მთავარი > საცდურები, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ტალანტი სპორტში

ტალანტი სპორტში


14-12-2014, 00:03

ტალანტი სპორტში

 

   ჩვენ დაჩვეულნი ვართ სპორტული ნიჭი სხეულის შესაძლებლობებს დავუკავშორით, თუმცა... არის მაგალითები, როდესაც გრძელ დისტა-ნციაზე ცურვაში რეკორდსმენი გახდა სპორტსმენი... მოკვეთილი კი-დურებით. ბუნებრივი დეფექტების მქონე ადამიანებიც აღწევენ ხო-ლმე მაღალ შედეგებს. ამდენად, სპორტული ნიჭი, ტალანტი ხშირ შე-მთხვევაში გულისხმობს გადალახო ბუნებრივი ფიზიკური კონსტი-ტუცია, დაძლიო სხეულის შეზღუდულობა. სპორტში რომ რაიმეს მიაღწიო ძლიერი ნებაა საჭირო, ხოლო ნება, მისთვის მიმართულების მიცემა ადამიანის თავისუფლების გამოხატულებაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სულიერი სფეროა.

   იბადება სხვა შეკითხვაც: „საით მიმართავს ადამიანი თავისუფალ ნე-ბას? ახდენს კი მის ღირსეულ რეალიზებას? ძველად სპორტული შეჯიბრი ნიშნავდა მზადებას საომარი საქმიანობისთვის - ამგვარად ამოწმებდნენ ადამიანებს სამშობლოს დაცვის საქმეში. მოემარი, პირ-ველყოვლისა, სულიერად ემზადებოდა. ჭეშმარიტი მებრძოლი სულ-ით მებრძოლია, რომელიც თავს სწირავს მოყვასისათვის. დღეს სპო-რტი, სპორტსმენი ჩაკეტილია საკუთარ თავში. შედეგის მიღწევა გახდა აზრიც და მიზანიც სპორტსმენისა. ცნობილი სპორტსმენი ხომ გარან-ტირებულ შემოსავლებსა და ყურადღების ცენტრში ყოფნას ნიშნავს. ისინი ნამდვილი შოუმენები ხდებიან. მაგალითად, ცნობილი ფეხ-ბურთელი ბექჰემი, ამავე დროს პოპულარული პოზიორია და ა.შ.

  აქვე უნდა უთქვას ტოტალიზატორის შესახებ, რომელმაც ფაქტობ-რივად აზრი დაუკარგა ჭეშმარიტ პაექრობას. ცნობილმა ფეხბურთე-ლმა მარადონამ 2014 წ. მს. ჩემპიონატზე განაცხადა: „მოაშორეთ ფეხ-ბურთს ტოტალიზატორი და თქვენ ნამდვილ ფეხბურთს იხილავთო".

   მაგრამ, ვფიქრობთ, ყველაზე სავალალო ამ დარგში გახლავთ დოპი-ნგის საკითხი. მიჩნეულია, რომ სპორტი ჯანმრთელობაა, მაგრამ რეა-ლურად ორმოცი წლის ადამიანს უკვე დანგრეული აქვს ჯანმრთელო-ბა.

   მსოფლიო მნიშვნელობის კალათბურთელი ლუბოდრაგ სიმონოვიჩი თავის წიგნში „ოლიმპიზმი და ახალი მსოფლიო წესრიგი" ფარდას ხდის დიდი სპორტის საიდუმლო მექანიზმს. კერძოდ, იგი დაწვრი-ლებით აღწერს სპორტულ ცხოვრებაში დამკვიდრებულ დოპინგურ სისტემას: მასტიმულირებელი პრეპარატებისა და ჰორმონების მიღება ლამის ჩვეულებრივი პრაქტიკაა ვარჯიშის დროს. დიდ სპორტსმენს მრავალი ექიმი - სპეციალისტი ადევნებს თვალს. ესა თუ ის წამალი ყოველი მათგანის მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იქნეს მიღებული.

   დოპინგ - კონტროლი გაძლიერდა, მაგრამ სპორტსმენები გარკვე-ული პერიოდი მაინც იღებენ მას. დოპინგ - შემოწმების წინ წყვეტენ მის მიღებას და შედეგად სისხლში აღარ ჩანს მისი კვალი.

   ოლიმპიური, მსოფლიო ჩემპიონების და ცნობილი ბენ ჯონსონის მწვრთნელი ჩარლი ფრენსისი ამბობს: „მათ გაანადგურეს სპორტის განვითარების ისტორიული ორბიტა, მისი შედეგები ორმოცდაათი წლის წინაა დაგეგმილი.

   ისინი არასდროს გამოუჭერიათ დოპინგში, მაგრამ პრესა ხშირად ახმაურებდა ჰორმონებისა და სხვადასხვა პრეპარატების მიღების ფა-ქტებს. ერთი ექიმის თქმით, „ელიტარული სპორტი ექიმებზე დგას. კიდევ უფრო საშინელი ფაქტი: თურმე ფეხმძიმე ქალში იმატებს ჰორმონების რიცხვი, კერძოდ, პროგესტერონის. ზოგიერთი სპორტს-მენი შეჯიბრის წინ სპეციალურად ფეხმძიმდება, შემდეგ კი იკეთებს აბორტს.

   ეს ხომ უკვე სისხლიანი მსხვერპლშეწირვაა, საკუთარი შვილის მკვ-ლელობა იმისთვის, რომ გახდე ჩემპიონი, „ვარსკვლავი"?!

   გეკითხებით: რა შუაშია აქ ნიჭი?

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 


უკან დაბრუნება