მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ქანანელთა ღვთაებები
ქანანელთა ღვთაებები27-12-2014, 00:04 |
ქანაანის ხალხი არაერთ ადგილობრივ და სხვა კულტურული სივ-რციდან შემოჭრილ ღვთაებას სცემდა თაყვანს. ამის შესახებ მდიდ-არი ინფორმაციაა ბიბლიაში. „მსაჯულთა წიგნში" საუბარია, თუ როგორ ივიწყებდნენ ისრაელია-ნები მამა-პაპათა ღმერთს და მიიქცეოდნენ უცხო ღმერთებისაკენ, „ივ-იწყებდნენ უფალს და ემსახურებოდნენ ბაალსა და აშთორეთებს" (მსაჯ. 2. 12-13). ასტარტა - აშთორეთის კულტი, როგორც ცნობილია, დაკავშირებული იყო რიტუალურ პროსტიტუციასთანაც. ამ ქალღმ-ერთს დიდ პატივს მიაგებდნენ მრავალ ქვეყანაში. „ერისინიელ ასტრ-ატს" ემსახურებოდა ორი საღვთო როსკიპი ქალბატონი. სავარაუდოდ, ისინი ქანანელები იყვნენ. საღვთო პროსტიტუცია, რომელიც ასტრატ-ას უკავშირდებოდა, იერუსალიმშიც გავრცელდა. „მეოთხე მეფეთა წიგნში" ვკითხულობთ, „მეფის ბრძანებით მღვდე-ლმთავარმა გაიტანა აშერა უფლის სახლიდან იერუსალიმის გარეთ... დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები, სადაც დე-დაკაცები კარვებს უქსოვდნენ აშერას" (მეოთხე მეფეთა. 23.6). რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ სხვა ღვთაებებზე, ფაქტია, რომ ქანა-ანის ტერიტორიაზე ყველა ფართოდ გავრცელებული იყო ბაალის კუ-ლტი. მისი სახელი საკუთრივ ძველ აღთქმაში ყველა სხვა ღვთაებაზე მეტად ფიქსირდება. ბაალი ქანაანის ყველაზე მნიშვნელოვანი მამრი ღვთაება იყო. ბიბლიის თანახმად, ბაალის საყდრები მაღალ გორაკებზე იყო აღმა-რთული. (რიცხვი. 22. 41). განსაკუთრებული პატივი ერგო ამ ღვთაებას აქაბისა და მისი ფინიკიელი ცოლის, იზებელის მმართველობის ხანა-ში. აქაბსა და მის მეუღლეზე განრისხებული ილია წინასწარმეტყველი ხალხს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. ხალხმა რომ გაიგოს, თუ ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი, ქარმელის მთაზე ბაალის მსახურებს იგი ერთგვარ „გამოცდას" უწყობს; ელიას მოთხოვნით ორ სამსხვერპლოდ გამზადებულ კურატს შეშაზე მოათავსებენ, ქურუმე-ბმა და ელიამ უნდა მოუხმონ თავიანთ ღმერთებს და ღვთაებებმა პასუხი ცეცხლის გაჩენით უნდა გასცენ. ის ღმერთი აღმოჩნდება ჭე-შმარიტი, ვინც სამსხვერპლო ცეცხლს მოუვლენს ხალხს (მესამე მე-ფეთა. 18. 22-25). წარმართები ბაალის სასწაულს ელოდნენ, ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ, თავიანთი ჩვეულებისამებრ, თავს ისერავდნენ მა-ხვილებითა და შუბებით ისე, რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე. არ გამოეხმაურა მათ ბაალი, ელიას ღმერთმა კი სასწაული მოუვლინა ხალხს; გაჩნდა წმიდა ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი. ამის შემდეგ ბაალის 450 ქურუმი ხალხმა კიშონის ხევში ჩახოცა. ქანაანში გვხვდება ასევე მამრი ღვთაება დაგონი. ასევე მოლოხი - უძ-ველესი უგარითული ღვთაება, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის-ქვეშეთის პატრონთან, ღვთაება მალიკთან. კიდევ მრავალი ღვთაება შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ვფიქრ-ობთ, ეს არ გამოიწვევს ინტერესს.
მომაზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |