მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > უიღბლობისას სულმოკლენი არ უნდა ვიყოთ
უიღბლობისას სულმოკლენი არ უნდა ვიყოთ13-12-2014, 00:01 |
წმინდა მოწამეთა: ევსტრატისა და მისი საძმოს - სასწაული
თავისი სახელითა და, წმინდანთა განსადიდებლად, ასევე მცირედ-მორწმუნეთა რწმენაში განსამტკიცებლად უფალი გასაოცარ სასწაუ-ლებს მოგვივლენს ხოლმე. ისმინეთ ერთი ამგვარი სასწაულის შესა-ხებ:
ცარგრადის მახლობლად იყო მონასტერი, სახელად ოლიმპო, რომ-ელშიც წამებულ ავქსენტის, ევგენის, მარდარის, ევსტრატის და ორე-სტეს სახელზე ეკლესია იყო მოწყობილი. ამ წმინდანთა ხსენების დღეს (13 დეკემბერი) ოლიმპოში ყოველწლიურად მოდიოდნენ მეფე და პატრიარქი. მეფეს ოქრო მოჰქონდა და საძმოს საჭიროებისთვის გასცემდა. მაგრამ ერთხელ წმინდანთა დღესასწაულის წინადღეს ამი-ნდი ძლიერ გაფუჭდა. წამოვიდა ძლიერი წვიმა, ამოვარდა ქარიშ-ხალი; ამას დაერთო სიცივეც, და არც მეფე, არც პატრიარქი, არც არავინ მოქალაქეთაგან მონასტერში არ მივიდა. ბერები, ვინც მხოლ-ოდ მოწყალებით ცხოვრობდნენ, ძლიერ დაღონდნენ. მწუხრი და კანონი რომ იგალობეს, ბერებმა თვით ეკლესიაშიც კი ჩივილი დაიწ-ყეს წმინდა მოწამეთა წინაშე. ასე ამბობდნენ:
-ახლა რაღას შევჭამთ? რაღა ვქნათ ახლა? წავალთ აქედან, რადგან აქ შიმშილით სიკვდილი გვიწერია!
ასე ჩიოდნენ სულმოკლენი, მაგრამ უსაფუძვლოდ ჩიოდნენ. როგ-ორც კი ჩამობნელდა, იღუმენს მონასტრის კარიბჭის მცველი ეახლა და მოახსენა:
-მაკურთხე, მამაო, მონასტერში შემოვუშვა კაცი, ვინც მეფემ გამოგ-ზავნა და შესაწირავი გამოატანა ორი აქლემით.
იღუმენმა აკურთხა იგი. და აი, შემოვიდა უჩვეულოდ ნათელსა-ხიანი კაცი და თქვა:
-მეფემ ფქვილი და ღვინო გამოგიგზავნათ-მიიღეთ იგი.
ბერებმა მიიღეს საზრდელი და შესვეს ღვინო, ხოლო რაც დარჩა, შეინახეს. თითქმის მაშინვე კარის მცველმა მოახსენა, რომ კვლავ მო-ვიდა შიკრიკი, დედოფლის გამოგზავნილი. იგიც შეიყვანეს და მიი-ღეს მისგან თევზი და ათი ოქრო, მეფის მეუღლის მიერ გამოგზა-ვნილი. შემდგომ ამისა მცველმა პატრიარქის გამოგზავნილი კაცის მოსვლა აუწყა. ხელცარიელი არც ეს მოსულა და მოახსენა, რომ დი-ლით თავად პატრიარქიც მივიდოდა მათთან. იღუმენმა მიიღო ძღვენი და ჰკითხა მოსულებს:
-ღამისსათევად აქ დარჩებით თუ წახვალთ?
-თუკი არის ადგილი, აქვე დავრჩებით,-მიუგეს მოსულებმა. მოსას-ვენებლად რომ უშვებდა, იღუმენმა კვლავ ჰკითხა მათ:
-რა გქვიათ სახელად?
მეფის გამოგზავნილმა თავი ავქსენტად დაასახელა, დედოფლის გამოგზავნილმა კაცმა თქვა, რომ ევგენი ჰქვია, ხოლო პატრიარქის შიკრიკი მარდარი აღმოჩნდა. ღამემ ჩაიარა, გათენდა. ბერები და მათი სტუმრები ეკლესიაში შეიკრიბნენ და დილის ლოცვა წამოიწყეს. ამ დროს ეკლესიაში კიდევ ორი უცნობი კაცი შემოვიდა და მგალობლებს შეუერთდა. როდესაც მსახურებაში იმ დღეს მოხსენებულ წმინდა მოწამეთა ცხოვრების წაკითხვის დრო დადგა, იღუმენის მოთხოვნას, წაეკითხათ ის, ბერებმა ასე უპასუხეს:
-რა საჭიროა? ხომ ხედავ, ხალხი არ არის.-და აპირებდნენ, გამოე-ტოვებინათ ცხოვრების კითხვა. მაგრამ ერთმა მოსულთაგანმა ითხო-ვა, მისთვის მიეცათ წაკითხვის ნება, აიღო წიგნი და დაიწყო კითხვა. როდესაც მიაღწია ადგილს, სადაც ეწერა:-ჩააცვეს ევსტრატს რკინის ჩექმები ბასრლურსმნიანები,-ამოიოხრა, კვერთხი, ხელთ რომ ეპყრა, მაღალდასაჯდომელს დაჰკრა და ჰოი, სასწაული! იატაკში ჩარჭობი-ლმა კვერთხმა მაშინვე რტოები გამოისხა და ამწვანებული ხე გახდა. მკითხველის უკან მდგომმა, მეფის, დედოფლის და პატრიარქის გამოგზავნილებმა, აგრეთვე მკითხველთან ერთად მოსულმა კაცმა ჰკითხეს მას:
-ასე რად ჰქენი, ევსტრატი?
მკითხველმა კი წამოიძახა:
-ო, რა მცირეა ჩემი წამება ღვთის საზრაურთან შედარებით! ხოლო ვქენი ასე იმისათვის, რომ თქვენი დღესასწაული მომსვლელთა გარე-შე არ დარჩენილიყო.
შემდგომ ამისა ხუთივე გაუჩინარდა. მაშინ მიხვდნენ ბერები, რომ ეს საოცარი სტუმრები იყვნენ თავად წმინდა მოწამენი ორესტი, ევ-გენი, მარდარი, ავქსენტი და ევსტრატი, და ყველამ ადიდა უფალი. წირვის დასრულების შემდეგ სასტუმროში შესულმა იღუმენმა ნახა მრავლად პური და თევზი, ჭურჭელი კი ზეთით იყო სავსე. დიდი სასწაულის შესახებ აცნობეს მეფესა და პატრიარქს, ისინიც დაუყოვ-ნებლივ გამოეშურნენ მონასტერში. ყველამ ერთად ადიდა ღმერთი და მისი წმინდა მოწამენი. ევსტრატის კვერთხი წმინდა ნაწილებად დატეხეს. იმავდღეს მრავალი სნეულიც განიკურნა.
როდესაც დავტკბებით, ძმანო, ამბის სმენით წმინდა მოწამეთა ეს-ოდენ საოცარი სასწაულის შესახებ, შევძლოთ მისგან შეგონების მიღებაც. ვხედავთ: ოლიმპოს ბერებს ვიდრე არაფერი უჭირდათ, თა-ვადაც ღმერთის ერთგულნი იყვნენ; მაგრამ აი, მცირე რამ უსიამო-ვნება დაატყდათ და მაშინვე ყველანი წუწუნს მოჰყვნენ, გაქცევა დააპირეს გზის განურჩევლად. განა მრავალ ჩვენგანს იგივე არ მო-სდის? ადამიანი ვიდრე ბედნიერი და უზრუნველყოფილი ცხოვრე-ბით ტკბება, მხოლოდ ეს გესმის მისგან:-აჰ, რა მოწყალეა უფალი! ან: დიდება უფალს! მაგრამ, რომ აღარაფერი ვთქვათ დიდ ჭირზე, საკ-მარისია, ასეთ ადამიანს რამე დაბრკოლება შეხვდეს ან არ გაუმართ-ლოს, მაშინვე ქრება მთელი მისი რწმენა; აწყდება ღობე-ყორეს, თითქოსდა საერთოდ არ გააჩნდეს სასოება, ან, რაც კიდევ უარესია, ღვთის მიმართ ჩივილს იწყებს. განა კარგია ეს? თავადაც ხედავთ, რომ არაა კარგი, რადგანაც მოხმობილი მაგალითი გვიჩვენებს, რომ უფალი ხშირად გვიგზავნის განსაცდელს იმიტომაც, რომ მათ შემდეგ მეტად განადიდოს თავისი წმინდა სახელი და კიდევ მეტი წყალობა მოგვი-ვლინოს ჩვენ, ცოდვილთ.
მაშ, ვიყოთ, ძმანო, მომთმენნი, თანაც ხშირად ჩავუკვირდეთ საკუ-თარ ზნეობას და გავჩხრიკოთ, ნამდვილად თუ არის ჩვენში რწმენა, სასოება და სიყვარული ღმერთისა-ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი, ნამდვილად თუ ვართ ჭეშმარიტი ღვთისმოსავნი? ნუ ვიქნებით მწუ-ხარების დროს სულმოკლენი და უიმედონი, არამედ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი შემობრუნებისას, როგორიც არ უნდა იყოს ის, მთელი იმედი ღმერთზე დავამყაროთ და სასოებით მივანდოთ თავი მის წმინდა ნებას. ხედავთ განა, რაოდენ ყოვლისშემძლე და მოწყალეა იგი! ხედავთ, რა განუჭვრეტელია მისი გზები! ამიტომ ამიერიდან ნუღარ შეურაცხვყოფთ ჩვენი მცირემორწმუნეობით, არამედ ყოველი ჭმუნვა ჩვენი მას მივანდოთ. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |