

   საქართველოს საპატრიარქოში სინოდის მორიგი სხდომა 23 დეკემ-ბერს გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველ-ოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მდივნად დაინიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).
   წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უწმი-ნდესმა და უნეტარესმა ილია II და ისაუბრა იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო და, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყანა. 
  "დიდი ყურადღება მიექცა საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებს. მათ შორის: მწოლიარე, უპატრინოდ დარჩენილი ავადმ-ყოფების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების, მზ-რუნველობას მოკლებული ბავშვების მდგომარეობას.
  აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ეპარქიებში შეძლების-დაგვარად მიმდინარეობს, თუმცა გაცილებით მეტია გასაკეთებელი. 
   მოისმინეს ინფორმაცია მცხეთა-თბილისის ეპარქიაში განხორციელ-ებული სოციალური დახმარებების შესახებ. 
   მოხსენება გააკეთეს მღვდელმთავრებმაც: 1. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი); 2. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე); 3. ბათუ-მისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი); 4. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა); 5. სხალთის მთავარე-პისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე);
   სინდომა დაადგინა: შემდგომი საქმიანობის უკეთ წარმართვისათვ-ის ყველა ეპარქიაში შეიქმნას საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს მოძღვარი და საერო პირებთან ერთად შეიმუშავებული იქნება ახალი სოციალური პროექტები.
   II. წმინდა სინოდმა იმსჯელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიო-ნებში არსებული მდგომარეობის შესახებ. 
   ეს მხარეები ისტორიულად ყოველთვის იყო და არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, რასაც აღიარებს მსოფლიო მართლმადი-დებელი ეკლესია და, მათ შორის, რუსეთის საპატრიარქოც, თუმცა დიდად სამწუხაროა, რომ დღემდე არ გვეძლევა საშუალება აქ სრუ-ლყოფილი მღვდელმსახურების განხორციელებისა, რაც არის ადამია-ნის უფლებათა შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა.
   ითქვა, რომ: ა) აღნიშნული ტერიტორიები განუყოფელი ნაწილია ჩვენი ქვეყნისა და ღია ჭრილობები საქართველოსი, რომელთაც დრო-ებით ვერ აკონტროლებს ჩვენი ხელისუფლება.
   ბ) ფრიად სამწუხაროა და არაკანონიერი ამ რეგიონებთან მიმარ-თებაში რუსეთის მიერ ბოლო დროს დადებული ე.წ. ხელშეკრულე-ბები.
   გ) იმედი გამოითქვა, რომ ღვთის მოწყალებით და საერთაშორისო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გადაიდგმევა რეალური ნაბიჯები, რაც შესაძლებელს გახდის ასი ათასობით დევნილის მამა-პაპისეულ სახლებში დაბრუბებას და აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას.
   III. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ: 
   ა) არასწორად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელწიფოს მხრიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხის შე-სახებ, რომელიც წარმოადგენს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას. 
   ბ) ეს თანხა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს რეალ-ურ მოთხოვნილებებს, ხმარდება მომავალი თაობის სწავლა-განათ-ლებას და სოციალურ პროექტებს; 
   შეიქმნა კომისია, რომელიც იმუშავებს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ კომ-პენსაციის სახით გამოყოფილ თანხებს. 
   კომისიის შემადგენლობაში არიან: 1. ახალციხისა და ტაო-კლარჯე-თის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); 2. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია); 3. ვანისა და ბაღდათის მიტროპო-ლიტი ანტონი (ბულუხია); 4. რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამ-რეკელი);
   5. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი);
  IV. წმინდა სინოდმა განიხილა ტაძრებისა და საეკლესიო ქონების რეგისტრაციის საკითხი. 
   ამ თემაზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი); 2. ალავერდე-ლი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); 3. ხონისა და სამტრედის მიტროპოლიტი საბა(გიგიბერია);
   4. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი); 5. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე); 
   V. მოსმენილ იქნა მსოფლიო პატრიარქის, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოს ბართლომეოს I წერილი საზღვარგარ-ეთ არსებული საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების შესახებ. 
   საკითხის შესასწავლად შეიქმნა კომისია: 1.დასავლეთ ევროპის მი-ტროპოლიტი აბრაამი (გარმელია); 2. ცურტაველი მიტროპოლიტი ვა-ხტანგი (ახვლედიანი); 3.ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);
  4. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); 5. გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); 6. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპ-ისკოპოსი ზენონი (იარაჯული); 7. გერმანიისა და ავსტრიის ეპის-კოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი); 8. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე); 9. ჩრდილო-ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) .
   მღვდელმთავრებს დაევალათ, საზღვარგარეთ არსებულ მათ ეპარ-ქიებში გაეცნონ მომქმედ საერო კანონებსა და საეკლესიო პრაქტიკას და წარმოადგინონ ინფორმაცია. 
   VI. წმინდა სინოდმა მოისმინა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ან-დრიას (გვაზავა) მოხსენება 2014 წლის სექტემბერში შამბეზში გამარ-თული მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედ-რის შესახებ.
   VII. დაიგეგმა, მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისში ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,ქრისტინები და მუსლიმები მშვიდობისათვის", -ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

უკან დაბრუნება