მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > როგორ მოვექცეთ გარეშე ადამიანებს, ვინც ჩვენს ოჯახებში ცხოვრობენ და საგმობ საქმეს სჩადიან?
როგორ მოვექცეთ გარეშე ადამიანებს, ვინც ჩვენს ოჯახებში ცხოვრობენ და საგმობ საქმეს სჩადიან?4-12-2014, 00:01 |
წმინდა ბერების თქმული
ხდება ხოლმე, რომ ზოგი ქრისტიანი, გულკეთილობით აღძრული, ზოგჯერ საკუთარ სახლში შეიფარებს ან ღარიბ ნათესავს, ან ვინმე უძლურ, მიუსაფარ მოხეტიალეს. საქმე კეთილია, მაგრამ დახეთ უბე-დურებას: ხშირად შემოკედლებული ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ თვინიერებითა და სიყვარულით უპასუხონ თავიანთ კეთილის-მყოფელთ, ამწუხრებენ მათ თავიანთი საქციელით. როგორ მოვექცეთ მათ? ღირს ლოთს უდაბნოში მიადგა ერთი სნეული ბერი და ევედ-რებოდა, ერთხანს შეეკედლებინათ იგი. ლოთი დათანხმდა, მიიღო ბერი და თავისთან მოასვენა. და რადგანაც ლოთთან მრავალნი და-დიოდნენ დამოძღვრის მისაღებად, იგი ზოგიერთ მოსულს ბერთან უშვებდა ხოლმე თავისთვის საქმის შესამსუბუქებლად. ხოლო ბერი, ნაცვლად იმისა, რომ მისთვის გამოგზავნილი ხალხი ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა, პირიქით, რყვნიდა მათ და ორიგენეს ცდომილებებს ჩააგონებდა. შეიტყო ლოთმა ამის შესახებ და შეშფოთდა. -რას იტყვიან ახლა ჩვენს შესახებ მამები?-გაიფიქრა მან,-ისინი ჩათ-ვლიან, რომ ჩვენც მოსულის მსგავსნი ვართ, მისი გაძევების კი მე-შინია, რათა ღმერთი არ განვარისხო. და საგონებელში ჩავარდნილი ლოთი ამბა არსენის მიადგა რჩე-ვისთვის. არსენმა მოისმინა ბერის შესახებ და თქვა: -გაძევებით ნუ გააძევებ, მაგრამ ასე უთხარი: თუკი გსურს, ჩემი სტუმართმოყვარეობით ისარგებლო, გისტუმრებ, რამდენ ხანსაც გსურს; ოღონდ სხვებს ცოდვაში ნუ აყენებ. მაშინ შენი სტუმარი ან თავს ანებებს თავის ცდომილებას, ანარადა თავად წავა შენგან; შენ კი ორთავ შემთხვევაში მართალი იქნები. ლოთი არსენის რჩევისამებრ მოიქცა და მისი სიტყვები ბერს გად-ასცა. მან, ისმინა რა მისთვის თქმული, არ მოისურვა თვალსაზრისის შეცვლა და დაუყოვნებლივ წასვლა გადაწყვიტა. ამბამ სიყვარულით განუტევა ბერი. ამგვარად, თუკი რომელიმე თქვენგანი ლოთის დღეში აღმოჩნდება, თქვენც შეგეძლებათ, მის მსგავსად მოიქცეთ. თუკი შემაწუხებელი სტუმრები ყურად იღებენ თქვენს შეგონებებს-კარგია; ხოლო თუ არ შეისმენენ, მაშინ, საფიქრებელია, რომ თავად წავლენ თქვენგან. თქვენ კი სინდისი სუფთა გექნებათ. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |