მთავარი > რელიგიური ცდომილებანი > ქრისტიანული თანასწორობის დამახინჯება

ქრისტიანული თანასწორობის დამახინჯება


19-03-2015, 20:41

ქრისტიანული თანასწორობის დამახინჯება

 

   თანამედროვე საზოგადოების ნაწილის გონება განსაკუთრებულ იდ-ეას მოუცავს - .. ქალთა განთავისუფლების, ემანსიპაციის იდეას. აშკარაა, რომ ესეც ერთ-ერთი იმ უგუნურ იდეათაგანია, რომელთაც საზოგადოებისათვის თავს მოხვევას ნეოლიბერალები ყველა საშუა-ლებებით ცდილობენ. საინტერესოა ამის მეტი ყურადღებით შესწავ-ლა, მეტად გარკვევა მასში, საიდან მოდის, რისთვის და რა დგას ამ იდეის უკან, და საჭიროა იმისთვისაც, რომ თუკი უკეთესად გაია-ზრებთ მაცდური სულის სტრატეგიას, მასთან საბრძოლველადაც უკეთესად შეიარაღებული იქნებით. ქალთა განთავისუფლების იდეა სულ ცოტა ორი საუკუნის წინ წარმოიშვა. ღრმად ჩაძიების შემთ-ხვევაში რა თქმა უნდა მისი წარმოშობის უფრო ადრეული წინაპი-რობებიც შეიძლება აღმოვაჩინოთ, მაგრამ მოცემული ფორმით ის დაახლოვებით ორასი წელია არსებობს და ის მორდეხაი (კარლ) მარ-ქსის წინამორბედებს, პირველ სოციალისტებს უკავშირდება. ეს ხალ-ხი ახალ, დიდ უტოპიურ ერაზე საუბრობდა, რომელიც მაშინ დად-გებოდა, როდესაც ყველა რასობრივი, კლასობრივი, რელიგიური და სხვა მსგავსი დეფინიციები სრულიად განადგურდებოდა. ისინი ამბო-ბდნენ, რომ შეიქმნებოდა ახალი, დიადი საზოგადოება, რომელშიც ყველა თანასწორი იქნებოდა. რა თქმა უნდა ეს იდეა თავდაპირველად ქრისტიანობიდან იყო ნასაზრდოები, მაგრამ მასში ქრისტიანობა და-მახინჯებულ იქმნა და იგი მის სრულიად საწინააღმდეგო მცნებად იქცა.
   IXX - XX - საუკუნეების მიჯნაზე ჩინეთში თავისებური ფილო-სოფოსი ცხოვრობდა, რომელმაც ეს ფილოსოფია თავის ლოგიკურ დასკვნამდე დაიყვანა. ეს იყო კანგ იუ ვეი (1858 - 1927) და საინტე-რესოა იმითაც, რომ ის განასახიერებს ამ საუკუნის ფილოსოფიას, ეპოქის სულისკვეთებას. მისი იდეები არა მხოლოდ დამახინჯებულ ქრისტიანობას ეფუძნებოდა, რომელიც მას დასავლეთის ლიბერალე-ბიდან და პროტესტანტებისაგან ჰქონდა ნასესხები, არამედ ბუდიზმის პრინციპებსაც. მან წამოაყენა უტოპიის იდეა, რომელიც მისივე წი-ნასწარმეტყველებების მიხედვით XXI- საუკუნეში უნდა განხორცი-ელდეს. ამ უტოპიაში განადგურდება ყველა სოციალური საფეხური, ასევე კლასობრივი, რელიგიური და სხვა ყოველგვარი განსხვავებები, რომლებიც საზოგადოებაში ადამიანებს შორის ურთიერთობებზე ზემოქმედებენ. ყველანი იცხოვრებენ საერთო საცხოვრებლებში და გამოიკვებებიან საზოგადოებრივ სასადილოებში. თავისი ბუდისტუ-რი იდეებით ის კიდევ უფრო შორს წავიდა. მან თქვა, რომ განა-დგურდება ყველა განსხვავება სქესებს შორისაც კი... და რადგან კა-ცობრიობა ერთიანია, მაშასადამე არ არსებობს შეჩერების საბაბი, მოძრაობა უნდა გაგრძელდეს. არ უნდა იყოს ადამიანის უპირატესობა ცხოველთან მიმართებაში. ცხოველებიც უნდა შევიდნენ ამ სამეუფო-ში, რადგან ისინიც არსებობენ... ბუდისტები კეთილგანწყობილები არიან ბოსტნეულისა და სხვა მცენარეების მიმართ, ისინიც იმსახუ-რებენ ადგილს ამ სამკვიდრებელში. შემდეგ იგივე მიდგომა ვრცელ-დება უსულო საგნებზეც და ასე, რომ ქვეყნის აღსასრულის (მეორედ მოსვლის) წინ დადგება ყველა შესაძლო არსებების აბსოლუტური უტოპია, რომლებიც როგორღაც შეირევიან ერთმანეთში და ყველა და ყველაფერი გათანასწორდება. 

   რა თქმა უნდა, ყველაფერი ამის მკითხველს გიჩნდებათ განცდა, რომ ეს ადამიანი არანორმალურია, მაგრამ თუ ყურადღებით განვი-ხილავთ ამ თეორიას, გასაგები გახდება, რომ ის ამ ქვეყნად ბედნიერი ცხოვრების მოწყობის ძლიერი სურვილიდან მომდინარეობს. მხოლ-ოდ საქმე ისაა, რომ ვერც ერთ წარმართულ ფილოსოფიას, ვერც ერთ ადამიანის მიერ შექმნილ ფილოსოფიას ვერ ძალუძს ბედნიერების დამკვიდრება. მხოლოდ ქრისტიანობა იძლევა იმედს, და ისიც მხო-ლოდ არა ამა სოფლის მეუფებაზე. ქრისტიანობა საუბრობს მარადი-ულ სრულყოფილებაზე, მაგრამ ვინაიდან სოციალისტებს არ სწამთ საიქიო ცხოვრების, არ სწამთ ღმერთის, ამიტომ ისინი ოცნებობენ ასეთი სრულყოფილი სამყაროს ამქვეყნად მოწყობაზე. სწორედ ამაში მდგომარეობს კომუნიზმის იდეაც.
   თქვენ ალბათ მოგეხსენებათ რა ხდება მაშინ, როდესაც ამ იდეას პრაქტიკაში ახორციელებენ. იყო ექსპერიმენტი საფრანგეთის რევოლ-უციით, რომელიც უპირობოდ კარგი იდეებით მოდიოდა - თავი-სუფლება, თანასწორობა, ძმობა, იყო რუსეთის ბოლშევიკური თუ კიდევ არა ერთი სხვა კომუნისტური რევოლუციები ჩვენი უახლოესი ისტორიიდან. თვალსაჩინო მაგალითია კამბოჯა, პატარა ღარიბი ქვე-ყანა, რომელიც 3 წლის განმავლობაში იტანჯებოდა კომუნისტური მმართველობით და ამ მოკლე დროში მან თავისი მოსახლეობის სულ მცირე ერთი მეოთხედი მაინც დაკარგა მხოლოდ იმიტომ, რომ ნა-დგურდებოდა ხალხი, რომელიც რეჟიმის მოთხოვნებს ვერ აკმაყო-ფილებდა. ანადგურებდნენ ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქო-ნდა, ვისაც საშუალოზე მეტი განათლება ჰქონდა მიღებული, ვისაც დამოუკიდებლად აზროვნება შეეძლო და ... ეხლა ეს რეჟიმი დამ-ხობილია იმათგან, ვინც მართალია მათსავით სასტიკნი არ არიან, მაგრამ არც მათი მსოფლმხედველობა იძლევა განსაკუთრებული ზეი-მის საფუძველს.
   ყველაფერი ეს გვიჩვენებს, რომ როდესაც ხდება მცდელობა მსგავსი იდეების ხორცშესხმისა, ღებულობენ არა სამოთხეს, არამედ ნამდვილ ჯოჯოხეთს დედამიწაზე. მართლაც, რუსეთის მთელი ექსპერიმენტიც იმასვე მოწმობს, რომ არ არსებობს სამოთხე ამ ქვეყნად, არამედ მხო-ლოდ ქრისტეს ეკლესიაში, "დევნულობაში" (მარკ.10;30).
   უფალმა გვითხრა, რომ უკვე ამ ცხოვრებაშივე მოგვეგება ჩვენ ასწ-ილად იმისათვის, რასაც ვაკეთებთ, და ეს იქნება დევნულობისას. ხოლო დაცემულ მიწაზე ბედნიერების მოწყობის მსურველნი განსაც-დელებისა და თანაც ღვთის რწმენის გარეშე, მხოლოდღა ჯოჯოხეთს აწყობენ ამქვეყნად.

 

 

 

სერაფიმე როუზი 


უკან დაბრუნება