მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშანთვისებანი
ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშანთვისებანი26-04-2015, 14:06 |
ეკლესიის, ამ ღმერთკაცობრივი ორგანიზმის, შექმნა ღვთის სიყვა-რულის უდიდესი გამოვლინება გახლავთ. ეკლესიის არსებობა გული-სხმობს ქრისტეს გამარჯვებას ცოდვაზე, ეშმაკსა და სიკვდილზე. სწორედ ცოდვით დაცემამ გაანადგურა კაცობრიობის ერთიანობა, დათესა მტრობა, შუღლი და სიკვდილი. ეკლესიის დაარსებით კი ადამიანს გადარჩენისა და ცხონების საშუალება მიეცა. მამაზეციუ-რისადმი აღვლენილ ლოცვაში უფალი ჩვენი იესო ქრისტე განგვიმარ-ტავს ეკლესიის შექმნის მიზანს: „რათა ყველა ერთ იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუ-ნოს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე. და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთ იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი". (იონ. 17. 21-22).
ამრიგად, ერთობლივი რელიგიური ცხოვრება აუცილებელი პირო-ბაა ქრისტიანულ ყოფიერებაში. მაცხოვარმა მოწაფეებს არა ცალ-ცალ-კე, არამედ ერთობლივად, ეკლესიის მთელი სისავსით მოუწოდა ცხონებისაკენ. მოციქულთა ცხოვრება ცხადყოფს, რომ ქრისტიანობა არ მოიაზრება კოლექტიური, უკეთ რომ ვთქვათ, ერთ მთლიანობაში არსებობის მიღმა. ქრისტიანად ყოფნა ქრისტეს სხეულში ყოფნას ნიშნავს, რაც არის სწორედ ეკლესია, ხოლო „ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, იგი არის ღვთის მადლი, რომელიც მოიცავს ყველა გონი-ერ ქმნილებას, რომლებიც მადლში იმყოფებიან ღვთისადმი მორჩი-ლებისა და უფლის ნებაზე მინდობის მეშვეობით" - ამბობს არქიმან-დრიტი რაფაელი, - მისი წევრები ქვებია, რომლისგანაც შენდება ტაძარი ღვთისა. ეკლესიის ყოველი წევრი ერთ სხეულს შეადგენს ქრისტეში, ვით ბრძანებს პავლე მოციქული: „ეგრეთცა ჩვენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ" (რომ. 12.5).
მოციქულების შემდგომ მოციქულებრივი მამები ერთხმად აცხადე-ბენ ეკლესიის ერთიანობისა და ერთადერთობის შესახებ.
წმ. კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: „ერთ არს ღმერთი, ერთ არს ქრისტე, ერთ არს მისი ეკლესია, ერთ არს სარწმუნოება და ერთ არს ერი, რომელიც სხეულის მთლიანობაშია შეერთებული თანხმობის კავშირით. ერთიანობა არ უნდა დაირღვეს, ერთი სხეული არ უნდა დანაწევრდეს კავშირებად დაშლით, არ უნდა დაქუცმაცდეს პატარ-პატარა ნაწილებად: ყოველივე, რაც მაცოცხლებელ საწყისს შორდება, კარგავს სიცოცხლის წყაროს და განცალკევებით ვეღარ განაგრძობს არსებობას. (ეკლესიის ერთიანობის შესახებ. თბ. სასულ. აკად. და სე-მინარიის შრომები. II. 1990. გვ. 17).
იმავე შინაარსის გამომხატველია ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტო-ლეში: „ერთი ქადაგებაჲ და ერთი სარწმუნოება, და ერთი ნათლის-ღება; და ერთი ეკლესია..." (იქვე. გვ. 17).
წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი გვმოძღვრავს: „ჭეშმარიტი ეკლესია, ნამდვილი, ძველი-ერთადერთია", ეს სიტყვები ძველი ეკლესიის გამო-ძახილია, მაგრამ ეს გამოძახილი დღესაც გვესმის მართლმადიდებ-ლურ კატეხიზმოში: იმისათვის, რომ ვცხონდეთ ქრისტეში, აუცილე-ბელი მისი სხეულია, ანუ კათოლიკე ეკლესიის წევრობა. შეგნება იმისა, რომ მხოლოდ ეკლესია წარმოადგენს ქრისტეს სხეულს მთელი სისავსით, გამოიხატება ეკლესიის ყველა წევრის ერთმანეთთან სუ-ლიერ კავშირში მყოფობით წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით. თავად ქრისტემ მისცა ეკლესიას ერთი სწავლება, ერთი ნათლისღება, ერთი ზიარება. ეკლესია ცხოვრობს ერთიანი სულით და ჰყავს ერთი თავი - ქრისტე. ეკლესიის ხილული ზღვარი, რომლითაც ის გამოირ-ჩევა სხვა ერეტიკული სწავლებებისაგან, გახლავთ მოციქულებრივი სწავლებისა და მამებისეული გადმოცემის სიწმინდე, რომლებიც დაცულია ეკლესიაში წმიდა საიდუმლოებების, დოგმატებისა და კა-ნონების მეოხებით.
ნათლისღების, მირონცხების, სინანულის, ქრისტეს სისხლითა და ხორცით ზიარების, მღვდლობის, ქორწინების, ზეთის კურთხევის მეშვეობით ეკლესიაში მიწყივ ხორციელდებოდა განუწყვეტელი ერ-თობა ადამიანისა ქრისტესთან. ამ საიდუმლოებების დროს ადამიანზე სულიწმიდის მადლი გადმოედინება. ამიტომ ბრძანებს წმ. ირინეოს ლეონელი: „სადაც ეკლესიაა, იქ ღვთის სულია და სადაც სულია ღმრთისა - იქ არის ეკლესია."
ამრიგად, მხოლოდ ეკლესიაში არის შესაძლებელი ცხონება, ცოდვე-ბისაგან განთავისუფლება, რაც წმ. მამათა თქმით, არის ქრისტიანული ცხოვრების აზრი. ამდენად, არ არის და არც შეიძლება იყოს ქრის-ტიანობა უეკლესიოდ, ვინაიდან არ არის ეკლესია უმადლოდ - თვინიერ ქრისტეს მადლისა. წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვისა-მებრ: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება".
შეუძლებელია პიროვნება ღმერთთან კავშირში იყოს თუ ის უდი-ერად ეპყრობა ეკლესიას და მის კანონებს, თუ ქედმაღლურად ფიქ-რობს, რომ მას არ სჭირდება ეკლესია.
მართლმადიდებელ ქრისტიანებს ნიკეა-კონსტანტინოპოლის (341, 381) მრწამსის თანახმად გვწამს „ერთი, წმიდა, კათოლიკე (საყოველ-თაო) და სამოციქულო ეკლესია". მრწამსის ეს მუხლი ყველაზე ზუს-ტად გამოხატავს ეკლესიის ნიშან-თვისებას.
აღიარება იმისა, რომ ეკლესია არის „ერთი", აღნიშნავს მის მთავარ ნიშატს, რაც ადასტურებს კიდეც მის არსს. პრაქტიკულად ეს გულის-ხმობს, რომ ეკლესია არ შეიძლება გაიყოს, დანაწევრდეს, რადგან არსობრივად არის ის ქრისტეს სხეული; ხოლო ქრისტეს, როგორც ეკლესიის თავს, არ შეიძლება ჰქონდეს არც მრავალი, არც დანაწევ-რებული სხეული.
სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების - კონსტანტინოპოლის, ან-ტიოქიის, იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთისა და სხვების არსე-ბობა არანაირად არ არღვევს ქრისტეს ეკლესიის ერთიანობას. ეს ეკლესიები მხოლოდ ნაწილებია მსოფლიო ეკლესიის ერთი, მთლიანი სხეულისა, რომელსაც ჰყავს ერთი თავი - ქრისტე, ერთი სარწმუნოება, ერთობლივი ლოცვა და საიდუმლოებებით კავშირი". (ეფ. 4.4-6).
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზინსკი შენიშნავს: „ეკლესია ერთია როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. მის გარეგნულ ერთობაში იგულისხმება სარწმუნოების ერთსულოვანი აღიარება, ერთი ღვთის-მსახურება და საიდუმლობანი, მოციქულებიდან მემკვიდრეობით გადმოცემული, მადლმოსილი იერარქიის ერთობა და ერთიანი კანო-ნიკური მოწყობა".
ერთი ეკლესიის ჭეშმარიტებას განსაზღვრავს მისი წევრების მართ-ლმადიდებლური რწმენა და არა ამა თუ იმ მომენტში მათი რაოდე-ნობა.
წმიდა მამების აზრით, ეკლესია ერთი მაშინაც იქნება, მაშინაც და-რჩება, თუკი მისგან განდგომილი საზოგადოება შექმნის ცალკე „ეკ-ლესიას". როგორც მოკვეთილი ვაზის რტო ვერ იცოცხლებს და ვერ მოგვცემს ნაყოფს მთავარი ღერძიდან, ასევე ეკლესიიდან განკვეთილი მორწმუნე თუ მორწმუნეთა საზოგადოება, რიცხოვნობის მიუხედა-ვად, ვერც ქრისტეში იარსებებს და ვერც სხვა „ეკლესიის" რეალობაში - ისინი ეკლესიის გარეთ დგანან და მასში არ ერთიანდებიან.
ეკლესიის სარწმუნოება ღვთივშთაგონებული სწავლებაა და არა მო-ლაპარაკებებისა და დიალოგების შედეგი. მრავალი განყოფილი „ეკ-ლესიების" არსებობა ძირშივე ეწინააღმდეგება ცნებას - „ერთი". ცნება „განყოფილი" პრაქტიკულად უარყოფს ეკლესიის რეალურ არსებობას, ვინაიდან მხოლოდ ერთიანი და განუყოფელი ეკლესიაა აღქმული მართლმადიდებლური ცნობიერების მიერ. როდესაც ვინმე ეკლესიის განყოფის შესახებ საუბრობს, ეს უკვე ეკლესიის რწმენისაგან განდ-გომას ნიშნავს. ამავდროულად, მართლმადიდებლებს ამ მიზეზის გამო არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ ექმნებათ. ანუ: ეკლესი-ისაგან განდგომილთა არსებობის მიუხედავად, ეკლესია რჩება ერთი-ანი და მთლიანი. ის ლოცულობს და მოუწოდებს განდგომილებს, შეინანონ და დაუბრუნდნენ „ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქუ-ლო" ეკლესიას.
ამრიგად, მრავალრიცხოვანი ერეტიკული, სქიზმატური თუ სექტა-ნტური საკრებულოები, ამპარტავნობით რომ განუდგნენ დედაეკლე-სიას, ემსგავსებიან მოკვეთილ რტოს, უნაყოფოსა და დასაღუპად განწირულს. სახარებისეული იგავი ვენახის შესახებ სწორედ ქრისტე-ღმერთთან ერთობის საიდუმლოს გამოხატავს. (იონ. 15.1-8).
ეკლესია თავისი არსებობის პირველსავე დღიდან ზრუნავს, რომ მისი ყოველი წევრი მყარად იდგეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამას ცხადყოფს ეკლესიის გადმოცემა. ეკლესია, რომელიც პავლე მოცი-ქულის თქმით არის: „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3.15). იმთავითვე სისხლის ფასად იცავდა ჭეშმარიტ სწავლებას. მას აქვს თავისი ციხესიმაგრე და გალავანი - დოგმატები, კანონები, რომ-ლებიც მსოფლიო კრებებზე დადგინდა ერესებისაგან გასამიჯნად.
ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანია დაამყაროს ერთ-ობა შემოქმედსა და მის ქმნილებას შორის. საამისოდ ეკლესიას ყველა მადლმოსილი საშუალება გააჩნია. ეს არის ერთადერთი გზა, რომელ-საც შეუძლია ცოდვისაგან გაათავისუფლოს და აცხოვნოს ადამიანი.
ეკლესია ქრისტეს სხეულია, შესაბამისად იგი ერთია ხილულ თუ უხილავ სამყაროში.
მაშასადამე, პირველი თვისება ეკლესიისა არის ის, რომ იგი ერთა-დერთია.
ეკლესიას ეწოდება „წმიდა", იმიტომ რომ ის განწმენდილია იესო ქრისტეს ტანჯვით, სწავლებით, ლოცვითა და საიდუმლოებებით. პავლე მოციქული ბრძანებს: „ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის, რაითა წარუდგინოს თავადმან თავსა თვისსა დიდებულებად ეკლესიაჲ, რაითა არა აქუნდეს მწიკულევანება, არცა ნაოჭ ბრძლისა, არცა სხვა რაი ესევითარი, არამედ რაითა იყოს წმიდა და უბიწო" (ეფ. 5.25.27). ეკლესია წმიდაა მისი თავის - იესო ქრისტეს წყალობით, მასში სულიწმიდისა და მისი მადლმოსილი ნიჭების, ღვთის სწავლების არსებობით. ამიტომ ბრძანებს იოანე ღვთისმეტ-ყველი: „წმიდა-ყვნენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუა შენი ჭეშმარიტ არს"... და მათთვის წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაითა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით." (იონ. 17, 17-19).
ეკლესია წმიდაა თავისი მოწოდებითა და დანიშნულებით (რომ. 6.22); თავისი სხეულით (რომ. 11.16), თავისი სარწმუნოებით, რომელ-იც არის „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3.15).
ამრიგად, ეკლესიის სიწმინდეს ვერ შებღალავს მასში რაიმე ამსო-ფლიურის, ცოდვისმიერის შეჭრა, რადგან იგი განიწმინდება სინანუ-ლის საიდუმლოთი. მოუნანიებელი ცოდვილები კი ხილული საეკლე-სიო უფლებამოსილებით ან უხილავი ღვთის სამსჯავროთი, როგორც მისი (ეკლესიის) სხეულიდან: „ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკი-თხნეს; და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა." (1 კორ. 5.13).
გარდა ამისა, აზრი, რომ თითქოს ეკლესია მარტოოდენ მართალთა და წმინდანთაგან ანუ უცოდველთაგან შედგება, არ ეთანხმება ქრის-ტესა და მისი მოციქულების პირდაპირ სწავლებას. მაცხოვარი ეკ-ლესიას ხან მინდორს ადარებს, რომელზეც იფქლი ღვარძლთან ერთად ხარობს" (მათ. 13.24-30); ხან ბადეს, რომელსაც წყლიდან ამოჰყავს კარგიც და უვარგისი თევზიც (მათ. 13.47-50).
აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში ვკითხულობთ: „გვწამს, რომ კათოლიკე ეკლესიის წევრები ყველანი ერთგულნი და მხოლოდ ერთგულნი არიან, რადგან ისინი უეჭველად აღიარებენ ქრისტეს მაცხოვრისადმი წმინდა რწმენას (რომელიც გადმოგვეცა თავად ქრის-ტესაგან, წმინდა მოციქულთა და მსოფლიო კრებათაგან), თუნდაც ზოგი მათგანი სხვადასხვა ცოდვას ექვემდებარებოდეს... ეკლესია მათ ამხელს, სინანულისკენ მოუწოდებს და მაცხონებელი მცნებების გზით მიჰყავს. ამიტომაც რჩებიან და მიიჩნევიან ისინი კათოლიკე ეკლესიის წევრებად, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას ექვემდებარებიან. მთავა-რია, არ განუდგნენ და უერთგულონ კათოლიკე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას".
ამრიგად, წმიდა მამებმა თავიანთ თხზულებებში და წმიდა საეკ-ლესიო კრებებზე დაადგინეს და აღიარეს ეკლესიის სიწმინდე, რო-გორც მისი არსებითი და აუცილებელი ნიშან-თვისება.
ეკლესიას ეწოდება „კათოლიკე" (საყოველთაო, მსოფლიო) იმიტომ, რომ ის არსებობს განურჩევლად ადგილისა, დროისა თუ ეროვნული კუთვნილებისა. ის შეუზღუდავია და აკავშირებს ყველას ადგილის, დროისა თუ ეროვნების მიუხედავად. პავლე მოციქულის სიტყვისა-მებრ: სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცვეთილება და წინადაუცვეთილება, ბარბაროზ, სკვითელ, მონება, აზნაურება, არამ-ედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე" (კოლ. 3.11).
წმიდა იუსტინე პოპოვიჩი წერს: „ეკლესიის ღმერთკაცობრივ სხეუ-ლში ყოველი წევრი თავისი პიროვნების მთელი სისავსით ცხოვრობს, როგორც ცოცხალი, ღვთისმსგავსი უჯრედი. ღმერთკაცობრივი საზო-გადოების, საყოველთაობისა და ერთობის კანონი ყოველივეს მოიცავს და ყოველივეთი მოქმედებს. ამასთანავე, ყოველთვის დაცულია ღმერ-თკაცობრივი წონასწორობა ღვთაებრივსა და ადამიანურს შორის. ჩვენ, ეკლესიის წევრები, ჩვენი არსების მთელ სისრულეს განვიცდით მასში ყოფნით და ეს ყველა საზომით განცდა ხდება ღვთისმსგავსებისა... საყოველთაობა ეკლესიისა სინამდვილეში არის ადამიანის განუწყ-ვეტელი მადლმოსილი და ნებაყოფლობითი ყოფნა ქრისტეში."
პავლე მოციქულის სიტყვები: „აღვსება... რომელმან ყოველივე ყოვ-ელსა შინა აღავსო" (ეფ. 1.23) მიგვითითებს, რომ ცხონებისაკენ მოხმო-ბილია მთელი კაცობრიობა. თითოეულს გვმართებს, გავხდეთ ქრის-ტეს ეკლესიის წევრი, თუმცა კაცობრიობის უმრავლესობა უარყოფს ამ მოწოდებას. ცხონებისათვის აუცილებელი პირობაა კათოლიკე (საყო-ველთაო) ეკლესიის წევრობა. მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა არ არის ცხონება. წმ. მღვდელმოწამე ილარიონის (ტროიცკი) აზრით: „ეკ-ლესიის მიღმა არ არის ქრისტიანობა, არც ცხოვრება, არც ცხონება. ყოველივ ეს მთელი სისავსით არის ერთიან ეკლესიაში".
ეკლესიას ეწოდება „სამოციქულო", იმიტომ რომ გავრცელდა და დამტკიცდა დედამიწაზე მოციქულების მეშვეობით. წმიდა იუსტინე (პოპოვიჩი) გვმოძღვრავს: წმიდა მოციქულები პირველნი ღმერთკაცნი იყვნენ ამქვეყნად მადლის მიერ. თითოეული მათგანი მთელი თავისი ცხოვრებით, პავლე მოციქულთან ერთად, უფლებამოსილია გვითხ-რას: „...ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალატ. 2.20). - ანუ უკვე მე კი არ ვცოცხლობ და ვმოქმედებ, არამედ ჩემი მეშვეობით ქრისტე ცოცხლობს და მოქმედებს ჩემშიო..."
უნდა აღინიშნოს ერთი: მოციქულები არა მარტო იყვნენ, არამედ რჩებიან კიდეც ქრისტეს ეკლესიაში, იმყოფებიან მასში. იყვნენ მიწი-ერში, ახლა არიან ზეციურში და განაგრძობენ ამქვეყნიურ მორწმუნე-ებთან ურთიერთობას.
ღმერთკაცობრივმა მოციქულობამ სრულყოფილი გაგრძელება ჰპოვა. ამქვეყნად მათი მემკვიდრეები ეკლესიის წმიდა მამები არიან, რომ-ლებიც ასევე იყვნენ ღმერთშემოსილნი და მათ შორის, არსებითად არანაირი განსხვავება არ არის.
წმინდანები ნამდვილად განაგრძობენ და აღასრულებენ უფლის წმი-და მოციქულების საქმეს. მართლმადიდებელი ეკლესია საღმრთო გადმოცემაში უცვლელად იცავს თავის სულიერ მემკვიდრეობასა და სწავლებას ხელდასხმის საშუალებით. ღვთაებრივი პავლე მოციქული ამბობს: „ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა, აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავ-საკი-დურთა მისთა არს ქრისტე იესუ" (ეფ. 2.19-20).
ამიტომ წმიდა მამები არასდროს, არც ერთ შემთხვევაში არაფერს თავისას არ ამბობდნენ. ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ, რაც წმიდა მოციქულებისა და წმიდა მამებისაგან გადმოცემით ესწავლათ და იოტისოდენადაც არ ცვლიდნენ მას თავინათ სწავლებაში. იმავე სუ-ლისკვეთებას ინარჩუნებს ეკლესია თანამედროვე პირობებშიც.
ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთიანი და ერთად-ერთი, რომელმაც დაიცვა მოციქულებრივი მემკვიდრეობა, სახარები-სეული სული, მამებისეული სწავლება. მან უცვლელად შეინარჩუნა მთელი ეს სულიერი საგანძური. ამიტომ ვამბობთ, რომ სწორედ ის არის „ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", რომ მხო-ლოდ მისი მეშვეობითაა შესაძლებელი ცხონება. ეკლესიის მიღმა არ-სებულ საკრებულოებების, საიდუმლოებებს არა აქვს მადლი. ეკლესი-ის მიღმა საეკლესიო საიდუმლოებების აღიარება ნიშნავს მადლის აღიარებას ეკლესიის გარეთ, ე.ი. იმის აღიარებას, რომ ცხონება შესაძ-ლებელია ეკლესიის გარეშეც. ერთი სიტყვით, ეს ნიშნავს უგულებელ-ყო ერთი, წმიდა, კათოლიკე, და სამოციქულო ეკლესიის არსებობა და მნიშვნელობა.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |