მთავარი > პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > დასავლურ აღმსარებლობათა მისტიკა

დასავლურ აღმსარებლობათა მისტიკა


25-09-2014, 00:06

დასავლურ აღმსარებლობათა მისტიკა

 

 

  მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განშორებისა და დამღუპველი ერესის წყვდიადში დანთქმის შემდეგ დასავლეთის ეკლესიის მოსაგ-რენი და მათი მწერლები სრულიად განსხვავებული მიმართულებით განვითარდნენ. სწორი სულიერი შეხედულებისაგან ეტაპობრივი გა-დახვევა კარგად ჩანს გვიანდელი და თანამედროვე მოღვაწეების ცხო-ვრებაში.

   მოგეხსენებათ, აღმოსავლეთის წმიდა მამებს თავიანთი მკითხველი არა ხილვათა სიმაღლეებისაკენ, არამედ საკუთარი ცოდვების, დაცე-მის შეცნობისაკენ მიჰყავთ. სრულიად საპირისპირო სულისკვეთება შეინიშნება დასავლურ მისტიკაში.

   ახალმოწამე მიხეილ ნოვოსელოვმა დაწერა ნაშრომი „ეკლესიის მის-ტიკა და დასავლურ აღმსარებლობათა მისტიკა". წმიდა მამათა თხზუ-ლებებზე დაყრდნობით, მან შესანიშნავად წარმოგვიჩინა დასავლური მისტიკის ხიბლისმიერი მდგომარეობა. მკითხველს ვთავაზობთ ნაშ-რომის ძირითად შინაარსს:

   „მისტიციზმი არასწორად წარმართული რელიგიურობის ავადმყო-ფური წარმონაქმნია. მისი გამოჩენა და არსებობა შესაძლებელი იყო მხოლოდ დასავლეთში, წმიდა ეკლესიისაგან მოწყვეტილ საზოგადო-ებებში, კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმში. მისტიციზმის მიმდე-ვარნი კეთილ საქმეს-ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობას-ეძებდნენ, მაგრამ არასწორი გზით მიდიოდნენ. რაც მთავარია, ისინი იმედოვ-ნებდნენ, რომ საკუთარი ძალისხმევით სამართლიანად დაეუფლებო-დნენ იმას, რასაც საღვთო მოწყალებისაგან ელიან ხოლმე და რასაც ღვთისაგან ბოძებულად აღიქვამენ. ამ თავდაჯერებული თვითშემოქ-მედებით აღიგზებოდა წარმოსახვა, ამას მოსდევდა საოცნებო მოლო-დინი, რაც, როგორც მხურვალედ სასურველი, მალევე ხორციელდე-ბოდა და ახდენილადაც ითვლებოდა. ღვაწლის მიზანიც მიღწეული იყო. ეს ყოველივე უაღრესად მიმზიდველი საღებავებით ფერადდე-ბოდა და ლამაზ სახეებსა თუ საოცნებო ზეციურ სანახაობებში ვლინ-დებოდა. ასეთ ადამიანებს თავბრუს ახვევს დასავლეთის მოღვაწეთა ნაწერები. ისინი ესაუბრებიან გულისათვის ძვირფას საგნებზე, თუმცა მკითხველს მხოლოდ იზიდავენ და არაფერს აძლევენ.

   ქრისტეში ჭეშმარიტი ცხოვრება არის დაფარული, იდუმალი, (მის-ტიური). პავლე მოციქული მას უწოდებს „ცხოვრებაი, დაფარული ქრისტეთურთ ღვთისა თანა (კოლ. 3.3); პეტრე მოციქული-„დაფარულ იგი გულის კაცი" (1 პეტ. 3.4). მაგრამ ამ ცხოვრების გამოვლინება მეტად უბრალოდ ხდება. არავინ უწყის, როგორ მოდის სულიწმიდა და როგორ აღძრავს ადამიანს სინანულისთვის. ამ შინაგანი გადატ-რიალების აღსრულების შემდეგ სულიწმიდა მორწმუნე გულს ვნებე-ბთან მეტად მძიმე ბრძოლისათვის განაწყობს, წინამძღვრობს და ეხმარება კიდეც. ამ ბრძოლას, მეტნაკლებად ხანგრძლივსა და მტკივ-ნეულს, ყველა განიცდის. მას მივყავართ გულის სიწმიდემდე, რომ-ლის წყალობით მორწმუნე მუშაკი საღვთო ჭეშმარიტებათა უცხადე-სად წვდომისა და უტკბილეს შეგრძნებათა ღირსი ხდება. ზუსტად იმგვარადვე, როგორც ეს სახარებასა და მოციქულთა ნაწერებში არის განსაზღვრული. უტკბესი შეგრძნება ჩნდება უკვე ხანგრძლივი ჯაფისა და მრავალი გამოცდის ბოლოს, როგორც ჯილდოდ მიღებული გვირ-გვინი. მისტიკოსები კი მაინცდამაინც ამ სრულყოფილ უმაღლეს წერტილს ჯიქურ ჩააფრინდებიან და ხატოვნად, მაგრამ ყოველთვის ყალბ ფერებში ასახავენ ისე, როგორც მოჩანს მათ წარმოსახვით ოცნებებში. ჭეშმარიტების გამოთქმა შესაძლებელია მარტოოდენ გამო-ცდილებით, სულიერ სიკეთეთა საქმით შემოწმების შემდეგ. მისტი-კოსები კი თავიანთი ოცნებებით იხერგავენ ნამდვილის „იქით" მიმა-ვალ გზას. მამათა ნაწერებში, პირიქით, ყველაზე ნაკლებად საუბრობენ ამ უმაღლეს მდგომარეობაზე. ისინი ყველაზე ხშირად ეხებიან სინა-ნულის ღვაწლს, ვნებებთან ბრძოლასა და მის სხვადასხვა გამოვლი-ნებას...

   იშვიათია წმიდა მოსაგრე, რომელიც სულიერ ცხოვრებაზე წერს და ადამიანებს ხილვებისა თუ ჩვენებების შესახებ არ აფრთხილებს. წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს: „...ლოცვის დროს მარტივი კანონია: არაფერი წარმოიდგინო, არამედ გონება გადაიტანო გულში, დააჯერო თავი, რომ ღმერთი ახლოს არის, გხედავს, გისმენს და ამ რწმენით შეუვრდები მას-სიდიადით საშინელსა და კეთილშემწყნა-რებლობით მახლობელს. მიუხედავად ამისა, ლოცვისას აი, რას სჩა-დიან ზოგიერთები: „ლოცვად მდგარნი ზეცად აღაპყრობენ თვალსა და გონებას, წარმოისახავენ საღვთო ნათელს, ზეციურ მადლს, წმიდა ანგელოზთა დასებს და წმიდათა სავანეებს, ერთი სიტყვით, ყველა-ფერს, რაზეც გამორჩეულად, ხატოვნად ამბობს წმიდა წერილი. გო-ნებიდან გამოიხმობენ მათ და ლოცვისას წარმოსახვის ძალით ათვა-ლიერებენ. ცდილობენ წარმოდგენებისა და წარმოსახვების სიმძაფ-რით შეძრან საკუთარი გრძნობა. ამას ზოგჯერ ახერხებენ კიდეც-ახელებენ გულს ღვთაებრივისადმი მისწრაფებით და გულაჩუყებულ-ნი ქვითინებენ."

   ეს არასწორი დასაწყისი მხოლოდ უბედურებათა სათავეა. მას მოს-დევს რაღაც ძალიან ცუდი და უაღრესად სახიფათო, რადგან წარმო-სახვა გულთან არის დაკავშირებული. ზეციურ სავანეებში გონების ასეთი ფარფატი თუ ფრენა იოლად და უმალ ტოვებს მას-ხდება გრძნობათა გახელება. ვინც ამგვარად იქცევა, მაშინვე იწყებს ოცნებას თავის სრულყოფილებასა და საქმის წარმატებაზე. შემდეგ ქედმა-ღლობა უფრო მეტად აღაგზნებს წარმოსახვას და ისიც სწრაფად ხატავს ახალ სურათებს. მეოცნებე პიროვნება მიმზიდველი სახით ერთვება ოცნებებში-ღმერთთან, ანგელოზებთან და წმინდანებთან ახლოს. რაც უფრო ამნაირად ოცნებობს ადამიანი, მით უფრო მალე რწმუნდება, რომ უკვე ზეციური არსებაა, ზეცის მკვიდრთა მეგობარია, რომ ღირსია მათთან სიახლოვისა და განსაკუთრებული ხილვებისა...

   აღმოსავლეთის ეკლესიის ჩამოშორებისა და სულიწმიდის დაკარ-გვის შემდგომ დასავლეთის ეკლესიის მიერ უდიდეს წმინდანებად შერაცხილ მოსაგრეთა უმრავლესობა ჩემ მიერ გადმოცემულ მეთოდო-ლოგიით ლოცულობდა და აღწევდა ხილვებს, რასაკვირველია, ცრუს! ეს მოჩვენებითი წმინდანები უსაშინლეს ხიბლში იყვნენ... ხიბლით შეპყრობილი ლათინი მოსაგრენი უჩვეულოდ ხორციელი, ვნებითი აღგზნების მიზეზით ყოველთვის შეშლილებივით იქცეოდნენ. ასეთ მდგომარეობაში იყო იეზუიტების ორდენის დამაარსებელი იგნატიო ლოილა. მისი წარმოსახვა, როგორც თავად ამტკიცებდა, იმდენად გახელებული და გავარჯიშებული იყო, რომ მარტოოდენ მონდომე-ბითა და ოდნავი დაძაბვით, მის თვალწინ, მისივე სურვილით იშლებოდა ჯოჯოხეთი ან სამოთხე. ჯოჯოხეთისა და სამოთხის ხილვა მხოლოდ ადამიანური წარმოსახვით არ ხდება. საამისოდ ეს საკმარისი არ არის. ხილვა ხდებოდა დემონთა მოქმედებით.

   ცნობილია, რომ ღვთის ჭეშმარიტი წმინდანები ხილვების ღირსნი ხდებიან მხოლოდ ღვთის კეთილი ნებითა და საღვთო ქმედებით, არა ადამიანური ნებითა თუ პირადი ძალისხმევით. ხილვები ეძლევათ მოულოდნელად, უკიდურესად იშვიათად, განსაკუთრებული აუცი-ლებლობის დროს, საოცარი საღვთო ზედამხედველობით და არა შემთხვევით. ერთიც: მოხიბლული მოღვაწისათვის უცხოა ჭეშმარიტი სიმდაბლის, ლოცვისა თუ ცრემლების კეთილსურნელი. პირიქით, იგი მუდამ ტრაბახობს საკუთარი სათნოებებით, პატივმოყვარეა და ყო-ველთვის უშიშრად ეძლევა უწმინდურ ვნებებს."1

 

 

 

 


1ახალმოწამე მ.ნოვოსელოვი. წიგნ. „წერილები კათოლიციზმის შესა-ხებ".

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 




უკან დაბრუნება