მთავარი > ძველი აღთქმის ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > კერპთაყვანისმცემლობის წარმოშობის საფუძვლები
კერპთაყვანისმცემლობის წარმოშობის საფუძვლები23-12-2014, 00:09 |
ძველი აღთქმის დაბადების წიგნი მოგვითხრობს პირველი ადამია-ნების - ადამისა და ევას სამოთხეში ნეტარი ცხოვრების, ცოდვით და-ცემისა და სამოთხიდან განდევნის შესახებ. სამოთხის მიღმა დარჩენი-ლმა კაცობრიობამ ნელ-ნელა დაკარგა ცოცხალი კავშირი შემოქმედ-თან. წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: „სატანა არ დაკმაყოფილდა იმით, რომ დაამარცხა ადამიანი, რომ თავის ხელმწიფებასა და ტყვე-ობაში მოიმწყვდია იგი - გააღვივა რა მასში სხვადასხვა ვნებები. ცო-დვის სამსახურით სატანამ საკუთარ მსახურად აქცია ადამიანი. „იყოს ვითარცა ღმერთი" - ეს აზრი არ ასვენებდა ანგელოზს ზეცაში, არ ასვენებს ცისქვეშეთშიც, სადაც ის გადმოგდებულია ზეციდან. სწორედ ეს წადილი განახორციელა მან დედამიწაზე კერპთაყვანისცემის შემო-ღებით".1 ანგელოზებისა და ადამიანების დაცემის შესახებ კიდევ ვისაუბრებთ, მანამდე კერპთაყვანისცემის საკითხზე ვთქვათ. კაცობრიობაში ნელ-ნელა მრავლდებოდა ვნებებისა და ცოდვების დაკმაყოფილების სურვილი. ადამიანმა გააღმერთა ცოდვები თავისი ნაირფეროვნებით, გააღმერთა ცოდვის მოთავე - ეშმაკი. თუ ერთი, ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა თაყვანისცემის ჯერ კიდევ მთავარი საგანი იყო წარღვნამდე, წარღვნის შემდეგ ნოეს სამი ვაჟი-საგან წარმოშობილ ერებში დაზიანდა ჭეშმარიტი ღმერთისა, მაგრამ უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს წარმართული კულტების, ანუ კერ-პების თაყვანისცემა. კერპი (ბერძნ - eidolon) - ენციკლოპედიის ორგანზომილებიანი (სუ-რათი), ან სამგანზომილებიანი (ქანდაკება) ღვთაების ან სულის გამო-ხატულება გახლავთ, რომელიც სულიერი ძალების (ღვთაების) ვიზუა-ლური ინტერპრეტაციაა, რომლის შედეგად რელიგიური თაყვანისცე-მა ხორციელდება. კერპი გამოიყენება როგორც მატერიალური „შუამა-ვალი" ადამიანისა და ღვთაებას შორის, ამიტომ ის ბრმა თაყვანისცემის საგნად მიიჩნევა. ასე რომ, კერპთაყვანისცემა პირდაპირი გაგებით ღმერთების გამოსახულებების თაყვანისცემას ნიშნავს. პოლითეისტ-ურ (მრავალღმერთიანობა) რელიგიებში ეს სხვადასხვა ღმერთ - კერ-პების თაყვანისცემაში გამოიხატებოდა. ღმერთს დაშორებულმა ადამიანმა ბუნების ყველა ძალაში დაიწყო ღვთაებრივი ძალის აღიარება. ეს პროცესი, წმ. დიმიტრი როსტოველის აზრით, ასურეთის მეფე ნინუსმა დაიწყო, ხოლო მამამთავართა მოდ-გმაში პირველმა სერუქმა გამოიგონა კერპები, ისწავლა მათი დამზა-დება და გაყიდვა. ამ ხელობით არჩენდა თავის სახლეულს. წარმარ-თებთან ერთად მან ამ კერპების თაყვანისცემაც დაიწყო და თავისი უღირსებით სახლს დიდად ავნო: ვაჟიშვილს ნაქორსაც ასწავლა ეს სა-ქმე, ხოლო ნაქორმა თავის ვაჟს - თარას, აბრაამის მამას.2 დაცემულმა ადამიანმა, როგორც მოგახსენეთ, დაკარგა ჭეშმარიტი ორიენტირები და ბუნების ყველა ძალაში დაინახა დამოუკიდებელი ღვთაებრივი ძალა. რელიგიის ისტორიის სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: „დაცემუ-ლი ადამიანის აზრით, წყალს თავისი მფარველი ღმერთი ჰყავდა, კლდეს - თავისი, ჭექა - ქუხილს სხვა ღვთაება განაგებდა და ა.შ. ასე ჩაეყარა საფუძველი მრავალღმერთიანობას. ადამიანები თვთაებრივ სამყაროსთან აიგივებდნენ აგრეთვე სხვადასხვა პლანეტას, ვარსკვლ-ავს, კომეტას, მზეს, მთვარეს, დედამიწას, მცენარეებს, ბუნებრივ ქვებს... პოლითეისტურ (მრავალღმერთიან) სისტემაში გამოკვეთილია დიდ და მცირე ღვთაებათა ჯგუფი. ზოგი ხალხის რელიგიაში ღმერთების რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს. მფარველი ღვთაებები ჰყავთ ადა-მიანებს, მიწისქვეშა და მიწისზედა წყლებს და ა.შ. სხვადასხვა რელიგიაში უპირატესობა ამა თუ იმ ღვთაებას ენიჭება. მაგალითისთვის: ეგვიპტელებთან და ხეთებთან წამყვანი ადგილი ეკავა მზის თაყვანისცემას, ჩინელებთან პრიორიტეტი ენიჭებოდა ცას, ქანანელებთან - მოსავლიანობის მფარველ ღვთაებას და ა.შ. ცალკეულ ღვთაებებს განჩინებული ჰყავთ ღვთისმსახურები - ქურუმები. მათ მოვალეობას რელიგიური წესებისა და რიტუალების დაცვა შეადგ-ენდა. ზოგ რელიგიაში გავრცელებული იყო ამა თუ იმ ღვთაების გამოსახულების შექმნა. ეს გამოსახულება ან გრაფიკულ სურათს ჰგა-ვდა ან ქანდაკება - კერპს. კერპებს ამზადებდნენ ხისგან, ლითონისა-გან, ქვისგან და ა.შ.3 მრავალღმერთიანობის ერთ-ერთი ფორმა იყო სხვადასხვა ვნებების კულტები. მაგალითად, ბერძნულ რელიგიაში: დიონისე - ღვინისა და გართობის კულტი, აფროდიტა - სიყვარულისა და სილამაზის ღვთაე-ბა... ერთი სიტყვით, ღვთაებად მიიჩნეოდა ყველა ვნების დაკმაყოფილ-ება. ყოველი ვნება გამოიხატებოდა თავისი ქანდაკებით ან კერპით. ასეთი კერპების წინაშე სრულდებოდა როგორც საზოგადოებრივი, ისე პირადი თაყვანისცემა; კერპს მსხვერპლად ცხოველებს სწირავდნენ, და არც თუ იშვიათად, ადამიანებსაც. მაგრამ გარეგნული კერპთაყვა-ნისცემა არსობრივად ეშმაკის თაყვანისცემა იყო, როგორც ამას გვამ-ცნობს პავლე მოციქული: „არამედ, ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა" (1 კორ. 10.20). საკერპო-ები და თავად კერპები ეშმაკების საყვარელი სამკვიდრებელი იყო. ამ საკერპოებიდან ისინი გამოსცემდნენ ხმებს და „უწინასწარმეტყვე-ლენდნენ" ცდუნებულ ადამიანებს.
1Св. Игнатий Брианчанинов. Аскетические опыты. Т2. გვ. 237. 2წმ. დიმიტრი როსტოველი. სენაკის მემატიანე. თბ. 2009. გვ. 168. 3რელიგიების ისტორია. დეკ. თეიმურაზ. უიარაღო. თბ. 2013. გვ. 11.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |