მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ხეთური პანთეონი
ხეთური პანთეონი28-12-2014, 00:04 |
ხეთური რელიგიური პანთეონი საკმაოდ მრავალფეროვანია. იგი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. პირველივე შთაბეჭდი-ლება, რაც ხეთურ ღვთაებათა სამყაროზე თვალის შევლებითვე იქ-მნება, არის ქაოსი - ურიცხვი სახელი ღვთაებათა. მრავალ მათგანს მთავარი ადგილი უჭირავს ხეთურ ღვთაებათა პანტეონში. თვით ხე-თურ ტექსტებშიც კი ლაპარაკია სამეფოს „ათას ღვთაებაზე", რაც გა-დაჭარბებული არ არის. ვინმე ანითამ რეფორმა მოახდინა ღვთაებათა პანთეონში. ამ პროც-ესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ინდოევროპულ ნესიტ-თა უზენაესი ღვთაებისა და ხეთურ უზენაეს ღვთაებათა წყვილის, ამინდის ღმერთ თარუსა და მზის ქალღმერთ ეშთანის შეხვედრა - დაპირისპირება, რაც ამ უკანასკნელთა პანთეონის სათავეში მოქცევით დასრულდა. როგორც ვხედავთ, ხათებს ცალ-ცალკე ჰყავდათ წარმო-მადგენელი მზისა და ამინდის ღვთაებებისა; ხოლო ხეთებთან უმ-თავრეს ღვთაებას წარმოადგენდა სინათლის ღმერთი. ყველა სხვა ღვთაება იერარქიულად მას ემორჩილებოდა. ანითა ცდილობდა ამინ-დის ღმერთის კულტის დამკვიდრებას და, ამავდროულად, ზრუნავდა სინათლის ღვთაების კულტზეც, რომელსაც ტაძარი აუგო. ამრიგად, მზისა და ამინდის ღვთაებები ძირითადია ხეთურ რელი-გიაში. ისინი მრავალრიცხოვანი საკულტო ადგილების მთავარ ფიგუ-რებად გვევლინებიან. აღსანიშნავია, რაც უფრო დიდდებოდა ხეთების პოლიტიკური გავ-ლენის სფერო, მით უფრო იზრდებოდა სახელმწიფოს რელიგიური პა-ნთეონიც. აღნიშვნის ღირსი და დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ხათურ-ხეთ-ურ მითებს შორის არ არის არც ერთი ღვთაება, რომელიც მოგვით-ხრობდა სამყაროს შექმნის შესახებ, მართალია, უზენაესი ღვთაებები - მზისა და ამინდისა, ყველაზე მეტად გრძნობენ პასუხისმგებლობას ღვთაებათა და ადამიანთა წინაშე, როდესაც კოსმიურ წესრიგს საფრ-თხე ემუქრება, მაგრამ მათი უფლებამოსილება აქვე მთავრდება...1
1რელიგიების ისტორია. დეკ. თეიმურაზი (უარაღო). თბ. 2007. გვ. 70-75.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |