მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > უშვილო ქალებს

უშვილო ქალებს


30-12-2014, 00:01

უშვილო ქალებს

 

   ქალები, ვისაც ჰყავთ ქმრები, მაგრამ არ უსხიათ შვილები-ყველაზე მწუხარე ქალები არიან ამქვეყნად. ყველაფერი აქვთ ამქვეყნად-კეთილი ქმარიც, ჯანმრთელობაც, სიმდიდრეც, ადამიანთა პატივის-ცემაც, შვილები კი არა ჰყავთ. და ტირიან ამგვარი ქალები, უიმედო მწუხარებით ილევიან, ხალხისაც რცხვენიათ, ხშირად სასოწარკვეთი-ლებამდეც ბევრი არაფერი უკლიათ. რით ვანუგეშოთ ისინი? აი, რით: შევეკითხებით: ევედრეთ უფალს, რომ შვილები ეჩუქნა თქვენთვის?

   იტყვით, რომ ევედრეთ. წმინდა ღვთისმშობელს?

   არა? მაშ, მასაც შეევედრეთ და თქვენი ლოცვა, იმედია, ამაო არ იქ-ნება.

  მშობლები ღირსი თეოდორასი, ვის ხსოვნასაც წმინდა ეკლესია 30 დეკემბერს აღნიშნავს, ნათქვამია, რომ იყვნენ ნათელი და სახელო-ვანი გვარის ჩამომავლები. მაგრამ წუხდნენ იმის გამო, რომ მათი მეუღლეობის მრავალი წლის მანძილზე შვილი არ მიეცათ. რა ეღო-ნათ? მწუხარე ქალმა გულმხურვალე ლოცვით მიმართა ყოვლად-წმინდა ღვთისმშობელს და შეევედრა, უფლისგან შვილი გამოეთხოვა მისთვის. ტიროდა და ლოცულობდა, ლოცულობდა და ტიროდა. მის ლოცვას ამაოდ არ ჩაუვლია და უშვილო მშობლებს ეყოლათ ასული, ვისაც სახელად თეოდორა უწოდეს. ყოვლადწმინდა ქალწულის მიერ მათთვის გამოთხოვილ ერთ ბედნიერებას სხვაც მოჰყვა: ასული შეიქნა შემდგომში ქრისტეს დიდი მოღვაწე, მომარხულე და მლოც-ველი, და წმინდანადაა შერაცხული.

   აი, კვლავ მაგალითი:

  ლეონ ბრძენის მეუღლის, ნეტარ დედოფალ თეოფანიას დედა, ვის-აც ძლიერ სურდა, მისი მეუღლეობა ნაყოფიერი ყოფილიყო, მეუღ-ლესთან ერთად ყოველდღე მიდიოდა ზეციური დედოფლის ტაძა-რში, მხურვალე ლოცვით გადაუშლიდა მას გულს და ეუბნებოდა:

   -ჰოი, მთელი ქვეყნიერების დედოფალო, დაირღვეს ჩემი სიბერწე შენი მეოხებით და მომენიჭოს შვილიერება შემოქმედისგან შენი მოწ-ყალებით.

   და რადგანაც რწმენით ითხოვდა, მიიღო კიდევაც. ვის მიმართაც ლოცულობდა, მისი მადლით აშორდა სიბერწე და შვა ასული, რომ-ელმაც, დრო მოვიდა და, უდიდესი ქრისტიანული გმირობებით გაი-თქვა სახელი.

   ასევე მხურვალედ ევედრებოდა ზეციურ დედოფალს წმინდა ღირს-მოწამის და აღმსარებლის სტეფანე ახლის დედა, და მისი ლოცვაც შესმენილ იქნა. ვლაქერნის ტაძარში მას თავად ღვშისმშობელი გამოე-ცხადა და უწინასწარმეტყველა, რომ შობს იგი ძეს, და წინასწარმე-ტყველება ახდა. მანამდე უშვილო დიაცს ძე შეეძინა, ვინც შემდგომში მართლმადიდებლობის დიდი დამცველი შეიქნა და მოწამეობრივი გვირგვინით შეიმკო.

  ამგვარად, სასოს ნუ წარიკვეთთ, უშვილო დიაცნო, არამედ მხურ-ვალე ლოცვით შეევედრეთ დედოფალს, და მისგან ნუგეშს მიიღებთ. მისმა მშობლებმაც ლოცვით გამოითხოვეს იგი უფლისგან და საკუ-თარი გამოცდილებით იცის, რაოდენ სჭირდება ადამიანს ზეგარდმო შემწეობა. მის გულმოწყალებაზე კი რაღა უნდა ვთქვათ, მას ხომ ფუჭად არ უწოდებენ ყველა მჭმუნვარეს სიხარულს. ამიტომ თამამად მიმართეთ მას, და იგი აგხსნით სიბერწეს. 

  ღვთისმშობელო ქალწულო! ქრისტიანთა სასოო! დაგვიფარე, დაგ-ვიცავი და გვიხსენი შენი მსასოებელნი! ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი I. 



უკან დაბრუნება