მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მონაზონმა სრულად უნდა უარყოს სოფელი

მონაზონმა სრულად უნდა უარყოს სოფელი


21-12-2014, 00:01

მონაზონმა სრულად უნდა უარყოს სოფელი

 

 

 

 

ამბავი მორჩილისა, წმინდა ანტონს რომ ეახლა აღსაკვეცად, მამული კი შეინარჩუნა

 

   ჩვენი აზრით, მონაზონისთვის სრულიად უცხო უნდა იყოს ვერც-ხლისმოყვარეობა. თუკი განაგდე სოფელი და ღმერთს მიუძღვენი თავი, მაშ, იცხოვრე ღვთითა და ღმერთში; რამეთუ თავადაც იცი, რომ შეუძლებელია ორ ბატონს მონება და შეუძლებელია, ერთსა და იმავე დროს ვემსახუროთ ღმერთსაც და მამონასაც. მონაზვნები იგივე არიან, რაც მეომრები, საბრძოლოდ დარაზმულნი. თუკი მეომარი მხნეა, მტერს თვალს არ აცილებს, მაშინ გამარჯვებაც მას რჩება; ხოლო თუკი იარაღი მიაგდო, უყურადღებო გახდა, სიფრთხილე დაკარგა, გარეშე საგნებით გაერთო-დაიღუპება კიდევაც. მონაზონის საქმეც ასეა: თუკი მხნედ დგას სადარაჯოზე მტრის-ეშაკის წინააღმდეგ, თუკი არ იტაცებს მიწიერი სიამენი, მაშინ ადამის მოდგმის მტერი ვერ გაბედავს მასთან მიახლოებას, და მონაზონიც უეჭველად იხნის სულს.

   ხოლო თუკი დაარხეინდა მონაზონი, გაიტაცა, ვთქვათ, მომხვე-ჭველობამ, მოისურვა მიწიერი სიმდიდრე, ფული შეიყვარა-მაშინ მტერი დაუყოვნებლივ თავს ესხმის და ნაკუწებად გლეჯს, და აღკვე-ცილიც იღუპება.

   მავანმა შეძლებულმა მდაბიორმა, ვინაც აღკვეცა გადაწყვიტა, თავ-ისი ქონების დიდი წილი გლახაკებზე გასცა, მაგრამ ნაწილი თავისად დაიტოვა. შემდგომ ამისა ეახლა ღირს ანტონს და შეევედრა, ბერად აღეკვეცა იგი. მჭვრეტელმა ბერმა, ვინც შეიტყო, რომ მოსულს ქონე-ბის ნაწილი თავისად დაეტოვებინა, უთხრა მას:

   -თუკი მონაზვნობა გსურს, ასე მოიქეცი: გასწი უახლოესი სოფლი-საკენ, იყიდე იქ ხორცი, შემოილაგე გარშემო და შემდეგ დაბრუნდი ჩემთან.

   მოსულმა აღასრულა ბერის ნება, და როდესაც სხეულზე შემოილაგა ნაყიდი ხორცი, დაესივნენ ძაღლები და ფრინველები და ერთიანად დააწყლულეს. როდესაც ასე გაწამებული დაბრუნდა ბერთან, ღირსმა მამამ ჰკითხა, შეასრულა თუ არა მან დავალებული. მოსულმა უხმოდ აჩვენა დაიარავებული სხეული. მაშინ ანტონიმ უთხრა:

   -მაშ იცოდე, რომ ყველას, ვისაც უარყვია სოფელი, მაგრამ არ გან-უგდია ამქვეყნიური სიმდიდრის სურვილი, ასევე დაფლეთენ დემო-ნები, როდესაც ბრძოლის ჟამი დადგება.

   გახსოვდეთ, ძმანო, რომ ნამდვილად, ადამიანი, ვინც მონაზონი გა-მხდარა, მაგრამ გულიდან არ განუგდია მომხვეჭველობის ვნება და მიწიერ სიკეთეთა სიყვარული, ვერასოდეს გაიმარჯვებს ეშმაკთან ბრძოლაში და მუდამ მისი მონა დარჩება. დაფიქრდით: თუკი მონა-ზონი მხოლოდ ფულზე ფიქრობს, რა გადარჩენას მოიპოვებს? ხომ ნათქვამია: „ვერცხლისმოყვარეობის გველი ყველა ურჯულოების საფ-უძველია." ხომ იხილა წმინდა ანდრიამ, რომ ვერცხლისმოყვარე ბერს გველი შემოხვეოდა ყელზე. და როდესაც ანგელოზი ვერცხლისმოყ-ვარის დასაცავად აღსდგა, მას ხმა მოესმა ზეციდან: „დატოვე იგი, შენ არა გაქვს წილი მასში, რადგანაც მხოლოდ მოწყალენი მიიღებენ ჩემგან მიტევებას და დაიმკვიდრებენ ზეციურ სავანეებს." რა უნდა იყოს მომხვეჭელი ბერისთვის ამ სიტყვებზე უფრო დამარწმუნებელი და საშიშარი? რა უნდა იყოს ფულისმოყვარის-თუნდაც მხოლოდ მცი-რედ გაცხადებულ-საიქიო ხვედრზე უფრო საშინელი?

   გონს მოდით ყველა სხვა ბერებიც და ერიდეთ ვერცხლისმოყვა-რეობას. ნუ დაივიწყებთ უფლის სიტყვას: ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას, და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა (მათ. 6,24). ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


 




უკან დაბრუნება