მთავარი > ძველი აღთქმის ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > საქართველოს კერპთაყვანისცემა და მისი დასასრული

საქართველოს კერპთაყვანისცემა და მისი დასასრული


30-12-2014, 00:03

საქართველოს კერპთაყვანისცემა და მისი დასასრული

 

   ქართული წარმართული რელიგიების შესახებ მრავალი წერილობი-თი წყარო არსებობს. ქართული წარმართული პანთეონის უპირველესი წყაროა ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება". თხზულებაში ნახსე-ნებია ღვთაებები: გაცი, გაიმი, არმაზი. „მოქცევაი ქართლისაში" შემა-ვალ წმიდა ნინოს ცხოვრებასთან დაკავშირებულ თხზულებაში კიდევ ერთი ახალი ღვთაების სახელი შემოდის, ეს ქალდეველთა ღვთაება ითრუჯანია, რომელიც ღვთაება არმაზს ემტერება.

   ჩვენთვის საინტერესო ცნობებს - ქართული წარმართული პანთეო-ნის ღვთაებათა კერპების აღწერილობის „ქართლის ცხოვრებაში" ვპო-ულობთ: „და იხილა წმინდამან ნინო, რამეთუ დგა კაცი ერთი სპილ-ენძისა და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭვ ოქროსი, და თავსსა მისსა ჩაბალახი ყარი, და თუალნი ისხნეს ზურმუხტი და ბივრილი, და ხელთა მისთა აქუნდა ხრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა... და კუალად იყო მარ-ჯვენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი. და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვერცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი-იგი-ღმერთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა". არმაზის კერპის აღწერილო-ბასთან პირდაპირ კავშირშია ლეონტი მროველის ისტორიული ქრო-ნიკის შემდეგი ცნობილი ადგილი: „რამეთუ აჰა ესერა, ღმერთნი დიდ-ნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წვიმისა მომცემელნი და ქუეყანისა ნაშრომთა გამომზრდელნი ღმერთნი ქართლისანი, არმაზ და ზადენ, ყოვლისა დაფარულისა გამომეძიებელნი, ძუელნი ღმერთნი მამათა ჩეუნთანი, გაცი და გაიმ..." აქვე უნდა მოვიყვანოთ კიდევ ერთი ადგილი ლეონტი მროველის თხზულებიდან: „და ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თვისისა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა".

   აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, გამ-ოვყოთ არმაზის კერპის აღწერილობის ძირითადი კომპონენტები: კერპის ანთროპომორფულობა და სქესი, მისი პოზა, მასალა, რომლით-აც იგი დამზადდა. ღვთაების ატრიბუტები, ღვთაების ბუნება, მისი ჩაცმულობა, კერპის თანმხლები წყვილი, ღვთაების არსებობა. ამასთან ერთად, ისმება საკითხი კერპისა და მისი ადგილსამყოფელის სახელ-წოდებათა იგივეობის შესახებ. როგორც ვხედავთ, არმაზის კერპის აღ-წერილობა მთავარ დეტალებში იმეორებს ხეთურ ღვთაებათა აღწერი-ლობას. არმაზის კერპიც (მსგავსად ხეთურ კერპებისა) დამზადებულია ლითონისაგან და მდგომარეა. თუმცა უცნაურია, რომ არმაზის კერპი დამზადებული იყო სპილენძისაგან, ხოლო მის თანმხლებ ღვთაებათა კერპები - ოქროსა და ვერცლისაგან. ამგვარი რამ ხეთებთან არ გვხვ-დება.

   ამიტომ მკვლევართა შეხეხულებები, თუ მეტწილად არმაზის კერპ-ში, ორადაა გაყოფილი.

   უკანასკნელ წლებში მკვლევართა უმეტესობამ ქართულ წარმართულ რელიგიაზე სპარსული ელემენტების გავლენა აღიარა.

   გ. გიორგაძის აზრით, არმაზი თავის თავში უნდა აერთიანებდეს მცი-რეაზიური წარმოშობის მეომარი და ამინდის ღვთაებათა ფუნქციას. აკადემიკოსები კ. კეკელიძე და გ. წერეთელი იხრებოდნენ იმ აზრი-სკენ, რომლის თანახმად არმაზი ირანული წარმოშობის ღვთაება უნდა ყოფილიყო. გ. გიორგაძე ქართული და ხეთური წყაროების შეჯერების შედეგად ასკვნის, რომ არმაზს ირანულ სამყაროსთან კავშირი არ უნდა ჰქონოდა. ამაზე არაფერს ამბობს ქართული მატიანე. მკვლევარის თქმით, სპარსულ სამყაროს კერპი უკავშირდება მხოლოდ და მხო-ლოდ სახელწოდებით და ესეც იმიტომ, რომ ფარნავაზმა დაარქვა რა უსახელო კერპს თავისი სახელი, - „ფარნავაზის" მაგივრად მას „არმა-ზი" უწოდა, რადგან ფარნავაზს სპარსულად არმაზი ერქვა.

   გ. გიორგაძის თქმით, სიტყვა „არმაზი" შეიძლება დაუკავშირდეს ხე-თურ-ლუვიურ სიტყვას „არმა(ს)" – „მთვარე". არმაზის კავშირს აჰურ-ამაზდასთან არც ი. ჯავახიშვილი გამორიცხავდა. ეს კერპი მაინც წინა-აზიურ სამყაროსთან კონტაქტზე მეტყველებს. მკვლევართა ნაწილი ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ ძველ ირანელებს კერპები არ ჰყავდათ. როგორც ვნახეთ, არმაზისა და ხეთურ ღვთაებათა კერ-პები სტრუქტურულად თითქმის ერთნაირადაა აგებული. ზოგადად დაცულია რა აღწერილობის მცირეაზიული მოდელი, არმაზის „აღწე-რილობა" შეიცავს თითქმის ყველა ძირითად კომპონენტს, რომლებიც ახასიათებს ხეთურ ღვთაებათა „აღწერილობას".1

   გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეპოქა, როდესაც ქართლის სა-ხელმწიფოებრიობას ეყრება საფუძველი, მჭიდროდაა დაკავშირებული ირანის გაძლიერებასთან. ირანული რელიგიური წარმოდგენების ნაკ-ვალევი აშკარაა ქართულ წარმართულ რელიგიურ კულტებში.2

  ასეა თუ ისე, თავისთავად ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართ-ველო უმძიმეს კერპთაყვანისცემაში იმყოფებოდა.

   ქრისტეს შობის, შემდეგ მოციქულებისა, დაბოლოს წმიდა ნინოს საქ-ართველოში შემობრძანების შემდეგ, უხეში კერპთაყვანისცემის ეპოქა სრულდება. ეს ისტორიული მოვლენა წმიდა ნინოს ცხოვრების აღ-წერისას შემდეგნაირად გადმოგვცა არქიმადრიტმა რაფაელმა (კარე-ლინი):

   ექვს აგვისტოს, ახალ წელს და არმაზობას - კერპთაყვანისმცემლობის მთავარ დღესასწაულზე - წმინდა ნინომ არმაზის კერპი შემუსრა, რო-გორც წმიდა გიორგიმ - ურჩხული. ლოცვის ძალამ განგმირა ურჩხ-ული, ხოლო არმაზის კერპი დასცა და ნამსხვრევებად აქცია. ეს დღე წმიდა ნინომ ახალი - ქრისტიანული ხანის დასაბამად აქცია ქართვე-ლი ხალხისთვის.

   მცხეთა სადღესასწაულო ყიჟინით, საზეიმო პროცესიით და არმაზის კერპის პატივსაცემად დანთებული ცეცხლით გაჩირაღდნებული შეხ-ვდა წმინდა ნინოს. წარმართები ყოველი თვის პირველ დღეს არმაზს სწირავდნენ, მაგრამ ახალი წლის დასაწყისი განსაკუთრებული ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მცხეთის მო-პირდაპირე მხარეს, ფარნავაზ მეფემ ციხე-სიმაგრე და წარმართული ტაძარი ააგო, რომელსაც არმაზი ეწოდებოდა. მარცხნივ, მცხეთის მოპ-ირდაპირე მხარეს, მთის წვერზე ზოროასტრელთა ღვთაებების კერ-პები იდგა, რომლებიც ლითონისაგან იყო გამოჭედილი და ძვირფასი თვლებით მორთული. ერთ მათგანს ხმალი მოეღერებინა და ისე და-ჰყურებდა მცხეთას, როგორც დამპყრობელი ათვალიერებს ქალაქს ცი-ხე-სიმაგრის სიმაღლიდან.

   წმინდა ნინომ მუხლი მოიყარა და ილოცა, რათა უფალს თავისი ძა-ლა გარდმოევლინა და კერპები დაემსხვრია, მსგავსად იმისა, მემფისის კერპები რომ შეიძრა და დაემხო, როცა ღვთისმშობელმა ყრმა იე-სოსთან ერთად ქალაქის კარიბჭის ზღურბლზე გადააბიჯა. მოხდა სასწაული. ქარიშხალი ამოვარდა. ჰორიზონტზე ღრუბელი მოიყარა, ზეცამ თითქოს წარბები შეკრა. ღრუბლები შავი ყინულებივით მიცუ-რავდნენ მცხეთის თავზე. რიჟრაჟი და ამომავალი მზის ნათელი ბინდ-ბუნდით შეიცვალა, დრო თითქოს უკან დაბრუნდა და კვლავ დაღ-ამდა. ელვამ ღრუბლები გააპო. ისე დაიგრგვინა, გეგონებოდათ, მიწაც იძრა. ქარბორბალამ არმაზის კერპი ხევში ჩალეწა, როგორც რაინდი ტყორცნის შუბს და თავის მეტოქეს ცხენიდან აგდებს. სეტყვანარევი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, გეგონებოდათ, საალყო მანქანები ისროდნენ ქვებს ქალაქში. არაგვმა ქაფი მოიგდო და თითქოს ადუღდა. ტალღები ყალყზე დგებოდნენ და მთის მწვერვალამდე აღწევას ლა-მობდნენ. ცოტაც, და მდინარეები წალეკავდნენ მცხეთას და თავიანთ მორევში ჩაძირავდნენ. ელდანაცემი ხალხი სახლებში გარბოდა. ქალა-ქი აკლდამასავით დაცარიელდა. ჭექა-ქუხილი ისევე სწრაფად შეწყდა, როგორც დაიწყო. გრიგალისაგან გაწმენდილ და წვიმით განბანილ ცა-ზე კვლავ გამოანათა მზემ. მთის მწვერვალზე უკვე აღარ მოჩანდნენ კერპები, წმინდა ნინომ თითქოს მტრის დროშა ჩამოაგდო აკროპოლი-სის კედლებიდან. ქუხილსა და გრიგალში, თავისმომჭრელ ელვათა კრთომაში გადაიშალა პირველი ფურცელი საქართველოს ქრისტიანუ-ლი მატიანისა, რომელიც ისევე დიდებულია, როგორც კავკასიონის ბუნება.3

  

 

 

 

1იქვე. გვ. 79-80.

2იქვე. ქართული წარმართული რელიგია. გვ. 319.

3არქ. რაფაელი (კარელინი). საქართველოს ზეციური მფარველები. თბ. 2009. გვ. 43-44.

 

 

 

მომაზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  


უკან დაბრუნება