მთავარი > სხვადასხვა > ადამიანის საიქიო ხვედრის შესახებ არ უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია მისი სხეული სიკვდილის შემდეგ

ადამიანის საიქიო ხვედრის შესახებ არ უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია მისი სხეული სიკვდილის შემდეგ


31-12-2014, 00:01

ადამიანის საიქიო ხვედრის შესახებ არ უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია მისი სხეული სიკვდილის შემდეგ

 

ამბავი პატერიკიდან - მავანი წმინდა მემარხულე დედის შესახებ

 

   როდესაც ვინმე მიიცვლება, ზოგი უმეცარი მისი სულის მდგო-მარეობის შესახებ მსჯელობს იმის მიხედვით, გაიხრწნა თუ არა მიცვალებულის სხეული დაკრძალვამდე. თუკი სხეული შეინახება, თვლიან, რომ მიცვალებული სათნო-ეყო უფალს; წინააღმდეგ შემთ-ხვევაში კი ასკვნიან, რომ გარდაცვლილმა ღმერთი განარისხა და ჯოჯოხეთი მოელის. ცდება ის, ვინც ასე მსჯელობს; ამაში დაგარ-წმუნებთ ღირსი ამონის მიერ მოთხრობილი ამბავი მავანი წმინდა მემარხულე დედის შესახებ:

   „ვიცნობდი მავან წმინდა განდეგილ დედას, - ამბობს იგი, - ვინც მეტად დიდი ხანი გაატარა სოფელს განსორებულმა, მარხვასა და ლოცვაში. ერთხელ ჩემს შეკითხვაზე, თუ რამ აიძულა სოფელს გან-შორებოდა, მან ასე მიპასუხა:

   -ჩემი მამა წყნარი, მშვიდი, სამართლიანი და სიტყვაძუნწი ადამი-ანი იყო, იმდენად, რომ ყველას, ვინც პირველად შეხვდებოდა, მუნჯი ეგონა იგი. სნეული იყო: იშვიათად მიწას ამუშავებდა ხოლმე, მეტ-წილად ლოგინში იწვა. ჩემი დედა, პირუკუ, ავსიტყვა გახლდათ; გამუდმებით ყველასთან ჩხუბობდა, ლოთობდა, მრუშობით შეირყვ-ნიდა თავს და, მიუხედავად ამისა, ყოველთვის ჯანმრთელი იყო და დაბადებიდან ვიდრე სიკვდილის სენამდე არ უწყოდა, რა იყო ავა-დობა. მაგრამ აი, სიკვდილი ეწვია ორივეს. ჯერ მამა მიიცვალა და მაშინდელი ცუდი ამინდების გამო მისი სხეული იმდენად წახდა, რომ უგნურმა მეზობლებმა უდიდეს ცოდვილად მიიჩნიეს იგი, ღვთის მტრად მოიხსენიებდნენ და უწადინოდ მიაბარეს მიწას. როდესაც დედა მიიცვალა, მისი სხეული შეინახა-ხელსაყრელი ამინდი იდგა-და იგი პატივით დაკრძალეს. მშობლების სიკვდილის შემდეგ ერთ საღამოს დავფიქრდი, როგორ მეცხოვრა. თავს ვეკითხე-ბოდი: მამასავით გავატარო ცხოვრება თუ დედასავით? თუკი მამის კვალს გავყვები, ასეთი ცხოვრება რა ცხოვრება იქნება? არც სიცოც-ხლეში უწყოდა სიხარული, მოკვდა და ადამიანური დაკრძალვაც არ ეღირსა. დედამ კი მხიარულად გალია ცხოვრება და პატივითაც მიებარა მიწას: მაშასადამე, მას მივბაძავ. და გამიჩნდა სხვა აზრიც: რა კარგი იქნებოდა, საკუთარი თვალით მენახა, სად არიან მათი სულები და მათგან რომელი გრძნობს საიქიოში თავს უკეთ? ამ ფიქრით ჩამეძინა. სიზმრად მეჩვენა საზარელი და ტანმაღალი მამაკაცი და რისხვით მკითხა:

   -რას ფიქრობ საკუთარ თავზე?

   შიშისაგან ხმაც ვერ დავძარი. მან კითხვა გამიმეორა, მე კვლავ ვდუ-მდი. მაშინ მან თავად მომახსენა ჩემი საკუთარი ფიქრები, ხელი ჩა-მკიდა და მითხრა:

  -წამომყევი და გაჩვენებ, სად არის მამა შენი და სად-დედა. შემ-დგომ ამისა, რომელსაც გინდა, იმას მიბაძე შენი ცხოვრებით.

  და აი, დამაყენა მან ერთ დიდ მინდორზე, რომელზედაც მრავალი წარმტაცი ბაღი იყო გაშენებული, მშვენიერი და უხვად მსხმოიარე ხეები ხარობდა და აქ, გამოუთქმელი ნეტარების წიაღში, მამას შე-ვხვდი. იგი გადამეხვია და მეამბორა. მე ფეხებში ჩავუვარდი მას და შევთხოვდი, თავისთან დავეტოვებინა. მან კი მომიგო:

  -ახლა ამის ქმნა არ შეიძლება, შვილო ჩემო; მაგრამ თუკი ცხოვ-რებაში ჩემს კვალს გამოყვები, მაშინ მცირე ხნის შემდეგ შენც აქ დასახლდები.

   შემდგომ ამისა მოვლენილმა კვლავ ხელი ჩამკიდა და მითხრა:

   -ახლა წადი და იხილე, სად იმყოფება დედა შენი, და მაშინ გაიგებ, ვისი ცხოვრება უნდა მიიღო მაგალითად: მისი თუ შენი მამის. და აი, ვიხილე მე გავარვარებული ღუმელი, მასში კი ჩემი დედა იმყოფე-ბოდა. რომ დამინახა, ყვირილს მოჰყვა:

   -ვაი მე, შვილო ჩემო, ჭირი მომკერძა ჩემმა საქმეებმა! ვაი მე, საკ-უთარ ცოდვათა გამო ტანჯულს! დამატყდა ჭირი, რომელსაც არ მო-ველოდი! დამეხმარე, ასულო ჩემო, მომეც ხელი და გამომიყვანე აქე-დან, ისმინე შენი დედის ვედრება!

   მე ძლიერ შემეშინდა და ამ შიშმა გამომაღვიძა. ცხადია, ამის შემდეგ მამის კვალს უნდა მივყოლოდი, და მე ასე მოვიქეცი.

 იცოდეთ, ძმანო, რომ ვინც არ უნდა ვიყოთ-მართალნი თუ ცოდ-ვილნი-სხეულით მიწა ვართ და მიწადვე მივიქცევით. ყველანი დავე-ქვემდებარებით ლპობის კანონს, გავიხრწნებით, ანუ „გავფუჭდებით" სიკვდილის შემდეგ-ერთნი უფრო მალე, როგორც ხსენებული მემარ-ხულის მამა, სხვანი-უფრო ნელა. მასასადამე, არ შეიძლება, მიცვალე-ბულის ხვედრზე მისი სხეულის მიხედვით ვიმსჯელოთ. მართალია, ზოგჯერ უფალი თავის წმინდანთა სხეულებს უხრწნელობით განა-დიდებს. მაგრამ ეს ხომ მეტად იშვიათად ხდება. თანაც, საქმე იმ-დენად უხრწნელობაში კი არაა, არამედ უფრო მეტად-სასწაულებში. მხოლოდ მათთან ერთად შეიძლება უხრწნელობა ღვთისგან განდი-დების ნიშნად ჩაითვალოს. თუკი ცოდვილთა სხეულები დიდხანს არ იხრწნება, ამ ნიშნის მიხედვით მსჯელობა მათი საიქიო ხვედრის თაობაზე ისევე უსაფუძვლოა, როგორც იმ მრავალ ღვთის სათნომ-ყოფელთა სიწმინდის უარყოფა, ვისმა სხეულებმაც ხრწნა დაიწყეს. თუკი ასე ვიმსჯელებთ, გამოვა, რომ დღესდღეობით საერთოდ არ არიან გადარჩენილები და მხოლოდ დაღუპულები არსებობენ. მაშა-სადამე, თუკი ვინმე მიცვალებულის სხეულის მდგომარეობის მიხე-დვით მისი სულის ხვედრზე მსჯელობს, ასეთმა განაგდოს ეს ვაგ-ლახი ცრუმორწმუნეობა. ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი I. 



უკან დაბრუნება