მთავარი > რელიგიური ცდომილებანი > წმიდა წერილი კერპთაყვანისცემის შესახებ

წმიდა წერილი კერპთაყვანისცემის შესახებ


2-12-2014, 00:03

წმიდა წერილი კერპთაყვანისცემის შესახებ

 

ძველი აღთქმა კრძალავს კერპთაყვანისცემას

 

   1. მესამე მცნება: „არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი - იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკ-ითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში". (გამოსვლა. 20.4-5)

 

 

კერპთაყვანისმეცემელი ჩაქოლვით ისჯებოდა

 

   „თუ აღმოჩნდა შენს წიაღში, შენს ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, კაცი ან ქალი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს უფლის თვალში, დაარღვევს თავის აღთქმას, წავა და შე-უდგება უცხო ღმერთების სამსახურს და თაყვანსცემს მათ: მზეს ან მთვარეს ან ცის მხედრობას, რაც ავკრძალე, მოგივა ამბავი, მოისმენ, კარგად გამოიკვლევ და აჰა, თუ სრული სიმართლე გამოდგება ყვე-ლაფერი - მომხრადა ეს სისაძაგლე ისრაელში, გაიყვანე ეს კაცი ან ქალი, რომელმაც ჩაიდინა ბოროტი საქმე, შენს კარიბჭესთან, კაცი ან ქალი, და სასიკვდილოთ ჩაქოლე ისინი. ორი მოწმის ან სამი მოწმის ჩვენებით უნდა მოკვდეს. ჯერ მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე, რომ მოკვდეს, მერე კი - მთელი ხალხის ხელი, და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წრიდან".

(მეორე რჯული. 17. 2-7).

 

 

კერპთაყვანისმცემლობისკენ გადაბირება, ცდუნება ასევე სიკვდილით ისჯებოდა

 

   „თუ გაიგებ, რომ ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს საცხოვრებლად, გამოჩნდა უგვანი ხალხი შენი წრიდან და აცდუნებს თავისი ქალაქის მკვიდრთ, ეუბნება: წამო, ვე-მსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდითო, ხოლო შენ გამოიძიე, გაარკვიე, კარგად გამოიკითხე და, აჰა, ყველაფერი სრული სიმართლე გამოდგა: ჩადენილია ასეთი საძაგლობა შენს წიაღში, მა-ხვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მისი საქონელიც მახვილით დახოცე."

(მეორე რჯული. 13. 12-15).

***

   „ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან, რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება, რაიმე ცხოველის გამოსახულება, რაც დედამიწაზეა, რაიმე ფრინველის გამოსახულება, ცაში რაც და-ფრინავს, მიწაში ქვემძრომის გამოსახულება, რაიმე თევზის გამო-სახულება, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.

   რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში."

(მეორე რჯული. 4. 15-19).

***

   „ნუ შეეკვრები ნურც მათ და ნურც მათ ღმერთებს. არ უნდა იმ-კვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემს მიმართ, რადგან თუ ემსახურები მათ ღმერთებს, მახეში გაებმები".

(გამოსვლა. 23. 32-33).

 

 

წმ. დავით მეფსალმუნე ამხელს კერპთაყვანისცემას

 

   „კერპნი წარმართთანი, ოქროისანი და ვერცხლისანი, ქმნულნი ხე-ლთა კაცთანი. პირ ასხენ, და არა იტყვიან, თვალ ასხენ, და არა ხე-დუენ. ყურ ასხენ, და არა ესმის, ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ. ხელ ასხენ, და არა განიხილვენ, ფერხ ასხენ, და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორხითა მათითა. ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი, და ყოველნი რომელნი ესუენ მათ" (ფს. 16, 113).

 

 

კერპთაყვანისცემა ღვთის უარყოფას ნიშნავს

 

   „თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედათ დამესახოს! თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა სულმა! თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული თვარისა იდუმალ მაც-თუნებელი - იყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისთვის! ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყო-ფელი ვიქნებოდი". (იობ. 31. 24-28).

 

 

ესაია წინასწარმეტყველი დასცინის კერპთაყვანისცემას

 

   „კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი ძვირფასეუ-ლობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი. ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან. ვინ გამოსახა ღმერთი და ვინ ჩამოასხა ქანდაკი, არაფრის მაქნისი? აჰა შერცხვებიან მისი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც ადამის მოდგმისანი არიან, შეიკ-რიბონ ყველანი, გამოცხადდნენ, ზარი დაეცეთ და შერცხვნენ ერთი-ანად. რკინითხურო ჭედავს მას და ამუშავებს ნაკვერცხალზე, კვერავს ჩაქუჩით, ამუშავებს მას თავისი მკვლავის ძალით... ამუშავებს ხელე-ჩოთი, ფარგლით შემოხაზავს და შექმნის მისგან კაცის სახესავით, ადამიანის სილამაზესავით, სახლში დასადგმელად...

   დარგავს კედარს და წვიმა გასდის. დასაწვევად იქცევა ადამიანისა-თვის: აიღებს მათგან და თბება; ღუმელსაც ახურებს და პურს აცხობს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს კერპს და განერთხმის მის წინაშე... თაყვანს სცემს და ლოცულობს, ეუბნება: დამიფარე, რა-დგან ღმერთი ხარ ჩემიო."

(ეს. 44. 9-17).

 

 

ეზეკიელ წინასწარმერტყველი ღვთის რისხვას ახსენებს კერპთაყვანისმცემლებს

 

   „გაუდაბურდება თქვენი სამსხვერპლოები და შეიმუსრება თქვენი მზის სვეტები; დავყრი თქვენს დახოცილებს თქვენი კერპის წინ. მი-ვუყრი ისრაელიანთა გვამებს მათსავე კერპებს და თქვენს სამსხვერ-პლოთა ირგვლივ მიმოვფანტავ თქვენს ძვლებს.

   ყველა თქვენს საცხოვრებელში აოხრებული იქნება ქალაქები და გა-უდაბურდება საკერპოები, რადგან უნდა მოოხრდნენ, შეიმუსრონ და მოისპონ თქვენი კერპები". (ეზეკილ. 6. 4-6).

 

 

მიუხედავად შეგონებისა, ისრაელის ხალხი თაყვანს სცემდა კერპებს

 

   „უთხრა უფალმა მოსეს: ძირს ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. მალე გადაუხვიეს გზიდან, რო-მელიც დავუდგინე. ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლე-ბმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს" (გამოსვლა. 32. 7-8).

 

***

   „მაშინ კაცებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ მათი ცოლები უცხო ღმე-რთებს უკმევდნენ, და იქ დიდ ჯგუფად მდგარმა დედროვანმა - მთელმა ხალხმა, ვინც ეგვიპტის ქვეყანაში, ფოთროსში ცხოვრობდა, მიუგეს იერემიას:

   არ ვაპირებთ დავუჯეროთ შენს სიტყვას, რაც უფლის სახელით გვი-თხარი, არამედ ყველაფერს ჩვენი სიტყვისამებრ გავაკეთებთ. კვლავაც ვუკმევთ საკმეველს ცის დედოფალს და საღვრელს დავუღვრით, რო-გორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა... ვძღებოდით პურით, კარგად ვიყავით და უბედურება არ გვინახავს." (იერემ. 44. 15-17).

 

 

 

ახალი აღთქმა კრძალავს კერპთაყვანისცემას და აფრთხილებს, რომ კერპების თაყვანისმცემლები სასუფეველსა ღვთისასა ვერ დაიმკვიდრებენ

 

   „და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ან-გარსა, რომელ არს კერპთმსახური, არა აქუს მკვიდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა" (ეფ. 5.5).

 

***

   „შვილნო, დაიცვენით თავნი თვისნი კერპთაგან."

(1 იონ. 5.21)

***

   „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მო-იძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისა მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხყოს. ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა."

(მათ. 6.24).

***

   „არამედ, ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი ეშმაკთა უგ-ებენ და არა ღმერთსა" (1 კორ. 10.20).

 

***

   „ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რა ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოთა თანა? ანუ რაჲ სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა?

(2 კორ. 6,15).

***

   „მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგარება, რომელ არს კერპთმსახურება." (კოლ. 3.5).

 

***

   „ხოლო ჭამისთვის ნაკერპავთასა უწყით, რამეთუ არავინ არ კერპ სო-ფელსა შინა, და ვითარმედ არავინ არს ღმერთი სხუა, გარნა მხოლოდ იგი ერთი ღმერთი... არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომ-ლისაგან არს ყოველი, და ჩვენ - მისა მიმართ და ერთ არს უფალი იესო ქრისტე, რომლისა მიერ არს ყოველი და ჩუენ - მის მიერ" (1 კორ. 8.4).

 

***

   „აწ უკუე, საყვარელნო ჩემნო, ივლტოდეთ კერპთმსახურებისაგან."

(1 კორ. 10.1).

***

   „ხოლო... კერპთ-მსახურთა და ყოველთა მტყუართა ნაწილი მათი იყ-ოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე." (გამოცხ. 21.8).

 

***

   „მრავალ ვინმე ვლენან, რომელთათვის მრავალგზის გეტყოდე თქუ-ენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთვის ქრისტეს ჯუარისათა; რომელთა აღსასრული წარწყმედა არს, რომელთა ღმერთი მუცელ არს" (ფილ. 3.18-18).

 

***

   „ეგევითარნი იგი უფალსა ჩუენსა იესო ქრისტესა არა ჰმონებენ, არა-მედ თვისსა მუცელსა."

(რომ. 16.18).

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 




უკან დაბრუნება