მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მოყვასს სიკეთე შეძლებისდაგვარად საიდუმლოდ უნდა გაუკეთო

მოყვასს სიკეთე შეძლებისდაგვარად საიდუმლოდ უნდა გაუკეთო


6-12-2014, 00:01

მოყვასს სიკეთე შეძლებისდაგვარად საიდუმლოდ უნდა გაუკეთო

 

ამბავი სამი ასულისა

 

   უფალი იესო ქრისტე მოყვასისათვის კეთილი საქმის იდუმალად გაკეთებას გვასწავლის. ეკრძალენით ქველის საქმესა თქუენსა, რათა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სას-ყიდელი არა გაქუს მამისა თქუენისაგან ზეცათასა (მათ. 6,1). ამ გაფრთხილებას ყურად არ იღებენ ისინი, ვინც ცხადად სჩადიან სი-კეთეს გამორჩენის მიზნით-რათა სამაგიეროდ ყველგან აქებდნენ და ადიდებდნენ და იქნებ საზრაურსაც კი მიაგებდნენ. ვისთვისაც ეს ანგარებიანი ზრახვები უცხოა, მას შეუძლია, ცხადადაც აკეთოს სი-კეთე და არ შიშობდეს, რომ ზეციური მამის საზღაურის მიღებით ისინი უფლისმიერ საზღაურზე კარგავენ უფლებას. ვფიქრობთ, მა-თთვის სარგო იქნება მოისმინონ, თუ ვით აღასრულებდნენ ხსე-ნებულ მცნებას მაცხოვრის ჭეშმარიტი მიმდევარნი:

  მაშინ, როდესაც მღვდელთავარი ნიკოლოზი ჯერაც პრესვიტერი გახლდათ, მის ქალაქში ცხოვრობდა კაცი, რომელიც ადრე მდიდარი ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ უკიდურესად გაღატაკდა. ამ კაცს სამი მოზრდილი ასული ჰყავდა. მამას არათუ მათ გასათხოვებლად, არა-მედ მათ გამოსაკვებად და შესამოსადაც კი არ გააჩნდა სახსარი; ამის გამო ხშირად სასოწარკვეთილება იპყრობდა და ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობდა, ასულთა ნამუსით ევაჭრა და ამგვარი სამარცხვინო გზით მოეპოვებინა სარჩო მათთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. წმინდა ნიკოლოზმა შეიტყო ამ ოჯახების გასაჭირის შესახებ და მათი დახმა-რება განიზრახა. განზრახვა დაუყოვნებლივ და უბრალოდ აღასრულა: ადგა შუაღამისას, აიღო ოქროთი სავსე ქისა, მივიდა საწყალი კაცის სახლთან, ქისა ღია ფანჯარაში შეაგდო და სასწრაფოდ გაშორდა იქა-ურობას. დილით გამოღვიძებულმა საბრალო კაცმა ოქრო დაინახა და თავდაპირველად იფიქრა, მელანდებაო, მაგრამ, რომ დარწმუნდა მარ-თლაც ვხედავო, ცრემლით ადიდა ღმერთი-ამგვარი წყალობის მომვ-ლენელი და მალევე გაათხოვა უფროსი ქალიშვილი. წმინდა ნიკო-ლოზმა, რაკი დაინახა, რომ მისი საჩუქარი ღირსეულად მოიხმარეს, გადაწყვიტა, მეორე ასულსაც დახმარებოდა, კვლავ უჩუმრად მივიდა მათ სახლთან და ოქროთი სავსე მეორე ქისა დატოვა. მეორედ რომ იხილა ესოდენ გულიხვი საჩუქარი, კაცმა წამოიძახა:

   -ღმერთო, წყალობა მიყავ და მიჩვენე ანგელოზი თუ ადამიანი, ვინც სიღარიბისა და მდაბალ ზრახვათაგან მიხსნა! ახლა შემიძლია, მეორე ასულსაც მოვუწყო ცხოვრება და ამით ეშმაკის ზემოქმედებისაგან, დაღუპვისაგან გადავარჩინო.

   მართლაც, მან მალე გაათხოვა მეორე ასულიც. ამის შემდეგ იგი აღ-არ სწუხდა და მტკიცედ სწამდა, რომ ღმერთი მის მესამე ასულსაც დაეხმარებოდა და უხილავ კეთილისმყოფელსაც დაანახვებდა. და მან, თითქმის სრულიად ბედნიერმა, ღამეების თევა დაიწყო იმ იმედით, რომ გულუხვ მწყალობელს შეხვდებოდა. იმედი არ გამტყუნებია. მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა მესამედაც შეუგდო ფანჯრიდან ფული და წასვლას აპირებდა, მაგრამ უზომოდ ბედნიერი მამა წამოეწია ღვთის სათნომყოფელს, ფეხებში ჩაუვარდა და ცრემლით მოახსენა მადლი ესოდენი გულუხვობისთვის. ხოლო მღვდელმთავარმა რა უპა-სუხა? ფიცი ჩამოართვა, რომ სიცოცხლის ბოლომდე არავის გაუმხელ-და ამ დახმარების შესახებ, სულიერი შეგონებანი მისცა და მშვიდო-ბით განუტევა.

   აი, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი, ღვთისმოყვარე მოწყალება! ამი-ტომ, ქრისტიანნო, რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წი-ნაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რათა იდიდნენ კაცთაგან. ამინ გეტყვი თქუენ, მი-უღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველის სა-ქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯვენე შენი. რათა იყოს ქველის საქმე შენი ფარულად, და მამა შენი, რომელი ჰხედავთ დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად (მათ. 6, 2-4). ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება