მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სამსჯავროზე ცრუმოწმეობის საწინააღმდეგოდ

სამსჯავროზე ცრუმოწმეობის საწინააღმდეგოდ


2-12-2014, 00:01

სამსჯავროზე ცრუმოწმეობის საწინააღმდეგოდ

 

წმინდა მოწამე მიროპიას ხსენება

 

   სამსჯავროს წინაშე პასუხისმგებლობის შიშით, რომელიც ხშირად გაუმართლებელია, თქვენ, ძმანო, სამსჯავროზე გამოძახებულნი, თქ-ვენს მიერ დადებული ფიცის მიუხედავადაც კი, არცთუ იშვიათად დაფარავთ ჭეშმარიტებას და სიცრუეს ამბობთ. მინახავს ისეთებიც კი, ვინც, სამსჯავროდან დაბრუნებულნი, რაღაც ეშმაკეული სიხარულით თავს იწონებდნენ საკუთარი ტყუილით და ამბობდნენ, რომ მათ არად ჩააგდეს დადებული ფიცი! არ უნდა დიდი მტკიცება იმას, რომ ამგვარნი ფიცის გატეხვის ცოდვას ზედ ურთავენ აგრეთვე ღვთის გმობისა და მკრეხელობის საშინელ ცოდვას და ამის გამო უფლის წინაშე უმძიმესი პასუხი მოეთხოვებათ. საკმარისია ვთქვათ, რომ საერთოდაც სამსჯავროზე სიმართლის დაფარვა უდიდესი ბოროტე-ბაა, რადგანაც ამის გამო მრავალი უდანაშაულო დატანჯულა. რამდე-ნი ავაზაკი და მძარცველი გამართლებულა, ვინც კვლავ უბრუნდებო-დნენ თავიანთ ბოროტ საქმეებს და კვლავ ძარცვავდნენ, კლავდნენ! და ვინაა ამაში დამნაშავე, თუ არა ცრუმოწმე? არა, ძმანო, ასე როდი უნდა ვიქცეოდეთ ჩვენ, ქრისტე მაცხოვრის მიმდევარნი. სიმართლე ჩვენთვის იმდენად წმინდა უნდა იყოს, რომ სამსჯავროზე მაშინაც უნდა დავამოწმოთ იგი, საკუთრივ ჩვენც რომ გევმუქრებოდეს უსია-მოვნება მის გამო. ჯობს საქმე დაგვიშავდეს, ვიდრე სხვა უდანაშაუ-ლონი დაიტანჯონ ჩვენი გამოისობით. ასე იქცეოდნენ წმინდანებიც. აი, საბუთი ამისა:

   წმინდა მიროპიამ, ვისაც მოწამე ისიდორეს სიკვდილის ამბავი, მო-იწადინა, დაემალა მისი ცხედარი, ქიონიის კუნძულის თავადს სად-ღაც უღრანში რომ დაეგდო და თავს მცველები დაეყენებინა. ამ მიზ-ნით იგი რამდენიმე მსახურ ქალთან ერთად ღამით მივიდა იქ, სადაც ცხედარი იდო და, რადგანაც მცველებს ეძინათ, იოლად გააღო იგი, შემდეგ კი თავის არჩეულ ადგილზე წესისამებრ დაკრძალა. მტარვა-ლმა თავადმა მალევე შეიტყო ცხედრის მოტაცების ამბავი და სას-ტიკად განრისხდა მცველ-მეომრებზე. ჯაჭვებით შეკრა ისინი და ბრძანა, მთელ კუნძულზე ეტარებინათ, რათა ყოველმიზეზგარეშე ეპ-ოვათ წამებულის ცხედარი. ხოლო თუ ვერ იპოვიდნენ, სიკვდილს უქადდა. მიროპიამ შეიტყო ეს, დაინახა შებორკილი, დატანჯული მე-ომრები, რომელთაც კუნძულზე დაატარებდნენ, და უთხრა თავის-თავს:

   -ისინი ჩემს გამო იტანჯებიან, ხოლო მე უფლის სამსჯავროზე შემ-ხვდება ჭირი ამისთვის.-იგი დაუყოვნებლივ მიუახლოვდა მეომრებს და უთხრა მათ:

   -მეგობრებო, ნუ დაშვრებით ამაოდ! ცხედარი, რომელიც დაკარგეთ, ჩემი დამალულია.

   მეომრებმა შეიპყრეს იგი და თავადს მიჰგვარეს.

   -მართალია, რასაც ისინი ამბობენ შენზე?-ჰკითხა თავადმა,-რომ შენ წაგიღია ისიდორეს ცხედარი?

   -მართალია,-მიუგო მიროპიამ.

  თავადი განრისხდა და წამებას მისცა წმინდანი. და სცემდნენ მას უწყალოდ კეტებით, თმით ათრევდნენ მთელს კუნძულზე და კვლავ სცემდნენ მთელ სხეულზე, ბოლოს კი ცოცხალმკვდარი ჩააგდეს საპყ-რობილეში, სადაც წმინდანმა უფალს მიაბარა სული.

   ამგვარად, იხილეთ, ძმანო, რომ წმინდანნი ჭეშმარიტებისათვის და სხვა განსჯილთა გადასარჩენად აშკარა სიკვდილს უსწორებდნენ თვალს. ჩვენ რადღა ვშიშობდეთ სიმართლის თქმას ჩვენს დროში,-მართალთა და მოწყალეთა სამსჯავროზე? განა უნდა მოვერიდოთ სიმართლის თქმას, თუკი, ბრალდებულადაც რომ შეგვრაცხონ, მაინც არ გველის არც წამება და არცა სიკვდილი? მაგრამ, დავუშვათ, რომ გველოდეს, განა შეშვენის ქრისტიანს სიცრუე? განა შეშვენის მას უბ-რალოთა გაწირვა? განა შესაძლებელია, ღმერთს დავუმალოთ რაიმე? იგი ხომ ყოველივეს ხედავს, ყოველივე იცის და ყველაფრისთვის პასუხს მოგვთხოვს. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება