მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანები არიან მეომრები, საბრძოლველად დარაზმულნი
ქრისტიანები არიან მეომრები, საბრძოლველად დარაზმულნი23-12-2014, 00:01 |
სიტყვა ვინმე პეტრესი ყოველთა ბრძოლად დგომის შესახებ
წმინდა მოციქული პეტრე ქრისტიანს მეომარს უწოდებს და მიუ-თითებს, რომ მან მრავალი ჭირი უნდა ნახოს ბრძოლაში. შენ უკუე ჭირი დაითმინე, ამბობს იგი, (2 ტიმ. 2,3). მასასადამე, ქრისტიანი-მეომარია. მაგრამ ვინ არიან მისი მტრები და რა ბოროტი უქნიათ მისთვის? და რა უნდა მოიმოქმედოს ქრისტიანმა, რომ დაამარცხოს მტერი?
ეკლესიის სიტყვა გვეუბნება:
დასაბამიდან უფალმა ადამიანებში სიმართლე შექმნა. შემგომ მათ-ში აღდგა ეშამკისგან სიცრუე და სიმართლეს შეება, განდევნა დაუ-პირა. და მიიღეს ადამიანებმა სიცრუე, სიმართლე კი უარყვეს, და მიატოვა ისინი სიმართლემ, და იწყეს ადამიანებმა ცხოვრება საკუთა-რი ნებისაებრ, რათა დაღუპულიყვნენ. და აი, აღდგა გარყვნილება ქალწულებაზე და დაღუპა ქალწულება. და აღსდგა სიბილწე სიწმინ-დეზე და ბოღმა-თვინიერებაზე, ხოლო სიძულვილი-სიყვარულზე. ძღომა აღდგა მარხვაზე და თრობა-სიფხიზლეზე. წყენა აღდგა მორჩი-ლებაზე, ავაზაკობა-მოძმის სიყვარულზე. სიძუნწე აღდგა გულუხვო-ბაზე, უწყალოება-წყალობაზე. და უკანონობა აღდგა კანონის დაცვაზე და ყველა კეთილ საქმეზე.
მაშასადამე, ეკლესიის სიტყვისაებრ, აი, ვინ არიან ჩვენი მტრები: ჩვენივე ცოდვები და ვნებები, ჩვენი შინაგანი განმხრწნელი გველი; და ბოროტებას შვრებიან იმას, რომ ჯოჯოხეთში გვითრევენ. რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ დავამაცხოთ ეს მტრები? ამას ისევ ეკლესიის სიტყვა გვასწავლის: განვაგდოთ, - განაგრძობს იგი, - არამი სიმდიდრე მოწყალებით და შევიყვაროთ სიღატაკე ქრისტესი, და მოვიპოვოთ ამით ზეციური სიმდიდრე. განვაგდოთ თავშეკავებით ავხორცობა, რათა უმანკოდ ვიცხოვროთ და ქალწულებაში ვსუფევდეთ ანგელოზ-ებთან ერთად. განვდევნოთ დიდების სიყვარული მორჩილებით... რათა შეგვიწყალოს ღმერთმა სამსჯავროზე. განვდევნოთ თვალთმაქ-ცობა და პირფერობა ჩვენგან, რათა ქრისტეს მონანი შევიქნეთ, რათა მიიღოს მან ჩვენი ცრემლიანი ლოცვა, წარგვხოცოს ცოდვანი და გვიხსნას. განვდევნოთ სოფლის საცდურნი და არად ჩავაგდოთ ამქ-ვეყნიური სიხარული, რათა მომავალ ცხოვრებაში გავიხაროთ. მოვი-კვეთოთ გულიდან ავი სურვილები, რათა ჩვენში ღვთის სიმართლე ჩასახლდეს. დაბოლოს, დავუმორჩილოთ ჩვენი ნება უფლის ნებას, რათა მივუახლოვდეთ ღმერთს, ყველას შემწყალებელს, ყველას შემ-წეს და ყოვლისამსრულებელს.
ახლა თქვენ იცით, ძმანო, რომ ჩვენ გვავართ მეომრებს, საომრად დაწყობილთ, იცით, ვინ არიან ჩვენი მტრები, ისიც იცით, რა უნდა ქმნათ მათ დასამარცხებლად. რაღა შეიძლება ამას დავუმატოთ? ვთქვათ შემდეგი: რაკიღა მტრებთან სულიერი ბრძოლა მთელი სიცო-ცხლის მანძილზე მოგვიწევს, მაშასადამე, მთელი სიცოცხლე ფხიზ-ლები და ფრთხილები უნდა ვიყოთ და მუდამ ასხმული გვქონდეს ღვთის იარაღი, როგორც ამას წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის. „როგორც ამა სოფლის მეომარი არ ჩამოიხსნის იარაღს, ვიდრე ომია, რათა მტერმა არ დააზიანოს, ასევე შენ, ქრისტეს მეომარი, არ უნდა იყო უზრუნველი, რადგანაც შენი მტერი არასდროს თვლემს." - ამბობს იგი.
მაშ გფარავდეთ ღმერთი, ძმანო! ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუ-ნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს, და უფალი იქნება თქვენთან (2 ნეშტ. 20,15.17). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |