მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შფოთიან, ჩხუბისმოყვარე ადამიანებს

შფოთიან, ჩხუბისმოყვარე ადამიანებს


29-12-2014, 00:01

შფოთიან, ჩხუბისმოყვარე ადამიანებს

 

წმინდა ანტიოქეს სიტყვა დავის შესახებ

 

   სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, ვინც სიამტკბილობით ვერა-ვისთან ცხოვრობენ და ყველგან, სადაც არიან, შუღლისა და მტრობის მიზეზი ხდებიან. რის შესახებაც არ უნდა გამოელაპარაკონ მათ, არასოდეს არაფერს ეთანხმებიან, მათთვის ყველა ცუდია, შავი ყოვ-ელთვის თეთრად მიაჩნიათ და პირიქით, თეთრი მათთვის მუდამ შავია. ეს ყველაზე ძნელად ასატანი ადამიანები არიან. არც სხვებს ასვენებენ და თავადაც როგორც ჯოჯოხეთში, ისე ცხოვრობენ; და მათ თამამად შეიძლება მივუსადაგოთ წმინდა წერილის სიტყვები: ეგრე-თვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ... რომელი შეაგინებს ყო-ველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზებულ არს გეჰენიისაგან... ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებ-ლითა (იაკ. 3,6.8). რა ვუთხრათ ამგვარებს და რით შევაგონოთ ისინი?

   წმინდა ანტიოქე ამბობს: დავას და ურცხვობას ბოღმა ბადებს, მო-დავეს მუდამ სურს, დაჯაბნოს სხვები და ხშირად ჭეშმარიტებას ეწი-ნააღმდეგება, რაკი ლამობს, სხვაზე ჭკვიანი გამოჩნდეს. მას ავიწყ-დება, რომ მოსეს მოწინააღმდეგე კორანი, დათანი და აბირონი მიწამ ჩაიტანა თავიანთ მრჩეველებთან ერთად. ელვიმას მოგვიც, ვინც პავ-ლესა და ბარნაბას ეწინააღმდეგებოდა, სიბრმავით დაისაჯა... წინას-წარმეტყველი მიქეაც გვეუბნება: მოდავეთაგან მოდის ყველა ბორო-ტება და ამის გამო უფალი მათ რისხვის ანგელოზს გაუგზავნისო. და კიდევ: სიბრძნე ადამიანს პირს გაუნათლებს, ხოლო მოურიდებელი შეძულებული იქნება. და სიცრუის მთქმელიც მუდამ იმხილება; ბოღ-მიანიც გულს არავის ეხატებაო. ასევე სოლომონმაც თქვა: ავნი აუგზე საუბრობენ, ხოლო ბრძენნი სიბრძნეს ატარებენ საკუთარ თავში.

   ვიქონიოთ წმინდა წერილის შიში და ნუ ვიქნებით ავსიტყვანი და მოურიდებელნი. დუმილით გავმყარდეთ სიკეთეში და ვიყოთ უფ-როსთა მორჩილნი, ავსიტყვაობა კი განვდევნოთ ჩვენგან.

   ამგვარად, ძმანო, რაკი ხედავთ, რა ბოროტება მოაქვს დავასა და მო-ურიდებლობას, ერიდეთ მათ. მართლაცდა, რა სიკეთე მოაქვს ავ ენას? რამდენი შუღლი დაუთესავს მას ადამიანებს შორის, რამდენი ყოფი-ლი მეგობარი ერთურთის მტერი გაუხდია, რამდენი მამა გაუყრია შვილთან და შვილი კი-მამასთან! რამდენი ქმარი დაუშორებია ცოლს და ცოლი კი-ქმარს! ო, ჭეშმარიტად, მრავალნი დაეცნენ მახვილი-სგან, მაგრამ უმრავლესნი ენით (ზირ. 28,18).

   უფრთხოდეთ უფლის საშინელ სამსჯავროს და დაიოკეთ თქვენი ენა ბოროტისაგან, როგორც უფლის სიტყვაც გვასწავლის: დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყჳან ზაკუვასა; მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი (ფსალ. 33,13-14). ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი I. 



უკან დაბრუნება