მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ფილარეტ მოწყალეს ცხოვრებიდან
ფილარეტ მოწყალეს ცხოვრებიდან1-12-2014, 00:01 |
წმ. ფილარეტ მოწყალეს ხსენება
მოგეხსენებათ, რომ წმინდანების ცხოვრებათა სრული აღწერა მდი-დარი საგანძური გახლავთ. მათგან შეიძლება, მივიღოთ ყველაფერი, რაც საცხოვრებლად თუ საღვთისმოსაოდ გვჭირდება; გარდა ამისა, მათი ცხოვრების მცირე ამბებიც ფრიად მარგებელია ჩვენთვის და მრავალ სულისსახსნელ გაკვეთილს გვაძლევენ. რომ დარწმუნდეთ ამაში, ისმინეთ, ძმანო, მცირე თქმულება წმ. ფილარეტ მოწყალეს ცხოვრებიდან, რომელსაც გადმოგცემთ იმგვარად, როგორადაც დაუწ-ერიათ პროლოგში, სლავურ ენაზე:
იგი,-ნათქვამია ფილარეტზე,-კონსტანტინე მეფისა და ირინეს დროს ცხოვრობდა და იყო ძე გიორგისა და ანასი. მათგან იქორწინა, ღირ-სეულ ცოლს შეეუღლა; გამრჯე მიწისმუშაკი იყო და მით დიდი ქო-ნება მოიხვეჭა. იყო იგი მდიდარი და მასთან მოწყალე. ამით აღუძრა შური ეშმაკს და გაღატაკდა მისი მეცადინეობით; როგორც იობი ჩაა-გდო ოდესღაც დიდ სიღატაკეში, ასევე ფილარეტიც იმგვარ სიღარი-ბეს მისცა, რომ შინაური საზრდოც აღარ გააჩნდა. მაგრამ ღმერთმა არ დატოვა იგი სიცოცხლის ბოლომდე სატანჯველში-მისი შვილიშვილი მარიამი, სათნოებითა და გონებით სრული, დედოფლის ძის, კონს-ტანტინეს ცოლად გახადა. ხოლო ფილარეტს კვლავაც პატივი და სიმდიდრე მიანიჭა. იგი ჩვეულებისამებრ კვლავაც უხვად გასცემდა მოწყალებას უპოვარებზე. და როდესაც მოაწია მისი გარდაცვალების ჟამმა, მოუხმო მთელს ოჯახობას, რათა დაემოძღვრა ისინი და ესეც დაურთო:
-გლახაკთა გაკითხვა არ დაივიწყოთ, სხვის ქონებას ნუ მოისურ-ვებთ, ეკლესიაში სიარული არ მოიშალოთ.-დასასრულ კი თქვა:
-მოიქეცით ისე, როგორც ხედავდით, რომ მე ვიქცეოდით. ეს წარ-მოთქვა, დალოცა ყველა და მშვიდობით განისვენა.
თუნდაც მხოლოდ ამ ერთ მცირე ამბავს რა ცხოვრებისეული გაკვე-თილის მოცემა ძალუძს! იცოდეთ, ძმანო, ამ ერთ მცირე თქმულებასაც კი მრავალი სარგო რამის სწავლება შეუძლია ჩვენთვის. ყურადღებით ისმინეთ ამის თაობაზე:
თქმულება ფილარეტის შესახებ უპირველესად შეაგონებს ზარმა-ცებს, რომ არ ამბობდნენ ისინი, თითქოსდა მათი სიღარიბის მიზეზი ის იყო მხოლოდ, მიწისმუშაკობა რომ ხვდათ წილად. დაე, ისმინონ მათ, რომ ფილარეტიც მიწისმუშაკი იყო და მით დიდი ქონება მოი-ხვეჭა. მაშასადამე, მათ უნდა გულისხმაყონ, რომ ღარიბები არიან არა საკუთარი ხვედრის გამო, არამედ, თითქმის ნამდვილად, მათი მფლა-ნგველობის ჩვევით ან მცონარობით. რომ გაურბოდნენ მცონარობას, რომ მოთოკონ ვნებები, სიღარიბეც გაქრება და მათი ამაო თავისმარ-თლებაც დასრულდება.
ფილარეტის თქმულების მეორე შეგონება ძუნწებისთვისაა, ვინც ფიქრობენ, რომ მოწყალების გაცემა გააღატაკებთ, ამიტომ ქვრივ-ობოლთა არც ცრემლებით, არც ვედრებით გული არ ულბებათ, და უსხიათ ავი ძაღლები, რათა გლახაკებმა მათ ზღურბლსაც ვერ მიაღწი-ონ. სიმდიდრე, როგორც ეს ფილარეტის ცხოვრებიდანაც ჩანს, მოწყა-ლების გაღებას როდი აბრკოლებს, ასევე მოწყალების გაღება ხელს როდი უშლის სიმდიდრეს. იყო იგი მდიდარი, როგორც ისმინეს ძუნ-წებმა ფილარეტის შესახებ, და მასთან - მოწყალე. მაგალითმა ასწავ-ლოს მათ ხშირი გახსენება დავითის სიტყვებისა: ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა (ფს. 36,25).
თქმულება ფილარეტზე მესამე შეგონებას უდანაშაულოდ ჭირთა-დამთმენებს აძლევს; ასწავლის, რომ სასო არ წარიკვეთონ და უფალს მიენდონ. ფილარეტიც ხომ გაღატაკდა ეშმაკის მეცადინეობით; როგ-ორც იობი ჩააგდო ოდესღაც დიდ სიღატაკეში, ასევე ფილარეტიც იმგვარ სიღარიბეს მისცა, რომ შინაური საზრდოც აღარ გააჩნდა. მაგ-რამ ღმერთმა არ დატოვა იგი სიცოცხლის ბოლომდე სატანჯველში-მისი შვილიშვილი მარიამი, სათნოებითა და გონებით სრული, დე-დოფლის ძის, კონსტანტინეს ცოლად გახადა. ხოლო ფილარეტს კვლავაც პატივი და სიმდიდრე მიანიჭა. გახსოვდეთ გაჭირვებაში უდანაშაულოდ ჩავარდნილებს, რომ უფალი არც თქვენ მიგატოვებთ იმაზე მეტ განსაცდელში, რისი ატანაც ძალგიძთ; რომ თქვენს ჭირს ლხინად აქცევს, ხოლო მწუხარებას სიხარულით შეგიცვლით.
თქმულება ფილარეტზე მეოთხე გაკვეთილს უზრუნველად მცხოვ-რებლებს სთავაზობს, ასწავლის, რომ არ გამედიდურდნენ და პირი არ მიიქციონ ჭირში მყოფთაგან. ფილარეტი სიმდიდრეშიც მოწყალე იყო, ასეთივე დარჩა სიღარიბეშიც, ასეთივე იყო მაშინაც, მეფის პაპა რომ შეიქნა - ჩვეულებისამებრ კვლავაც უხვად გასცემდა მოწყალებას უპოვარებზე. აი, მისაბაძი მაგალითი!
მეხუთე შეგონება ამ თქმულებიდან ყველა ჩვენგანისთვისაა: გვა-ხსოვდეს, რომ უფალი მოწყალების გამცემთ საზღაურს მიაგებს ამ ცხოვრებაშივე და არა მხოლოდ ხორციელად, არამედ სულიერადაც. თავისი გულმოწყალების გამოისობით ფილარეტმა წინასწარმეტყვე-ლების ნიჭიც შეიძინა: და როდესაც მოაწია მისი გარდაცვალების ჟამმა, მოუხმო მთელს ოჯახობას, რათა დაემოძღვრა ისინი. მოწყალეა უფალი მოწყალეთა მიმართ.
მეექვსე შეგონება კვლავაც ყველა ჩვენგანს მოძღვრავს და გვეუბნება, რომ ჩვენ, სიცოცხლეში ახლობელთათვის ღვთისმოსაობის მაგალი-თის მიმცემნი, სიკვდილის წინაც ანდერძად ვუტოვებდეთ მათ, კვლავაც ბაძავდნენ კეთილ მაგალითს. თავისი აღსასრულის წინ, ფილარეტი, როგორც გესმათ, ოჯახობას უბარებს: გლახაკთა გაკითხვა არ დაივიწყოთ, სხვის ქონებას ნუ მოისურვებთ, ეკლესიაში სიარული არ მოიშალოთ. მოიქეცით ისე, როგორც ხედავდით, რომ მე ვიქცე-ოდით. და რაგვარადაც მოიქცა ფილარეტი სიკვდილის წინ, ისევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც ყველანი, თუკი, რასაკვირველია, ღვთის მადი-დებელი, მოყვასთან სასარგებლო და სულის საცხონებელი ცხოვრებით გვიცხოვრია.
დაბოლოს, მეშვიდე შეგონება გახლავთ ის, რომ უფალი მოწყალეებს უსაყვედურო და მშვიდ აღსასრულს განუმზადებს. როგორც ნათქვამია ფილარეტზე, მან დალოცა ყველა და მშვიდობით განისვენა. და რად-განაც ღირსეული და მშვიდი აღსასრული დიდი წყალობაა, მაშასა-დამე, იგი არავის ერგება დაუმსახურებლად და მისი მიღების ერთი გზა მოწყალების გაღება გახლავთ.
იმედი გვაქვს, ჩვენმა სიტყვებმა დაგარწმუნათ, რომ წმინდანთა ცხოვრებიდან მცირე თქმულებებმაც კი შეიძლება უხვი და საცხონე-ბელი შეგონებები მოგვცეს და გზა გაგვიხსნას ზეციური სასუფევე-ლისაკენ. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |