მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > „ქრისტეს ორი ფილტვის“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ქრისტეს ორი ფილტვის“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


27-11-2023, 20:06

„ქრისტეს ორი ფილტვის“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 


   ქრისტეს „ორი ფილტვის" თეორიაც კათოლიციზმის პირმშოა. ამ თეორიის თანახმად ქრისტეს ფილტვებია: რომაული-კათოლიციზმი და მართლმადიდებელი ეკლესია. აქაც ნაცნობი პათოსია.

   ამ თეორიასაც შეაქვს თავისი წვლილი ეკუმენისტური ღვთისმეტყველების გაძლიერებისა და გაფართოების საქმეში. სამწუხაროდ, მასაც ხშირად ეყრდნობიან აკადემიურ წრეებში მართლმადიდებელი სასულიერო პირები და ღვთისმეტყველები.

   როგორც ჩანს, ისინი, აბსოლუტურად არ უკვირდებიან, არ უღრმავდებიან ნათქვამს, რადგან მართლმადიდებლური თვალსაზრისით ასეთი მოსაზრება არათუ გაუმართლებელი, არამედ მკერეხელურიცაა.

   მართლმადიდებელი ეკლესია თვისობრივად განსხვავდება რომაული კათოლიციზმისაგან დოგმატური ნიშანთვისებით. მართლმადიდებლები მივიჩნევთ, რომ მხოლოდ ეკლესიის დოგმატურმა სწავლებამ შეინარჩუნა ეკლესია, როგორც ღმერთკაცობრივი ქრისტეს სხეული, ხოლო პაპისტები უკვე ათასი წელია გამოეყვნენ მას.

   საღვთისმეტყველო თვალსაზრისით წარმოუდგენელია „ორი ფილტვის" თეორია, ვინაიდან ეკლესია მრწამსის თანახმად „ერთიანია", ხოლო „ორ ფილტვში" კათოლიკები ქრისტეს სხეულის სრულუფლებიან, და თანასწორუფლებიან ეკლესიად მიიჩნევენ საკუთარ თავს, რაც მართლმადიდებლობაში დაბრუნებამდე შეუძლებელია.

   კათოლიკები „ორი ფილტვის" თეორიით ორ კონფესიას ვითომ აერთიანებენ. ეს „განშტოებათა თეორიის" პროტესტანტული ეკლესიოლოგიის პირდაპირი ანალოგია, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის.

   ნამდვილი მკრეხელობაა ზემოაღნიშნული თეორიის აღიარება მართლმადიდებლების მიერ. ასე გამოდის, რომ ქრისტეს სხეულში ვგულისხმობთ უცხო სხეულს - კათოლიციზმს, ვით მის ორგანულ წევრს, ვით მისი (ქრისტეს) ერთ-ერთ ფილტვს; ამ დროს ეს უკანასკნელი ღმერთკაცობრივი ეკლესიის სხეულის მიღმა იმყოფება. (გაგრძელება...)

 

 

 დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


 



უკან დაბრუნება