მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ცილისმწამელთაგან გატანჯულთა მიმართ

ცილისმწამელთაგან გატანჯულთა მიმართ


8-12-2014, 00:01

 

 

 

ამბავი ეპისკოპოსის წინაშე ცილდაწამებული მღვდლისა: საპყრობილეში ჩაგდებულის და ანგელოზისგან დახსნილის

 

   ცილისმწამელთა გამო მრავალს უწევს დაუმსახურებელი ჭირის და-თმენა: იბღალება მათი კეთილი სახელი, იქნებ თავისუფლებასაც გა-მოეთხოვონ ან რამე სხვა სასჯელი მიეგოთ უკეთური ადამიანის ბოღმის გამო. რა შეიძლება იყოს ამგვარ მდგომარეობაზე უარესი? და საიდან მოვიპოვოთ ძალა მის გადასატანად? ძმანო, ცილისწამებუ-ლნო! ღვთის ნების გარეშე (ლუკ. 21,18). გწამდეთ, რომ ადრე თუ გვიან უფალი ცხადყოფს თქვენს უდანაშაულობას; ხოლო კიცხვის სა-ნაცვლოდ განდიდებით დაგაჯილდოვებთ.

   მავანი მღვდელი მავანმა ავმა ადამიანმა ეპისკოპოსის წინაშე უდ-ანაშაულოდ შეასმინა. მან საქმე არ გამოიძია, ისე ჩააგდო მღვდელი საპყრობილეში. უცნობია, დიდი ხანი დაჰყო თუ არა იქ პატიმარმა. მაგრამ ერთხელ, აღდგომის წინაღამით, ანაზდად კეთილსახოვანი ჭაბუკი გამოეცხადა, მოახსენა, რომ მღვდელმთავრის მიერ იყო გა-მოგზავნილი, და მღვდელს უბრძანა, დაეტოვებინა საპყრობილე და წირვის აღსასრულებლად წასულიყო.

   -როგორ წავალ,-შეედავა მღვდელი,-თუკი კარი ჩარაზულია?

  -მე გავხსნი კარს,-მიუგო მოვლენილმა. მართლაც, გახსნა კარი და ტუსაღი საპყრობილედან გამოიყვანა. დილით საპყრობილეს ზედამ-ხედველმა შენიშნა ტუსაღის გაუჩინარება და ეპისკოპოსს მოახსენა ამის შესახებ. მან კი იფიქრა, რომ მღვდელი თვითნებურად მიიმალა, ამიტომ მსახური გაგზავნა მის სოფელში, რათა შეეტყო, შინ იყო მღვდელი თუ არა. მსახურმა ნახა, რომ საკნიდან თავდახსნილი ლი-ტურგიას აღასრულებდა, და ამის შესახებ ეპისკოპოსს მოახსენა. პრესვიტერის ამგვარმა თვითნებობამ მღვდელმთავარი აღაშფოთა.

  -რაკი ამგვარად იქცევა, მაშ ამჯერად უკვე პატივაყრილს დავაბ-რუნებ საპყრობილეში,-თქვა ეპისკოპოსმა.

   ამასობაში, აღდგომის პირველი დღის ბოლოს, მღვდელთან კვლავ მივიდა საკნიდან მისი დამხსნელი ჭაბუკი და კვლავ საპყრობილეში დაბრუნება უბრძანა. მღვდელმა აღასრულა მისი ბრძანება და მოვლე-ნილმა საპყრობილეს ზედამხედველის უჩუმრად კვლავ ჩაკეტა იგი. დღისით, თავისდა გასაოცრად, ზედამხედველმა კვლავ შეპყრობილი ნახა მღვდელი და ესეც მოახსენა ეპისკოპოსს. ეპისკოპოსი შეძრწუნდა და დაუყოვნებლივ თავისთან გამოიძახა ტუსაღი.

   -მითხარ,-ჰკითხა მღვდელმთავარმა,-როგორ შეძელი საპყრობილე-დან გამოსვლა და კვლავ უკან დაბრუნება?

   -მეუფეო, შენგან მოვიდა შენივე მსახური აღდგომის წინა ღამეს და გამომიყვანა; მომდევნო ღამეს კი კვლავ ჩამკეტა.

   ეპისკოპოსმა თავისი ყველა მსახური მოიყვანა მის წინაშე, რათა შეეტყო, მათგან რომელმა გაათავისუფლა ტუსაღი, მაგრამ მღვდელმა ვერცერთში ვერ შეიცნო ის კეთილსახოვანი ჭაბუკი. მაშინ მღვდელ-მთავარი მიხვდა, რომ მღვდელს ღვთის ანგელოზი გამოცხადებოდა, რათა მისი უდანასაულობა გაეცხადებინა და რათა ყველას ედიდა ღმერთი, თავის მონათა განმადიდებელი. ეპისკოპოსმა ამ შემთხვევი-დან სულიერი სარგებელი მიიღო და მშვიდობით განუტევა მღვდე-ლი, მისი ცილისმწამებელი კი მკაცრად დასაჯა.

   ცილისმწამებლებს, ძმანო, ღმერთიც მკაცრად დასჯის. რადგანაც აი, რას ამბობს მათ შესახებ წმ. მოციქული პავლე: ძჳრის-მეტყუელ (ცრუდ შემასმენელნი), მომპოვებელ ბოროტისა... ღირს არიან სიკუ-დილისა (რომ. 1, 30).

   ხოლო თქვენ, ძმანო, უდანაშაულოდ ტანჯულნო, რათა მართლაც ირწმუნოთ, რომ ღმერთი ცხადყოფს თქვენს უდანაშაულობას და და-ამხობს თქვენს ცილისმწამებლებს, ამჯერად მოთხრობილი შემთხვე-ვის გარდა გაიხსენეთ სხვანიც, უფრო მეტადე გასაოცარნი: მაგალი-თად, გაიხსენეთ იოსები, პანტეფრეს ცოლის მიერ ცილდაწამებული და საპყრობილეში ჩაგდებული, ვინც შემდგომ მთელი ეგვიპტის მბრძანებელი გახდა; მოიგონეთ მარდუქი, რომელსაც ცილისმწამე-ბელმა ამანმა სახრჩობელა განუმზადა და თავადვე მოხვდა იმ სახრ-ჩობელაზე; დაბოლოს, თავად უფალი იესო ქრისტე გაიხსენეთ, ვინც აგრეთვე ცილიწამების გამო დაიტანჯა: ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზესთაესი უფროჲს ყოველთა სახელთასა (ფილიპ. 2,9). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


 

 



უკან დაბრუნება