მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვებზე პასუხი
კითხვებზე პასუხი1-11-2014, 13:25 |
ლუკას შეკთხვა: რატომ მოიხსენება სახარებაში ზოგი მოციქული ორი სახელით, ზოგი არა და არის თუ არა ეს კავშირში მღვდლად კურთხევის დროს ერისკაცობის სახელის შეცვლასთან?
პასუხი: ებრაელებში საერთოდ არსებობდა ასეთი ტრადიცია, მაგრამ ქრისტიანობაში პირველი სახელი ძველი კაცის სულისკვეთებისა და შემართების, ხოლო მეორე სახელი ადამიანის სულიერი ფერისცვა-ლების, ახალი ადამიანის გამოხატულება გახლავთ. მაგალითად, სი-მონს ეწოდა პეტრე, ხოლო სავლეს - პავლე მოციქული და ა.შ.
რათქმა უნდა, ეს მოვლენა კავშირშია მღვდლად კურთხევასთან; ერ-ისკაცობის სახელი იცვლება იმ წმინდანის სახელით, რომელსაც შე-მდეგში ატარებს მღვდელმსახური.
მარიამის შეკითხვა: რატომ იყო ებრაელი ერი უფლის რჩეული?
პასუხი: უფლის რჩეული ერი ებრაელები იმიტომ იყვნენ, რომ მხო-ლოდ მათ შეინარჩუნეს ძველი აღთქმის პერიოდში ჭეშმარიტი ღმე-რთის თაყვანისცემა.
ძველი აღთქმის თანახმად, ებრაელი ერის რჩეული როლის შესახებ დასტურდება ღმერთის პირველი გამოცხადებით, რომელიც ებრაელ-თა მამამთავარმა აბრაამმა მიიღო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის მესოპო-ტამიაში ცხოვრობდა.
ღმერთმა მას აღუთქვა, რომ მისი წიაღიდან მრავალრიცხოვანი ხა-ლხი გამოვიდოდა და ქანაანის მიწაზე დამკვიდრდებოდა. აბრაამის, ისააკის, იაკობისა და მისი 12 ვაჟის თავგადასავალი არის ამ ერის გე-ნეტიკური საფუძველი. მათი ერად ჩამოყალიბება ეგვიპტეში მოხდა. შემდეგ, როდესაც ებრაელებს ემუქრებოდა გენოციდი ეგვიპტელები-საგან, ღმერთმა მოხედა თავის რჩეულ ხალხს და მათ აღთქმულ ქვეყანაში დაბრუნება აღუთქვა. მოსეს მეთაურობით ორმოცი წლის შე-მდეგ ებრაელები დასახლდებიან აღთქმულ ქვეყანაში.
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ რამდენჯერაც მათ უღალატეს ჭე-შმარიტ ღმერთს და მიჰყვნენ კერპთაყვანისცემას, იმდენჯერაც დაისა-ჯნენ სხვადასხვა იმპერიების მიერ შემოსევით და სახელმწიფოებრი-ობის განადგურებით.
ქრისტე ღმერთის ჯვარცმის შემდეგ, მათ კვლავ უცხოტომელები (რომაელები) შემოესია, გაანადგურეს წმიდა ქალაქი და ებრაელები მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ. მხოლოდ მეოცე საუკუნეში მოახერ-ხეს თავის მიწაზე დაბრუნება, მაგრამ ომი და სისხლისღვრა მათ მი-წაზე დღესაც არ შემწყდარა. უკან დაბრუნება |