მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > საპყრობილეთაგან მევალეთა გამოსყიდვა დიდი სათნოებაა უფლის თვალში

საპყრობილეთაგან მევალეთა გამოსყიდვა დიდი სათნოებაა უფლის თვალში


3-12-2014, 00:01

საპყრობილეთაგან მევალეთა გამოსყიდვა დიდი სათნოებაა უფლის თვალში

 

ღირსი თეოდულე ეპარხის ხსენება

 

  ხორციელ მოწყალებათა შორის შეიძლება მოვიხსენიოთ იმგვარი საქმეც, როგორიცაა საპყრობილეებიდან უქონელ მოვალეთა დახსნა ან მათი ხვედრის რამენაირად შემსუბუქება. თუ რაგვარი ფასი აქვს ასეთ საქციელს უფლის თვალში, ამას დაინახავთ ჩვენს მიერ მოთხრობილი ამბიდან. ეს ამბავი გადახდა ღირს თეოდულეს, ვისაც წმინდა ეკ-ლესია დეკემბრის მესამე დღეს მოიხსენიებს.

   ეს წმინდანი განეშორა სოფელს, ედესის მახლობლად სვეტზე შედგა და ოცდაათი წელიწადი გაატარა მასზე ლოცვითა და მარხვით. აღ-სასრულის წინ ერთხელაც ეწვია აზრი, შევედრებოდა ღმერთს, გაემ-ხილა მლოცველისთვის, თუ ამ ცხოვრებაში სხვებზე მეტად ვინ სათ-ნო-ეყო უფალს. ღმერთმა ისმინა მისი ლოცვა და თეოდულეს ესმა ხმა:

   -კორნილიუსს, მიმონთა გვარიდან, სულიერ სრულქმნილებას მიუღ-წევია და ზეციურ სასუფეველში შესვლის ღირსი გამხდარა. ხოლო იპოვი მას დამასკოს მახლობლად, სოფელში, რომელსაც პანდუროს უწოდებენ.

  თეოდულე დაუყოვნებლივ გაემართა ამ კორნილიუსის საძებრად და იპოვა იგი. თეოდულე დაემხო მის წინაშე და შესთხოვდა, გაემხილა თავისი ცხოვრების საქმენი.

  -ცოდვილი ვარ,-უთხრა კორნილიუსმა,-არ ჩამიდენია კეთილი საქ-მენი.

  წმინდა მამა მაინც არ წყვეტდა ვედრებას. მაშინ კორნილიუსმა თქვა:

  -უღირს ადამიანებს შორის აღვიზარდე, მამაო; მაგრამ ახლა, ღვთის წყალობით, აღთქმა დავდე, უბიწოდ ვიცხოვრო და შეძლებისდაგვა-რად მოწყალე ვიყო, და ვზრუნავ ამაზე.

  -კიდევ მომითხრე შენი ცხოვრების შესახებ,-ევედრებოდა თეოდუ-ლე. მაშინ კორნილიუსმა უთხრა:

  -არცთუ დიდი ხნის წინ, წმინდაო მამაო, ასეთი რამ შემემთხვა: მავანმა ქალმა, ვინც იყო განთქმული გვარიშვილი, მდიდარი და თავ-დაჭერილი, იქორწინა ერთ ადამიანთან, რომელიც არ აღმოჩნდა მისი ღირსეული მეუღლე და მალე არა მხოლოდ ცოლის ქონება გაანიავა, არამედ მრავალი ვალიც დაიდო. ვალის მთხოვნელებმა იგი ჩაასმე-ვინეს საპყრობილეში, სადაც მან დიდი ხანი დაჰყო. მისი ტუსაღობა ცოლს მეტისმეტად სტანჯავდა. რაკი ფული არ გააჩნდა, იგი იძულე-ბული იყო, მოწყალება ეთხოვა, რათა გამოეკვება ქმარი, და, გარდა ამისა, მუდამღამე ეძებდა ადამიანს, ვინც გამოისყიდდა მის ქმარს, და ვერ კი პოულობდა. ერთხელ ეს ქალი მეც შემომხვდა; ხოლო მე, როდესაც მისი ამბავი შევიტყვე, შევიბრალე იგი და დახმარების მოსურნემ, ვკითხე, თუ რამდენი მართებდა მის ქმარს. მან მიპასუხა, ოთხასი პენაზიო. და რადგანადაც იმ დროს მხოლოდ ორასოცდაათი პენაზი გამაჩნდა, გავყიდე ზოგი ჩემს ნივთთაგანი, აღებული ფულით შევავსე გადასახდელი თანხა, გადავეცი საბრალო ქალს და ვუთხარი: აიღე და მშვიდობით იყავ; გაათავისუფლე ქმარი საპყრობილედან და ილოცე მთელი გულით ჩემთვის, ცოდვილისათვის, რათა უფალმა შემიწყნაროს თავის სამსჯავროზე.

   ესმა რა ეს, თეოდულემ ადიდა უფალი, დაბრუნდა თავის სვეტზე და შემდგომ ამისა ცოტა ხანში უფალს მიაბარა სული.

   ამგვარად, ძმანო, თუკი სახსარი გაგაჩნიათ, არ დაივიწყოთ ამგვარი ქველმოქმედება. თქვენ აქ, მიწაზე დაიხსნით მოყვასს ვალისგან, ხო-ლო უფალი ზეცას თქვენს ვალებს დაგხსნით.

  და მოგვიტევე, უფალო, თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა! ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება