მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 28 ნოემბერი (ახ. სტ.) - დაწყება შობის მარხვისა
28 ნოემბერი (ახ. სტ.) - დაწყება შობის მარხვისა27-11-2024, 17:45 |
დღეიდან მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა 40 დღე გაგრძელდება. იგი მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის მოამზადებს.
შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. შემდეგ თევზით ხსნილია მხოლოდ 31 დეკემბრის საღამოს და პირველ იანვარს. მორწმუნეებისთვის შემდგომ 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.
აღნიშნული მარხვით ვიხსენებთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს უდაბნოში განმარტოებასა და ორმოცდღიან მარხულობას. მაცხოვარი განმარტოვდა უდაბნოში და მოგვცა ჩვენ ცოდვილთ მაგალითი საკუთარ თავთან განმარტოებისა; მაცხოვარმა იმარხულა 40 დღე და ამით მოგვცა მაგალითი სულისა და სხეულის განწმენდისა და გაძლიერებისა.
შევთხოვოთ ღმერთს, მარხვის დღეების მშვიდობიანად გატარება.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |