მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 24 სექტემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმინდანთა კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა

24 სექტემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმინდანთა კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა


23-09-2023, 14:36

24 სექტემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმინდანთა კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა

 

   24 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრწანისის ომში დაღუპულ წმიდანებს იხსენებს. კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის ბრძოლა 1795 წელს გაიმართა. აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ სექტემბრის დასაწყისში გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება