მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ნეოლიბერალიზმი მწერლობაში

ნეოლიბერალიზმი მწერლობაში


18-12-2014, 00:03

ნეოლიბერალიზმი მწერლობაში

 

   თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი - ლიტერატურა და მწერლობა, ნეოლიბერალების სერიოზული შეურაც-ხყოფისა და კრიტიკის საგანი გახდა. ცხადია, მეტწილად ქართული მწერლობის ბედ-იღბალი გვადარდებს. XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში ქართულ მწერლობაში განვითარებულ პრობ-ლემებს შესანიშნავად ეხმიანება ახალგაზრდა კრიტიკოსი ლევან ბებუ-რიშვილი. თავის წიგნში „მწერლობის „მოთვინიერება" გრძელდება", იგი წერს: მოგეხსენებათ, XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩვენს სი-ნამდვილეში საფუძველს იმკვიდრებს თვისობრივად ახალი ტიპის მწერლობა, რომელიც დღეს უკვე მთელ ლიტერატურულ სივრცეზე ბატონდება. ამ ახალი ლიტერატურის ძირითადი მახასიათებელი ის არის, რომ იგი მოწყვეტილია ეროვნულ ტრადიციას.

   იმისათვის, რომ უკეთ გავიაზროთ, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქ-მე, სიღრმისეულად უნდა იქნეს განხილული ეს საკითხი.

   საქმე ისაა, რომ ლიტერატურა და ხელოვნება ყოველ ეპოქაში გამოი-ყენებოდა როგორც იდეოლოგიური იარაღი. სამეცნიერო ლიტერატუ-რაში აღნიშნულია, რომ „ლიტერატურა საზოგადოების კულტურული იდენტურობის განსაკუთრებული ნაწილია. მას შეუძლია ხელი შეუ-წყოს მის მიღმა შექმნილ ფასეულობათა გადაცემას. მას შეუძლია ამ ფასეულობათა კონსტრუირება და იერარქიზაცია".

   ამრიგად, საზოგადოებრივ ცნობიერებას ქმნის და ამკვიდრებს ხელ-ოვნება და მასმედია.

   საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იწყება ნეოლიბერალთა გააქტიურება ჩვენს ქვეყანაში. ნეოლიბერალური იდეოლოგია გამოკვეთილად გლობალი-სტური ხასიათისაა.

  და ვინაიდან ნეოლიბერალთა აზრით, „არსებობს კონფლიქტი ე.წ. ღია საზოგადოებასა და ეროვნული სუვერენიტეტის ცნებას შორის", იწყება თავგანწირული შეტევა ყველაფერზე, რაც ეროვნული ნიშნითაა აღბეჭდილი და ქართული თვითცნობიერების განმსაზღვრელ ფაქტ-ორს წარმოადგენს. სწორედ ე.წ. „ღია, თავისუფალი" საზოგადოების უპირველეს მტრებად ნაციონალური, ეროვნულ საფუძველზე დამყა-რებული სახელმწიფოები ცხადდებიან. ამიტომაც ეროვნული ცნობიე-რების მოსპობა ნეოლიბერალთა უმთავრესი ამოცანაა.

  1) ნეოლიბერალები თავდაპირველად უტევენ ქართულ ეროვნულ ფენომენს. თანამედროვე მწერლები, თუ შეიძლება ზოგიერთ მათგანს საერთოდ მწერალი ეწოდოს, თავის ნაშრომებში, ცდილობენ დააკნი-ნონ უპირველესად ქართველი ხალხის ბუნება. მაგ, გ. მირზაშვილი ამ-კვიდრებს აზრს, რომ საქართველოს სიმბოლო თურმე არის „უგემო-ვნო, უტიფარი, უნიჭო, უბირი ადამიანები... შემცბარი, უგუნური, ბო-ღმიანი გამოხედვით... დამანჭული სიფათით და ა.შ."

   ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ მეძავობა საქართველოს მთავარი დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც თურმე ჩვენ სტუმართ-მას-პინძლობაში გამოიხატება. ი. ჩარკვიანი ასევე შენიშნავს, რომ „მრავალ-ხმიანი სიმღერა იმიტომ არის უსაზღვროდ ლამაზი, რომ თავისი არსით აბსოლუტურად ამორალურია."

   ნეოლიბერალები უტევენ ქართულ ტრადიციებს: „ქართული სუფრა - გვმოძღვრავს ემზარ ჯგერენაია, - ფორმით ჰომოსექსუალისტური და შინაარსით ტრაგი-ჰეტეროსექსუალურია, ხოლო ქართველი მამაკაცი არშემდგარი ქალი, ანუ ქალის ცუდი შემთხვევაა".

   ერთი სიტყვით, ნეოლიბერალების მიხედვით, ქართველთა წარუმა-ტებლობის სათავე მათ ქართველობაში მდგომარეობს. მათი აზრით, ქართული ტრადიციები, ქართული სუფრა, საქართველოს მართლმა-დიდებელი ეკლესია გვეღობება დემოკრატიისა და მატერიალური კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე.

   მათ მიერ მდგომარეობა ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს ჩვენი ყოფის ყველა ნაკლი, ყველა სიმახინჯე, ყოველი უარყოფითი თვისება თვით ჩვენი ეროვნული ბუნებიდან მიმდინარეობს. სწორედ ეს უარყოფითი თვისებები წარმოადგენენ კიდეც ქართველობის არსს, მის ნამდვილ სახეს. ამიტომაც ქართველი არსობრივად უნდა გარდაიქ-მნას, უნდა გადაკეთდეს.

   დღეს ვხედავთ ამ მცდელობას მავანთა მხრიდან, თუ როგორ აყა-ლიბებენ „ახალი ლიბერალური ადამიანის", „ახალი ქართველის" ფენ-ომენს, რომლის ინტერესის სფერო მხოლოდ ბიოლოგიური მოთხო-ვნილებებით უნდა იყოს შემოსაზღვრული.

   დიდად სამწუხაროა, როდესაც ისეთ გამოჩენილ მოღვაწესა და წმინ-დანზე, როგორიცაა, წმ. მართალი ილია ჭავჭავაძე გაისმის კრიტიკუ-ლი, შეურაცხმყოფელი და მგმობელი განცხადებები.

   სამაგიეროდ ძალიან მოსწონთ თანამედროვე დემოკრატიის მქადა-გებლებს მწერალი ზაზა ბურჭულაძე და სახოტბო წერილებსაც უძღ-ვნიან მას.

   სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის შემდეგი სტრიქონები: „დღევა-ნდელ დღეს, საბაზრო ეკონომიკის ჯუნგლებში სხვა არაფერს აქვს ისეგვარად დიდი გასავალი, ვით უღვთო ბილწსიტყვაობას, და მე-ტადრე, მხატვრულ ლიტერატურაში.

   მეტიც, ერთადერთი რაც კი აცოცხლებს დღემდე ამ გადადაშენებელ დარგს მხოლოდ ბილწსიტყვაობაა და გარყვნილების დეტალური აღ-წერილობა." (ბურჭულაძე. "მინერალური ჯაზი").

   რა ზუსტად შენიშნა ქართულ მწერლობაზე შემოტევები ოთარ ჭილ-აძემ:

   „ჩვენმა მტრებმა ჩვენზე უკეთ იციან ქართული მწერლობის ფასი და იმასაც ისეთივე დაუნდობლობით ებრძვიან, როგორც ქართულ ენას, ქართულ ეკლესიას თუ ქართულ მეურნეობას ებრძოდნენ თავის დროზე, ანუ ებრძვიან ყველაფერს იმას, ურომლისოდაც უბრალოდ, შეუძლებელია, ქვეყნად იწოდებოდე, მით უფრო - სახელმწიფოდ. რასაკვირველია, მტრების სივერაგისა და სისასტიკის ბრალია ჩვენი მწერლობის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა."

   ასეთი პათოსის გამო ჩვენი გამოჩენილი მწერლები და პოეტები, რო-გორებიცაა ანა კალანდაძე, ბესიკ ხარანაული, ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ დოჩანაშვილი და სხვები, მკაცრი კრიტიკის საგანი გახდნენ.

   „კავკასიური სახლის" მიერ გამოცემული ჟურნალ „აფრაში" იბეჭდება „მწერალთა კავშირის" წინააღმდეგ მიმართული წერილი, სახელწოდე-ბით: „სადიზმის პოსტსაბჭოთა დიდოსტატებს" და იქვე ჩამოთვლი-ლნი არიან ხსენებული მწერლები და პოეტები.

  ახალი ლიბერალები დაკავებულნი არიან ერთი მხრივ მწერლობის საუკეთესო წარმიმადგენლების დესკტიფიტაციითა და შეურაცხყო-ფით. ხოლო მეორეს მხრივ, - ვაი მწერლების დაჯილდოებით, მათი წიგნების თარგმანითა და პოპულარიზაციით.

   სახელმწიფო უნივერსიტეტი პრეზენტაციას უწევს უზნეო ე. დეისა-ძის წიგნს მკრეხელური სათაურით „საიდუმლო სირობა".

   ერთი სიტყვით, ნეოლიბერალები სრულიად აშკარად უჭერენ მხარს ახალ ხელოვნებას და პოპულარიზაციას უწევენ ანტიმწერლობას.

  საქმე ისაა, რომ თანამედროვე მწერალთა უდიდესი ნაწილი რაიმე ფორმით მაინც არის დაკავშირებული ე.წ. პოსტმოდერნისტულ ხე-დვასთან, მსოფლმხედველობასთან, რომელმაც გადაუხვია თავისი განვითარების მაგისტრალურ ხაზს, ვინაიდან პოსტმოდერნისტების შემოქმედებაში უმთავრესად გამოხატულია უარყოფითი მიმართება, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, „ანტი-მიმართება" ეროვნული მწე-რლობის ძირეული ტენდენციებისადმი.

   დიდად სამწუხაროდ, სწორედ თანამედროვე მწერლების ინტერესის საგანია ისეთი თემები, როგორიცაა სქესობრივი ლტოლვა იჯახის წე-ვრებისადმი, სადიზმი, მოხუცებულთა შეურაცხყოფა და სხვა. ვერავინ იტყვის, რომ სისხლის აღრევა აქტუალური საკითხია, მაგრამ თა-ნამედროვე მწერლობა თითქმის საკაცობრიო პრობლემის დონეზე აყენებს ამგვარ ფსევდო - აქტუალურ თემებს.

   საერთოდ, ნეოლიბერალური ექსტრემიზმის განუყოფელი ნაწილია ცნებათა შინაარსის აღრევა. ამა თუ იმ მოვლენას ხშირად იმის საპირისპირო სახელს არქმევენ, რასაც ის რეალურად წარმოადგენს. ანუ ფასეულობათა გადაფასება ხდება. ისეთი სიტყვები, როგორიცაა თავისუფლება, პატრიოტი, ნაციონალური, კულტურა თუ სხვა, ხშირ შემთხვებაში აღარ შეიცავს ძველ, ნამდვილ მნიშვნელობას.

   მაგალითად, ამერიკული განმარტებით პატრიოტიზმი ზუსტად იგი-ვეა, რაც ლოიალობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. (ბერძენიშ-ვილი).

   საქართველოს ისტორიული წარსულის გაშარჟების კუთხით ნაყოფ-იერად მუშაობს ლაშა ბუღაძე. ნაწარმოებში „პირველი რუსი" თამარ მეფის, უდიდესი წმინდანის შესახებ იგი ყოველმხრივ გარყვნილი და მკრეხელური პათოსით საუბრობს. ამის შემდეგ ის მალე გახდა პო-პულარული „ტელემწერალი", რომელიც ქსენოფობიაზე პედაგოგიური ტონით გვესაუბრება.

 იმავე ავტორის მოთხრობას - „საშინაო დავალება: როსტომ-ხანი" ლაიტმოტივად გასდევს აზრი, რომ რელიგიური რწმენისადმი თავის გაწირვა სისულელეა, მთავარია მატერიალური კეთილდღეობის შე-ნარჩუნება; უმაღლესი ღირებულებაა ფიზუკური არსებობა, მიუხე-დავად იმისა, რის ხარჯზე იქნება იგი შენარჩუნებული.

   თანამედროვე მწერლობა ეროვნული კულტურისადმი ხშირად ტექ-ნიკურ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენს. ამის ნათელი მაგალითია დ. ბარბაქაძის ტექსტი „ტრფობა წამებულთა", რომელშიც მასხარადაა აგდებული ჰაგიოგრაფიული მწერლობა.

  ნათლად ჩანს, რომ ნეოლიბერალიზმი და მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა აბსოლუტურად საპირისპირო, შეუთავსებელი მოძღვრებებია.

   მართლმადიდებლური სწავლების ცენტრში დგას ღმერთი, ლიბერა-ლური მსოფლმხედველობის ცენტრში კი - ადამიანი, რომელსაც ღმე-რთობა სურს, ჯანყს უცხადებს ყოველივე ღვთაებრივს. მართლმადი-დებლური შეხედულებით, ერთია ჭეშმარიტება და ერთია მასთან მისასვლელი გზა. ნეოლიბერალური თვალსაზრისით კი, ყველას თა-ვისი ჭეშმარიტება გააჩნია. მისთვის არ არსებობს ჭეშმარიტება, ყვე-ლაფერი ნებადართულია.

   მართლმადიდებელი ეკლესია ნეოლიბერალთაგან განსხვავებით, ყო-ველთვის დაგმობს ქორწინებამდელ სქესობრივ ურთიერთობას, რაც სასაცილოდ არ ყოფნით ნეოლიბერალებს; მართლმადიდებელი ეკ-ლესია არასოდეს აღიარებს ჰომოსექსუალიზმს სქესობრივი ცხოვრე-ბის ბუნებრივ ფორმად; მართმადიდებლური ეკლესია ყოველთვის მკაცრად გაილაშქრებს უზნეობის პროპაგანდის წინააღმდეგ, რასაც ნეოლიბერალები თავისუფლებას უწოდებენ და ამ ნიღბით ანგრევენ ყოველივე ზნეობრივს.

   სწორედ ამიტომ, ნეოლიბერალები კატეგორიულად აყენებენ საქარ-თველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდაქმნის მოთხოვნას, თუ-მცა იშვიათად აკონკრეტებენ, რა იგულისხმება ამ გარდაქმნაში. იქნებ თავისი აღვირახსნილი ცხოვრების წესის ეკლესიის კანონებით გამყ-არება სურთ, რაც განხორციელდა დასავლურ რელიგიებში?!

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 


უკან დაბრუნება