მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვებზე პასუხი

კითხვებზე პასუხი


8-12-2014, 22:14

 

 

   ნანას შეკითხვა: როგორ გავიგოთ უფლის სიტყვები: "რომელი არა არს ჩემ თანა იგი მტერი არს; და რომელი არა შეკრებს, იგი განა-ბნევს" (მათე 12, 30). ვრცელდება თუ არა ეს სიტყვები ოჯახის წე-ვრებზე, რომლებიც ხელს გვიშლიან ღვთისთვის სათნო ცხოვრებაში და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათთან?

   პასუხი: ამ სიტყვებში, პირველყოვლისა, იგულისხმებიან ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის მტრები. მათ შორის უნდა ვიგულისხმოთ ყველა მწვალებლური საკრებულო; ყველა ცრუ მსოფლხედვა და შეხედულე-ბა, ჯადოქრობა, თუ სხვა რელიგიური კულტები.

   რა თქმა უნდა, ქრისტეს სწავლების მტერი შეიძლება იყოს ოჯახის წევრიც. ამას მოწმობს წმიდა წერილიც, როდესაც საუბრობს ბოლო ჟამს ოჯახის წევრების ერთი ნაწილის ცხონებაზე და მეორე ნაწილის - წარწყმედაზე.

   თუმცა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ოჯახის წევრებმა ერთობლივად ვიმოღვაწეოთ და ერთობლივად მოვიპოვოთ სასუფეველი ღვთისა.

 

   მარიამის შეკითხვა: რას ნიშნავს სახარების სიტყვები: „ყოველი, რო-მელი დაეცეს ლოდსა მას ზედა შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს განანქრიოს იგი" (ლუკა. 20, 18).

   პასუხი: ეს ტექსტი ძველი ქართულით უკეთესად აღიქმება. ლოდის ქვეშ აქ უფალი საკუთარ თავს გულისხმობს (თეოფილაქტე ბულგა-რელი). ისევე როგორც ძველ აღთქმის პერიოდში იუდეველები უარ-ყოფდნენ ხშირად ჭეშმარიტ ღმერთს, ასევე ქრისტეს მოსვლის ჟამს „რჩეულმა ერმა" (ებრაელებმა) უარყო ეს ლოდი, როდესაც ამბობდნენ, რომ „ეს კაცი არ არის ღვთისაგან" (იონ. 9. 16). რისთვისაც ისინი დაისაჯნენ. ამ ლოდის ქვეშ, მრავალნი დაიღუპნენ რომის შემოსევის დროს, ხოლო დანარჩენნი დაიფანტნენ მთელს მსოფლიოში. ამიტომ ბრძანებს წმიდა წერილი: ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავკიდეთა. ანუ სამყაროს მიერ უარყოფილი მაცხოვარი არის თავი, ჭეშმარიტი ღმერთი, რომლის საფუძველზე უნდა ააგოს ადამიანმა თავისი ცხოვრება.

 

   ანდრიას შეკითხვა: „აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ" (გამო-ცხადება 3; 20). უფალი ხომ ყველას გულის კარზე რეკს, რატომ არ ვისმენთ ადამიანები ამ ხმას და ვერ ვაცნობიერებთ მის სიყვარულს?

   პასუხი: რა თქმა უნდა, უფალი ყველას კარზე რეკავს, მაგრამ ყველა ადამიანი ერთნაირად არ ეხმიანება მის ხმას. ყოველივეს მიზეზი ადამიანის ვნებებში უნდა ვეძებოთ. ზოგი ავხორცულ ვნებებშია ჩა-ფლული და არ სურს მათთან განშორება, ზოგი ცრუ იდეების მონა ხდება და მას მიიჩნევს ჭეშმარიტებად და ა.შ. მაცხოვარი ბრძანებს, რომ მცირედნი გადარჩებიან, რომ მცირედნი ივლიან ამ ეკლიანი, ვიწრო გზით.

   უფლის სიყვარული რომ გავაცნობიეროთ, მისი მცნებების შესრუ-ლებაა საჭირო. წმიდა მამები ამბობენ: რაც უფრო უღრმავდება ადა-მიანი ღმერთს, მით უფრო ხედავს მის ცოდვილობას და ღვთისაგან დაშორებას.

   ყველა წმინდანი ამბობდა: ცოდვილებში პირველი მე ვარ. ეს არის ქრისტიანობა. ღმერთმა დაგლოცოთ.

 

   ნინოს შეკითხვა: უფალმა ხომ დედაკაცად და მამაკაცად შექმნა ადამიანი. შეიძლება ორივე სქესის მატარებლად დაიბადოს ადამიანი?

   პასუხი: უფრო სწორად, მამაკაცად და დედაკაცად. ორივე სქესის მატარებელი ადამიანი არ არსებობს. შესაძლოა რაიმე ანომალიასთან გვქონდეს საქმე ან ქირურგიული ჩარევის შედეგად სქესის შეცვლა-სთან, რაც უდიდესი მკრეხელობაა და ღვთის ნების უგულებელყოფა.


უკან დაბრუნება