მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ისტორიული გეზის მაუწყებელი „იზმები“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ისტორიული გეზის მაუწყებელი „იზმები“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


21-04-2020, 00:03

ისტორიული გეზის მაუწყებელი „იზმები“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

  იდეოლოგიური „იზმების" თანმიმდევრულ განხილვას მივყავართ ლოგიკურ დასკვნამდე: ცდილობენ შექმნან კიდევ ერთი კვაზირელიგია, რომლის „ღმერთი" ადამიანის ინტელექტი, დაბოლოს თავად ადამიანი იქნება.

   აღნიშნული „იზმების" გათავისებით ადამიანი მიდის დასკვნამდე, რომ გაღმერთებულ გონებას შეუძლია ნათელი მოჰფინოს ამ სამყაროს, თავად ღმერთის ცნებას, სულიერებას. აშკარაა ლოგის გაღმერთების სურვილი. ერთინ სიტყვით, სურთ თავიანთი გაკერპებული გონება ზეცამდე აღმართონ, ვით ბაბილონის გოდოლის მშენებლებმა სცადეს თავის დროზე. მსგავსი მცდელობა ყოველთვის „გაღმერთებული" ადამიანის მარცხით სრულდებოდა, ვინაიდან ღვთაებრივ ნიადაგს მოკლებული იდეა, თეზა თუ მსოფლხედვა ინგრევა, ვით ქვიშაზე აგებული შენობა. შედეგად - კაცობრიობის უმრავლესობა საუკუნეების მანძილზე მსხვერპლია ამ იდეოლოგიური კერპისა.

   მსგავსმა იდეოლოგიურმა ტენდენციებმა შექმნა უამრავი ყალბი და ანტიქრისტიანული სულიერი ტიპი: ერთი მხრივ ეს არის უკიდურესად დამცირებული და შეურაცხმყოფელი საზოგადოება თავისი ჭეშმარიტი ღმერთით; მეორე მხრივ - იჩეკება ზეადამიანის ტიპი, სოციალური მესია, გმირები, სუპერმენები, კაცობრიობის მსხნელები, რომლებმაც საკუთარი თავის გაღმერთებით უგულებელყვეს ღმერთი.

   სწორედ ამგვარი, სულიერი ტიპაჟის ჩამოყალიბებით იქმნება ადამიანის გარკვეული ანთროპოლოგიური ტიპი, დამახასიათებელი კულტურითა ცივილიზაციით.

   ამ ორი ცივილიზაციისა და კულტურის განვითარებისა და ბრძოლის შედეგად გასაგები ხდება, საით მიექანება კაცობრიობა, რა ელის მას მომავალში.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 



უკან დაბრუნება