მთავარი > საცდურები, სხვადასხვა > ხელოვნებისა და კულტურის თაყვანისცემის სახეობები
ხელოვნებისა და კულტურის თაყვანისცემის სახეობები10-12-2014, 06:47 |
კერპთაყვანისმცემლობის უდახვეწილესი სახე უმაღლესი კლასის კე-რპად რომ შეიძლება მივიჩნიოთ, გახლავთ ხელოვნებასა და მეცნიე-რებაში იმ უმაღლესი ფასეულობის ძიება, რაც მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს ეკუთვნის. ამ ფასეულობის თაყვანისცემა ერთი შეხედვით ისე უხეშად არ ჟღერს როგორც სხვა კერპების თაყვანისცემისას. თანამედოვე საზოგადოებაში ზნეობრივი იდეალები იმდენად გახუ-ნდა, რომ ამ კერპებისადმი მიძღვნილი ცხოვრება ლამის უმაღლეს სრულყოფილებად და სათნოებად მიიჩნიონ. (რა თქმა უნდა, ვგული-სხმობთ ამ საგნებისადმი დამახინჯებულ დამოკიდებულებას, ჭეშმა-რიტი ხელოვნება და მეცნიერება კი ყოველთვის იყო და იქნება ღვთის სამსახურში). მეცნიერებისა და ხელოვნების კორიფეები ჩვენში უთუოდ უფრო ფა-სდებიან, ვიდრე მოკრძალებული ქრისტიანი მოღვაწეები. ამ კატეგო-რიის კერპების მსახურებაში არის ეკლესიისთვის დამახასიათებელი ელემენტები. ჭეშმარიტების, სიკეთისა და სილამაზისაკენ ლტოლვა სწორედ ამიტომ ეჩვენება ადამიანს. ისინი ესოდენ აღმატებულად. მაგრამ, ჯერ ერთი, ჭეშმარიტების კრიტერიუმები აქ დაქსაქსულია. ვინაიდან მეცნიერება ჭეშმარიტების გამოხატვას გონების მეშვეობით ცდილობს, ხელოვნება და კულტურა – მგრძნობელობით ა.შ. ამიტომ აქ არ ხდება მათი შერწყმა ერთიან საოცარ სიმფონიად, რო-მელსაც ძალუძს ადამიანის სრული დაკმაყოფილება. ამას აკეთებს ეკლესია. კიდევ ერთი მომენტი: პიროვნული ცოცხალი ღმერთი თავისი ჭეშ-მარიტებით, სიკეთითა თუ სხვა სათნოებებით, აქ ჩანაცვლებულია განყენებული უსულო შეხედულებებით, სუროგატებით... მათ კი, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ მისცენ ადამიანს ისეთი წმიდა და ამაღ-ლებული განწყობა, როგორიც შეუძლია ეკლესიას. მეცნიერებისა და ხელოვნების თაყვანისცემა განსაკუთრებული ფო-რმის კერპთაყვანისცემაა. ადამიანი აქ ეთაყვანება საკუთარ გამოგო-ნებას, თავისი გონებისა და გულის ქმნილებას. ამიტომ აქ არ შეიძლება არსებობდეს უმაღლესი სრულყოფილება. ნებისმიერ, გნებავთ მეცნიე-რების ყველაზე ფანატიკურად მოთაყვანე ადამიანში არის სკეპტიც-იზმის ნასახი, მის გონებას ღრნის ეჭვი: იქნებ აქ არ არის ჭეშმარიტება? სავსებით შესაძლებელია შეცდომაც და სიცრუეც. ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანის მიერაა შექმნილი, ადამიანს კი ახასიათებს შეცდომები. თანამედროვე სამყაროში მეცნიერებას, კულტურასა თუ ხელოვნებას განსაკუთრებული სიფრთხილითაა და ყურადღებით უნდა მოვეკი-დოთ. დღეს ეს ცნებები დიდი სპეკულაციის საგანი გახდა. მავანი ცდილობს გააზავოს სიყალბე ჭეშმარიტებასთან და ამის შედეგად მთლიანად გაანადგუროს უმაღლესი ფასეულობა – ჭეშმარიტება. ამიტომ, მოდით ცალ–ცალკე განვიხილოთ ამ დარგების თანამედ-როვე ხასიათი. ხელოვნების სხვადასხვა სახის გამოვლინებანი მუსიკაში, ლიტერა-ტურაში, არქიტექტურასა თუ მხატვრობაში სიღრმისეულად უნდა იქნეს განხილული. საქმე ისაა, რომ ხელოვნება და ლიტერატურა ყოველ ეპოქაში გამოიყენებოდა, როგორც იდეოლოგიური იარაღი. „მას შეუძლია ხელი შეუწყოს მის მიღმა შექმნილ ფასეულობათა გადაცემას, კონსტრუირებას და იერარქიზაციას". ამ დარგებზე დიდადაა დამოკიდებული საზოგადოების ცნობიერ-ების სახეცვლილება. ჭეშმარიტი ხელოვნების გამოყენების შემთხვევა-ში ჭეშმარიტებისადმი ლტოლვაში გვეხმარება, ანტიხელოვნების გათ-ავისებით კი ადამიანი ანტიქრისტიანული მსოფლხედვის მატარებე-ლი ხდება. ჭეშმარიტი ხელოვნება შერწყმულია ადამიანის არსებასთან. წმ. გრი-გოლ ნოსელი ამბობს, რომ მუსიკა „თანხმობაშია ჩვენს ბუნებასთან".1 იგივე შეიძლება ითქვას ხელოვნების სხვა დარგებზეც. ხელოვნების უმაღლესი მიზანი, ამბობს ხელოვნებათმცოდნე მორა-ლისტი დ. რესკინი, „ადამიანის ზნეობრივი მდგომარეობის ამაღლე-ბაში მდგომარეობს". ჭეშმარიტებასთან, გონიერებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ხელო-ვნება და კულტურა უძველესი დროიდან იწოდება „ხალხის მასწავ-ლებელად" (მარტენსენი). ის პირდაპირ არ გვასწავლის, მაგრამ მხატ-ვრული ფორმების მეშვეობით გვიჩვენებს ჭეშმარიტებას. ის, როგორც ხილული აღქმის საგანი, გაცილებით უფრო იოლად აღწევს სულში, ვიდრე მეცნიერება. მთავარეპისკოპოს ამბროსი ხარკოველის თქმით, „ხელოვნება – მშვი-ნვიერი მოღვაწეობის საგანია. ის სილამაზისა და მშვენიერების ესთე-ტიკური აღქმით იზიდავს ადამიანს ჭეშმარიტებისაკენ. მაცხოვრის სიტყვისამებრ, მხოლოდ ჭეშმარიტებას ძალუძს გაათავისუფლოს კაც-ობრიობა ცდომილებისა და ნაკლოვანებებისაგან. ხელოვნებით შთაგონების რელიგიურ ხასიათზე მრავალი მოაზრო-ვნე საუბრობს. მაგალითად, პროფ. ბ. ამფითიტროვი ამბობს: „განსა-კუთრებული საიდუმლო მიზეზის გარეშე ვერ ავხსნით იდეალების გაჩენას ხელოვანის სულში. მას ამ დროს უმაღლესი ღვთაებრივი ძალა შთააგონებს".2 რელიგიისა და ხელოვნების კავშირს ადასტურებს ის გარემოება, რომ სულიერ დეგრადაციას, დაცემას, როგორც წესი, ხელოვნების დაცემა და დამახინჯება მოჰყვება ხოლმე. მკაფიოდ ვხედავთ ამას ჩვენ დრო-ში. ერთმანეთისაგან, რასაკვირველია უნდა გაიმიჯნოს ჭეშმარიტი და ცრუ ფასეულობა. ქრისტიანობამ, რა თქმა უნდა იცის ჭეშმარიტი ხელოვნების, კულ-ტურისა და სილამაზის ფასი. ჭეშმარიტი ხელოვნება ზნეობრივია იმიტომ, რომ ღმერთი, რომლისგანაც იქმნება ხელოვნების ნიმუში, არა მარტო აბსოლუტური სილამაზე, არამედ აბსოლუტური სათნოებაა. ამდენად, უზნეო ხელოვნება არ შეიძლება ჭეშმარიტ ხელოვნებად იწოდებოდეს. საქმე ისაა, რომ ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკური განცდები, თუ ის არ ექვემდებარება მყარ, ჭეშმარიტ ორიენტირებს, ადუნებს და ასუსტებს ადამიანის სულს; სერიოზული შრომისა და ღვაწლისთვის გამოუსადეგარსა ხდის მას. შედეგად, ვერც სათნოებებს ვერ აღვასრულებთ. ყველაზე საშიში, მორალისტების აზრით, არის ის, რაც შეიძლება გამოიწვიოს სილამაზისკენ უზომო ლტოლვამ, გა-დაჭარბებულმა ესთეტიზმმა. ამ დროს ადამიანი ეჩვევა მოვლენების არა შინაგანი შინაარსის მიხედვით, არამედ გარეგნული სახითა და ფორმით შეფასებას. ვნება, ცოდვა სწორედ გარეგნულად შენიღბული სილამაზითა და მშვენიერებით აცდუნებს ადამიანს. ხოლო გარეგნობით ერთი შეხე-დვით არმოსაწონი სათნოება მას შეუმჩნეველი რჩება. ესთეტიკური განათლება თავისთავად არ გვანიჭებს ჩვენ ზნეობრივ ძალას. ეს შესაძლოა წინააღმდეგობაშიც აღმოჩნდეს სათნოებასთან. პლატონიკოსების მსგავსად, ჩვენ ვერ დავეყრდნობით ესთეტიკურ განათლებას იმ იმედით, რომ სილამაზის ხილვით თავად ადამიანიც უკეთესი გახდება. გამოცდილება ცხადყოფს: ადამიანი თუმცა ხედავს სილამაზეს, უყვარს ის, მაგრამ თავად თავის წარმოებებზე თუ შემო-ქმედებაზე ზნეობრივად უფრო დაცემული გახლავთ. თუ ხელოვნება მჭიდრო კავშირშია მგრძნობელობასთან, შედეგად ეს უკანასკნელი ადამიანის სულს უნდა ექვემდებარებოდეს. სიწმინდე და პატიოსნება აუცილებელი მოთხოვნაა, რითაც უნდა იყოს გამს-ჭვალული ხელოვნება და კულტურა. ცხადია, ქრისტიანი უნდა ანსხვავებდეს ერთმანეთისაგან ჭეშმარიტ ხელოვნებას მისი პაროდიისა და კარიკატურისაგან. ხელოვნების ნიმუშის ზუსტი შეფასება, რა თქმა უნდა, არ არის ყველასათვის მი-საწვდომი, მაგრამ ჭეშმარიტი სილამაზე ყალბისაგან სულის მოძრაო-ბის შედეგად უნდა განასხვაოს ადამიანმა. თანამედროვე კულტურასა და ხელოვნებას განსაკუთრებული სიფ-რთხილითა და ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. დღეს, ისე როგორც არასდროს, ეს ცნებები, სპეკულაციის საგანი გახდა. ვინც ყველაფერს თავისი სახელი უწოდა მან პროგრესის ნაცვლად რეგრესი შენიშნა. თუმცა მათ დღეს „უვიცებს", „ველურებს", „ჩამორჩენილებს" და ა.შ. უწოდებდნენ. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) შენიშნავს: „თანამედროვე ხე-ლოვანი ქრისტიანულ იდეებს რომ ატარებდეს, ამისთვის თავად უნდა იყოს ქრისტიანი. მაგრამ განა ხელოვნების ბევრი წარმომადგენელი ცხოვრობს ეკლესიურად? თითქმის არავინ, მხოლოდ ერთეულები. ერის კულტურა მისთვის დამახასიათებელი ისტორიული ტრადი-ციებია. შემონახულია კი დღეს ეს ტრადიციები ვით სასიცოცხლო ძალა და არა როგორც ბუტაფორია?!... აშკარაა, რომ ტრადიციები ინ-გრევა. რითია სავსე დღეს წიგნის მაღაზიების თაროები, ვიტრინები, რას წარმოადგენს სატელევიზიო პროგრამები და კინოფილმები? რა არის ის, რაც დღეს თანამედროვე კულტურას აყალიბებს? ჩვენს წინა-შე ერთმანეთს ცვლიან მკვლელობების, ძალადობის, გარყვნილების სურათები. კლასიკური ლიტერატურაც კი, რომელიც თავისთავად არც რელიგიურია და არც ქრისტიანული, თითქმის არ გამოიცემა. მასზე მოთხოვნა აღარ არსებობს. ის საზოგადოებისთვის უინტერესო გახდა. ქუჩებში მოწყობილ სტენდებსა და კიოსკებში ისეთი სურათები და ფოტოების გამოფენილი, ადრე რომ მხოლოდ ჩუმად უჩვენებდნენ მყიდველს. ახლა ყოველივე ეს ჩვენი ქალაქების მოკაზმულობად იქცა. თანამედროვე მუსიკა თავისი რიტმებით მასობრივ ფსიქოზსა და ის-ტერიას იწვევს. მასშიც ძალადობის, გარყვნილების ნაირსახეობების სული ტრიალებს. ეს არის კულტურა თუ ანტიკულტურა? ჩვენ, ქრის-ტიანები, თუნდაც ობსკურანტიზმი დაგვწამონ, ამგვარი კულტურისა და ხელოვნების წინააღმდეგნი ვიქნებით. კულტურა გულისხმობს ადამიანთა ურთიერთობის სიმბოლურ ენას, პიროვნების პატივისცე-მაზე დაფუძნებულს. ახლა ეს ურთიერთობა სხვა ფუნდამენტებს ემ-ყარება: ფული, სარგებელი, ცხოვრების საზომი სიმდიდრე და გარ-ყვნილება ხდება. თანამედროვე ფსევდოხელოვნება თავისი ნაირსახეობებით არის თა-ნაგრძნობა იმ პერსონაჟებისა, რომლებსაც გვთავაზობენ. რა პერსონა-ჟები იქმნება დღეს? კაცი კაცს არ ჰგავს, ქალი – ქალს. ავიღოთ თანა-მედროვე ლიტერატურა თუ კინოსერიალები. ის გრძნობები და ვნებები, რომლებიც უხვად მოედინება ტელესი-ვრციდან, მსჭვალავენ ადამიანის გულსა და გონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მონაწილე ვხდებით ამ ცოდვებისა. ქრისტიანობის ნათელმა გვიჩვენა წარმართული მშვენიერების სიმა-ხინჯე. დღეს მოგვიწოდებენ აღფრთოვანდეთ გარყვნილების პროპაგა-ნდით, პირდაპირ ვთქვათ – დემონიზმის ქადაგებით. თანამედროვე ფსევდოხელოვნება გამოსავალს არ უტოვებს ადამიანს: ან ადამიანის რელიგიური გრძნობა უნდა დაჩლუნგდეს, ანდა მან ზიზღით უნდა აქციოს ზურგი ამ უმსგავსობას. რას უწყობს ხელს ეს კულტურა: იმას რომ ღმერთი იყოს ადამიანის ცხოვრების საბოლოო მიზანი და მთავარი შინაარსი, თუ იმას, რომ ეს სოფელი თავისი ვნებებით შეიჭრას კაცის სულში და აავსოს ის?... ჩვენ არ ვართ კულტურის წინააღმდეგნი, მაგრამ დაბეჯითებით მო-ვითხოვთ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი და ფსევდოკულ-ტურა. გვეუბნებიან, რომ დღევანდელი ადამიანი არ უნდა დაშორდეს თანა-მედროვე კულტურას, რომ ასეთი თვითშეზღუდვა მას ნაკლულოვანს გახდის, თუნდაც როგორც ქრისტიანს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რას გვთავაზობენ დღეს კულტურის ყველაზე პოპულარული ნაწარ-მოებები? რას კითხულობს, რას უყურებს, რას აკეთებს თანამედროვე ადამიანი? საკმარისია გადავხედოთ თუმდაც ერთი დღის სატელე-ვიზიო გადაცემათა პროგრამას, ანდა წიგნის ნებისმიერ მაღაზიაში შევიდეთ. რას ვნახავთ, რას მოვისმენთ, რა გველის იქ? აღარ არსებობს ელემენტარული პატივისცემა ადამიანებისადმი. ყველგან გაშიშვლე-ბული სხეულებისა და ეშმაკეულობების გამოვლინებებს ვხვდებით. და მათ შორის, როგორც დაცინვას, როგორც შეურაცხყოფილ სიწ-მინდეს, ვამჩნევთ წმ. წერილის წიგნებს. ეს კიდევ უფრო მეტი უკუ-ლტურობისა და ცოდვის მანიშნებელია. რატომ არავინ იღებს ხმას და არ ეწინააღმდეგება ამ უმსგავსობის პროპაგანდას? უნდა გვახსოვდეს საინტერესო ისტორიული ფაქტი: ქართულ კულ-ტურას მისი გაქრისტიანებიდან XI საუკუნემდე პრაქტიკულად არ გააჩნია საერო ხასიათის თხზულებები. არქიტექტურული ნიმუშები მთლიანად ქრისტიანულ საფუძველზე ვითარდებოდა. ნუთუ ადამი-ანები მაშინ ნაკლებად კულტურულები იყვნენ? (ჰაგიოგრაფია, ეკლე-სია – მონასტრები, ციხე – სიმაგრეები...). შემდეგ სულიერი დონის დაცემამ, ინტერესების სხვა მხარეს გადა-ხრამ და ზნეობრივი ორიენტაციის შეცვლამ სხვა მოთხოვნები წარ-მოშვა. მათ ჰპოვეს კიდეც ასახვა თანამედროვე კულტურაში – ხელ-ოვნებაში, მუსიკასა და ლიტერატურაში. თუ გვსურს ჭეშმარიტი კულტურისა და ხელოვნების თანაზიარი გა-ვხდეთ და ჩვენი შვილებიც ამგვარად გაიზარდონ, მივმართოთ ხე-ლოვნების კლასიკურ ნიმუშებს. ხალხური თუ კლასიკური მუსიკის ნიმუშები, შესანიშნავად აყალიბებენ ადამიანის გემოვნებას. იგივე ით-ქმის ლიტერატურის კლასიკოსებზე, ხელოვნებაში ქრისტიანული არ-ქიტექტურის, ფერწერის, ხეზე კვეთის, ქარგვის, რეწვის, ქსოვის, კე-რამიკის, ტიხრული მინანქრის ნიმუშებზე. დღეს უკვე მრავალი ასეთი დარგი აღორძინდა. საზოგადოების ერთი ნაწილი ცდილობს ტრადი-ციული კულტურის პრაქტიკაში გამოყენებას. მაგრამ ეს არ არის სა-კმარისი. ფსევდოკულტურის ზეწოლა გაცილებით უფრო ძლიერია. დროა მოვეგოთ გონს. დავუბრუნდეთ ჩვენს ტრადიციებს, რათა ჭეშ-მარიტება ფსევდოხელოვნებით არ ჩავანაცვლოთ.
1Св. Григорий Нисский. Творение. Т. II. М. 2001. 2Преодоление распада. Вл. Семенко. М. 2013. გვ. 165.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |