მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მუსიკის ანტიქრისტიანული ხასიათი
მუსიკის ანტიქრისტიანული ხასიათი11-12-2014, 00:09 |
მოგეხსენებათ, მუსიკას უაღრესად დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუ-ძლია ადამიანზე. ის ხელოვნების ყველაზე ინტიმური სახეობაა, გან-საკუთრებულად ახლოსაა ადამიანის ემოციურ სამყაროსთან. წმიდა მამები და ეკლესიის მასწავლებლები ადგენდნენ საეკლესიო გალობათა კანონებს. მათ შექმნეს მუსიკალური სამყარო - ღვთის-მსახურების დროს იყენებდნენ და იყენებენ მუსიკას. საომარ მოქმე-დებათა დაწყების წინ მეომრებს საბრძოლო განწყობა რომ დაუფლე-ბოდათ, ისმოდა მუსიკა. ერთი სიტყვით, მუსიკას შეუძლია დადები-თად და უარყოფითადაც იმოქმედოს ადამიანის ცნობიერებაზე. მას თავისი ენა გააჩნია. წარმართული ზეიმებისა და ვაკხანალიების დროს ადამიანი გაბრუებული იყო არა მხოლოდ ღვინით, არამედ ექსტა-ზირებული მუსიკით. წარმართი ქურუმების რიტუალური ორგიები შესაბამისი მუსიკისა და ცეკვის თანხლებით მიმდინარეობდა. ამ დროსაც დემონურ ხილ-ვებამდეც კი მიდიოდა ადამიანი. პლატონი თავის ნაშრომში „კანო-ნები", წერდა, რომ მუსიკას შეუძლია სახელმწიფოს განადგურება. დღეს წარმართული ორგიების მემკვიდრედ როკ - მუსიკა გვევლინება. ანტიქრისტიანული სული უფრო შლის ასპარეზს. ფაქტობრივად ცხოვრების ყოველი სფერო ამ საშინელი სულისკვეთებითაა გამსჭვა-ლული. ყველაფერი მთავარი მტრის - ქრისტიანობის წინააღმდეგაა მიმართული. ხელოვნებაში ეს სული განსაკუთრებული სახით ვლი-ნდება თანამედროვე როკ - პოპ - ჯაზ - რეპ და სხვა მუსიკაში. მაგრამ ეს გამოვლენა მხოლოდ ხელოვნების სფეროთი როდი შემოიფარგლება - ახალგაზრდობის ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს. როკ - კულ-ტურა ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხედვით ქამელეონივით იცვლება და ახალ - ახალ სტილებს ქმნის. თვით „როკენ - როლის" წარმოშობა დასავლეთში „ახალგაზრდობის" „სექსუალურ რევოლუციად" აღიქმებოდა. ეს დამანგრეველი „კულტუ-რა" პირდაპირ ჯოჯოხეთისაკენ ისტუმრებს ახალგაზრდობას. მისი გზა მოფენილია ყველაზე საძაგელი, საშინელი, მომაკვდინებელი ცო-დვებით: სიძვა (ათასგვარი უკუღმართი გამოვლინებით), ნარკომანია (საზარელი შედეგებით და გადამეტებული დოზის შემთხვევაში სიკვ-დილით), ძალადობით და ა.შ. არაფერს ვამბობთ ღვთის სრულიად თავაშვებულ გმობაზე, რომე-ლიც ხშირად ისმის როკ - სიმღერების ტექსტებში და როკმომღერა-ლთა სიტყვიერ გამოსვლებში. ამის პარალელურად ხშირია უფალ იესო ქრისტეს ხსენება, ჯვრის ან მაცხოვრის გამოსახულებების ჩვე-ნება, რაც კიდევ უფრო მეტად უნდა სტკენდეს გულს ნამდვილ ქრისტიანს - ეს ყველაფერი სიწმინდის აბუჩად აგდებაა და მეტი არაფერი. ზოგიერთი საუბრობს კარგ და ცუდ როკზე. ეს იგივეა მაგიაზე თქვა შავი ცუდია, ხოლო თეთრი მაგია კარგიაო. ერთიც და მეორეც ემ-სახურება ეშმაკს. გვეუბნებიან, რომ ზოგიერთი როკ - ჯგუფი მღერის ქრისტეს შესახებ. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ათეისტის მიერ ქრისტეს უარყოფა ნაკლები ცოდვაა, ვიდრე როკის მოყვარულთა მიერ ქრისტეს სუპერვარსკვლავად წარმოჩენა. ათეისტებმაც კი ვერ მოახერხეს ქრისტეს პროფანაცია, სამაგიეროდ ამას აკეთებენ ე.წ. „ქრისტიანული როკის" წარმომადგენლები. დღეს ზოგიერთი სასულიერო პირი, მეტწილად რუსეთის ეკლესი-ისა, ცდილობს როკის გაეკლესიურებას, რათა მასთან ერთად გააეკ-ლესიუროს როკის მოყვარულები. ეს შემართება როკმენების ხარჯზე მრევლის არითმეტიკული გამრავლების სურვილი, მართლმადიდებე-ლი ეკლესიის სეკულარიზაციით (გაამსოფლიურებით), ცუდად შემო-გვიბრუნდება. ასე მოხდა პროტესტანტულ და კათოლიკურ ეკლესი-ებში. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გვაოცებდა იქ ჯაზ, როკ კონცერტების გამართვა. ასეთი რამ თურმე შესაძლოა მართლმადიდებელ ეკლესი-აშიც მოხდეს. ზოგიერთი იტყვის: მრავალი წელია ვუსმენ როკს, მაგრამ ამის გამო არანაირად არ დავზიანებულვარ. ადამიანი მაშინ განიცდის ზიანს, როცა კარგავს მადლს, ხოლო შეჩვეული ცოდვა, როგორც წესი, აღარ აწუხებს სინდისს. როკ - მუსიკის სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღვთის მგმობი გამონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც. საბოლოოდ რომ გარყვნან ახალგაზრდობის გონება, რაც შეიძლება მეტად რომ გაავ-რცელონ დემონური გავლენა, სიმღერების ჩანაწერებში ჩადებულია ე.წ. „ქვეცნობიერი ინფორმაცია". ესაა საზარელი სიტყვები, მოწოდე-ბები, წყევლა, რაც ჩანაწერის უკუღმა მოსმენისას კარგად ისმის. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ქვეცნობიერი ფენა იჭერს ამ ფრაზას მა-შინაც კი, როდესაც სიმღერა მსმენელისათვის უცნობ ენაზეა დაწერი-ლი. როკ - მუსიკაში ჩადებული ქვეცნობიერი ინფორმაციები შემდეგი ხასიათისაა: ა) სექსუალური გაუკუღმართების ყველანაირი ფორმის წამქეზებე-ლი; ბ) არსებული წესრიგის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ მოწოდება; გ) თვითმკვლელობის ჩაგონება; დ) მკვლელობისა და ძალადობისაკენ მოხმობა; ე) სატანის მსახურება. განვიხილოთ ეს ფაქტი სხვადასხვა მაგალითებით: 1) ა) ცნობილია, რომ თანამედროვე როკ - მუსიკა გაჯერებულია ქორ-წინების გარეშე კავშირის, მეუღლეობრივი ღალატის, სადიზმის, მაზო-ხიზმის, ჰომოსექსუალიზმის, გაუპატიურებისა და ნეკროფილიის, გი-ნების ელემენტებით. უამრავ როკ - ჯგუფს კაცის ან ქალის სასქესო ორგანოს სახელი ჰქვია. მსგავსი „დისკო - მუსიკა" ნიუ - იორკში გაჩნდა 1973 წ. ჰომოსექ-სუალთა შორის. 2) ბ) ცნობილია, რომ როკ - მუსიკა გამოჩენისთანავე მეამბოხური სუ-ლისკვეთებისა იყო. იგი თავიდანვე ამხედრებდა ადამიანს მშობლე-ბისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ახლა კი ზოგიერთი როკ - ჯგუფი ღიად მოუწოდებს ტრადიციული ქრისტიანული პრინციპების უარყო-ფისაკენ. ალ მენკონი (როკ - მუსიკოსი) ამტკიცებს: ქრისტიანი ახალგაზრდო-ბის უმეტესობა, მუსიკის ერთგული უფროა, ვიდრე ქრისტესი. თა-ნამედროვე თაობა უბრალოდ კი არ უსმენს მუსიკას, ის ღრმად განიცდის მას. მუსიკა მათი ცხოვრების ნაწილია. მიკ ჯაგერი, „როლინგ სტოუნზ" - ის მომღერალი ამბობს: „არ არსე-ბობს უვნებელი, ოჯახზე ორიენტირებული როკის სიმღერა". ეს მომ-ღერალი თავის თავს „ხორცშესხმულ ლუციფერს" უწოდებდა. 3) თვითმკვლელობის ჩაგონება. მაგალითად, სიმღერაში „Suicide’s alternative” ნათქვამია: „მე მომბე-ზრდა სიცოცხლე - ის აუტანელია... მე მეზიზღება საკუთარი თავი - დროა სიკვდილისა. „ნეშენელ ასოციეშენმა" Nacional Association გამოკვლევის თანახმად 6000 ახალგაზრდის თვითმკვლელობა გამოწვეულია ნიჰილისტური და ფატალისტური მუსიკის ზეგავლენით. როკი სტიმულს აძლევს ნარკოტიკების მოხმარებას. ე.წ. „უშნო როკი" - აღაგზნებს ძალადობასთან, მკვლელობასთან, ჯან-ყთან დაკავშირებულ ინსტიქტებს. „პანკ - როკი" - მისი მიზანი და ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორიას კოლექტიური ძალადობის, სისტემატიური დანაშა-ულებებისაკენ მოუწოდოს. აღსანიშნავია, რომ როკ - ჯგუფების უმრავლესობა ამა თუ იმ ლუ-ციფერულ რელიგიას აღიარებს. ყოველი ახალი ალბომი ტაძრის ქუ-რუმის მოჯადოების შემდეგ ვრცელდება. „სატანურ როკს" საფუძველი „ბიტლსებმა" ჩაუყარეს. როდესაც 1968 წ. „ეშმაკის თეთრი ალბომი" გამოუშვეს. ჯონ ლენონმა ამ ალბომის საჯარო შესრულებისას თქვა: „ქრისტი-ანობა გადაშენდება - იგი, დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მა-რთალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი - როკიენ-როლი თუ ქრისტიანობა". ელის კუპერმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშე-კრულება და ამ ამბავმა მას დიდი აღიარება მოუტანა. ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასოდეს დაუწერია და უმღერია ის-ეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწე-რილი. ლედ ზეპელინის ჯგუფი მღერის „მე უნდა ვიცხოვრო სატანისათ-ვის". აქვე აღვნიშნოთ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავრცელებული ე.წ. „ბლა-ტნიო" სიმღერები, რომელიც კრიმინალურ სულს ანვითარებდა მოზა-რდებში. ყოველივე ამის შემდეგ ვიტყვით: მშობლებმა არ უნდა დატოვონ უყურადღებოდ თავიანთი შვილები. ადამიანის ფასეულობათა სისტემა ხომ ახალგაზრდობისა და სიყრმის წლებში ყალიბდება. სწორედ ამ დროს უნდა მოვასმენინოთ შვილებს მშვიდი, სულიერი, კლასიკური მუსიკა, გალობა, ხალხური მელოდი-ები, პატრიოტული განწყობის სიმღერები. თანამედროვე მძაფრი მუსიკის პრობლემა გვიჩვენებს თანამედროვე საზოგადოების გაცილებით ღრმა სენს - ადამიანები, ახალგაზრდები ვერ ხედავენ ცხოვრების ამაღლებულ ორიენტირებს, არ სჯერათ უფ-როსი თაობის. ამ მუსიკით გამოხატავენ ისინი პროტესტს მშობლების მიმართ, რომელთა რწმენაც დაკარგეს. გამოსავალი ერთია: ვიცხოვროთ ქრისტიანულად. ყალბი, მოჩვენე-ბითი სიამოვნებით არ ჩავანაცვლოთ ჭეშმარიტება.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |