მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


11-11-2014, 00:01

   გიორგის შეკითხვა: მართლმადიდებლების და კათოლიკეების ერთ-ობილვი წირვა-ლოცვის აღვლენა ხომ არის ცოცხალი მაგალითი ეკუ-მენიზმისა? და თუ ეკუმენიზმი არის, მაშინ ჩნდება მეორე შეკითხვა: ვინც ეკუმენისტია, იმასთან ბარძიმით ერთობა ვიცით რომ არ შეიძ-ლება. არადა ასე ხდება დღევანდელ სამართლმადიდებლო სამყაროში, ამის არაერთი მაგალითი მოიპოვება ტელევიზიით, ინტერნეტ-კადრე-ბით... შესაბამისად დარღვეულია თუ არა მადლის გარდამოსვლის სა-კითხი?

  პასუხი: საღმრთო რჯული, მოციქულთა 45 კანონი და სხვადასხვა მსოფლიო კრებების განჩინებანი, კატეგორიულად კრძალავს მწვალებ-ლებთან ერთობლივ ლოცვას. ეკუმენიზმს გააჩნია საფეხურები. ეკუმე-ნისტი ყველა შემთხვევაში არ არის მწვალებელი. თუ ის არღვევს მარ-თლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას და იმყოფება ევქა-რისტიულ კავშირში ერეტიკოსებთან, მისი მოხსენება აღარ შეიძლება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეკუმენისტები ზღვარზე დადიან, რომლის იქით ერესია, ხოლო აქეთ - პირადი ცოდვა.



უკან დაბრუნება