მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვებზე პასუხი
კითხვებზე პასუხი14-07-2014, 19:23 |
ნანას შეკითხვა: რა იგულისხმება ფსალმუნის სიტყვებში: „მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქვეყანისა, განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თვისითა" (ფსალმ. 95).
პასუხი: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მართლმადიდებლური სწავ-ლების თანახმად, მეორედ მოვა დედამიწაზე. მაგრამ მეორედ მოსვლა უფლისა არ იქნება პირველის მსგავსი, როდესაც უფალმა უკიდუ-რესად დაიმდაბლა თავი თვისი „ხატი მონისა მიიღო". მეორედ მოსვლის დროს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მობრძანდება თავისი ღვთაებრივი დიდებით და „განიკითხავს ამა სოფელს სიმართლით და ერს თავისი ჭეშმარიტებით".
ნანას შეკითხვა: როგორ გავიგოთ უფლის სიტყვები: „ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან" (მათ. 24,36).
პასუხი: მაცხოვარი ამ სიტყვებში გულისხმობს თავის კაცობრივ ბუნებას, რომელმაც როგორც ადამიანმა არ იცოდა ამა სოფლის აღ-სასრულის შესახებ, ხოლო როდესაც ღმერთმა, რა თქმა უნდა, იცოდა ამ დღის შესახებ.
ნანას შეკითხვა: ფსალმუნის სიტყვებში: „არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ" (ფსალმ. 85), რას ნიშნავს „ღმერთთა შორის"?
პასუხი: სხვა ადგილას ფსალმუნში ვკითხულობთ: „ყოველნი ღმე-რთნი წარმართთანი ეშმაკ არიან". წმ.დავით მეფსალმუნე ხშირად აკეთებს მსგავს შედარებებს, რითაც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერ-თის სიდიდესა და ღვთაებრიობას გამოხატავს. უკან დაბრუნება |