მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვებზე პასუხი

კითხვებზე პასუხი


22-12-2014, 19:18
 

   მიქაელის შეკითხვა: იოანეს სახარებაში უფალი ამბობს: „თქვენ მხა-დით მე მოძღვარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ" (იოანე 13; 13), მარკოზის სახარებაში კი საპირისპირო განწყობაა: „და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი" (მარკოზი 3; 12), როგორ გავიგოთ ეს?

   პასუხი: საქმე ისაა, რომ მაცხოვრის ღმერთკაცობრივი ბუნების აღქმა ძალიან უძნელდებოდა იუდეველებს, მით უფრო წარმართებს, ამიტომ უფალი ხან საუბრობს თავისი ღვთაებრივი ბუნების შესახებ, სადაც საამისო ნიადაგი არსებობდა, ხან კი - არა.

  ზოგან საჭიროება მიოთხოვდა მკაფიოდ დაეფიქსირებინა თავისი ვინაობა, ზოგან კი თავმდაბლურად უწოდებდა საკუთარ თავს „ძე კაცისას".

 

 

   მარიამის შეკითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ სახარების ეს მონაკ-ვეთი: „ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძა-ღლთა.

   ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა". (მარკოზი 7; 27-28).

   პასუხი: სახარების ამ ადგილის განმარტებისას წმიდა მამები შენი-შნავენ, რომ მაცხოვარი „შვილებში" - ებრაელებს გულისხმობს, როგ-ორც მართალი შტოს წარმომადგენლებს, ხოლო „ძაღლებში" - წარმარ-თებს.

   მაგრამ უფალი არა მარტო ებრაელების, არამედ მთელი სამყაროს სა-ცხოვნებლად მოევლინა, ამიტომ ამ ქალის თავმდაბლურმა თხოვნამ სასურველი შედეგი გამოიღო.

 

ღმერთმა დაგლოცოთ!


უკან დაბრუნება