მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > თვინიერება საუკეთესო ხერხია მცდარი გზიდან ცოდვილის მოსაქცევად

თვინიერება საუკეთესო ხერხია მცდარი გზიდან ცოდვილის მოსაქცევად


30-11-2014, 00:01

თვინიერება საუკეთესო ხერხია მცდარი გზიდან ცოდვილის მოსაქცევად

 

ამბავი პაფნუტი ბერისა, ვინც ავაზაკი იხსნა

 

   იაკობ მოციქული გვასწავლის: ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაქციოს იგი, უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმ-რავლე ცოდვათა (იაკ. 5, 19-20). მოციქულის ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რამდენადაც დიდია უბედურება ადამიანისა, როდესაც ცოდვას სჩა-დის, იმდენადვე დიდია ცოდვილის ცოდვისგან განმშორებლის, მარ-თალ გზაზე მისი დამყენებლის სათნოება. ჩვენც უნდა გავისარჯოთ ამ სათნოებაში. როგორ? უმჯობეს ყოვლისა არის, ძმანო, ამის ჩადენა თვინიერების, გულმოწყალების, ცოდვილისადმი სიყვარულის მეშვე-ობით. ისმინეთ ეს მცირე ამბავი, და თქვენ დარწმუნდებით ჩვენს სიტყვათა ჭეშმარიტებაში.

   ღირს პაფნუტის, ვინც დიდი მომარხულე იყო, საკუთარი თავის-თვის წესად დაედო, არასოდეს შეესვა ღვინო. ერთხელ, უდაბნოში მიმავალი, გადაეყარა ავაზაკებს, ღვინოს რომ სვამდნენ. ავაზაკთა მეთაური იცნობდა პაფნუტის და ისიც იცოდა, რომ იგი ღვინოს არ ეკარებოდა. ღირსი მამის დანახვისას მეთაურმა ასეთი რამ ჩაიდინა: ცალი ხელით ხმალი იშიშვლა, მეორე ხელით ღვინით სავსე თასი გაუწოდა პაფნუტის და მიმართა:

   -შესვი ღვინო, თორემ მოგკლავ!

   წმინდა მამამ გამოართვა თასი და შესვა ღვინო. მაშინ ავაზაკთა მე-თაურმა თქვა:

   -მამაო, შემინდე, რომ შეურაცხგყავი!

   პაფნუტიმ მიუგო:

   -მწამს, შვილო ჩემო, რომ ამ თასის გამო უფალი წყალობას მოგაგებს როგორც ამ, ასევე შემდგომ ცხოვრებაში!

   ავაზაკს გული მოურბილა ღირსი მამის სიტყვებმა და წამოიძახა:

   -გპირდები, რომ ამიერიდან აღარავის მივაყენებ ვნებას, არავის გავ-ძარცვავ, არ მოვკვალ, არამედ ახლავე წამოგყვები, ცოდვებს მოვინა-ნიებ და სხვაგვარ ცხოვრებას დავიწყებ.

   ესა თქვა და, ავაზაკთა მეთაურმა მიატოვა თავისი რაზმი, გაჰყვა პა-ფნუტს და, ნათქვამია, იხსნა სული მონანული ცხოვრებით.

   როგორ ფიქრობთ, ძმანო, კეთილგონივრულად მოიქცა თუ არა პა-ფნუტი, ავაზაკის მიწოდებული ღვინო რომ შესვა და ხსენებული სიტყვებით მიმართა? საქმის შედეგი გვეუბნება, რომ კეთილგონი-ვრულად მოიქცა; რადგანაც პაფნუტის საქციელის და სიტყვების შე-დეგად ავაზაკი მგლისგან კრავად იქცა, რისხვისა და წყევის შვილი სიწმინდის, სიყვარულისა და კურთხევის შვილი შეიქნა. ამიტომაც თქვენც ისევე მოეპყარით ცხოვრების გზაზე შეხვედრილ ცოდვილებს, როგორც პაფნუტი მოეპყრა დიდ ცოდვილს. გახსოვდეთ, რომ თვინი-ერება, სიყვარული და ლმობიერება საუკეთესო მალამოა ცოდვილის ჭრილობებისთვის და ნუ დაივიწყებთ საპირისპიროსაც: რომ ცეცხლს ნავთით არ აქრობენ და რომ ყვედრება, ტუქსვა და კიცხვა ცოდვილისა მხოლოდ თქვენსა და მის ორმხრივ გაღიზიანებას გამოიწვევს. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.

 

 
 
 


უკან დაბრუნება