მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც იძულებულნი ვართ, წავიდეთ ავ ხალხთან, ვისგანაც ჭირი და უსიამოვნებანი მოგველის

როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც იძულებულნი ვართ, წავიდეთ ავ ხალხთან, ვისგანაც ჭირი და უსიამოვნებანი მოგველის


29-11-2014, 00:01

როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც იძულებულნი ვართ, წავიდეთ ავ ხალხთან, ვისგანაც ჭირი და უსიამოვნებანი მოგველის

 

 

წმ. კეთილმოწამე თავად ალექსანდრე ნეველის ხსენება

 

   ზოგჯერ ხდება, რომ იძულებულნი ვართ მივეახლოთ ადამიანებს, რომელთაგანაც, საფიქრებელია, მხოლოდ ჭირი და უსიამოვნებანი გველის. ასეთ დროს, ცხადია, ჩვენს გულს შიში ეუფლება, სევდა გვიპყრობს და უიმედობა და მწუხარება გვთრგუნავს.

   როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? რა ვქნათ?

  როდესაც რუსეთი თათართა უღლის ქვეშ იმყოფებოდა, თათართა ხანმა ბათუმ წმინდა კეთილმორწმუნე დიდ თავად ალექსანდრე ნეველს სუზდალში ელეჩები აახლა. მათი პირით ხანი ალექსანდრეს უთვლიდა:

   -მრავალი სამეფო და ხალხი დამემორჩილა და მხოლოდ შენ ერთს არ გსურს, მე მცემდე თაყვანს და ამით რუსეთის სხვა თავადებიც მათაყვანო.-ალექსანდრემ ამ სიტყვებში ამოიცნო ურდოში მიწვევა ხანისთვის პატივის მისაგებად; ძლიერ დამწუხრდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მან შფოთი და მწუხარება ეპისკოპოს კირილეს გაუზიარა და რჩევა ჰკითხა. მღვდელთავარმა ურჩია:

   -წადი ურდოში, ოღონდ მანამდე მარხვა იდე თავს, მუდამ გახსო-ვდეს უფალი და მტკიცედ გადაწყვიტე, თუკი საჭირო გახდება, კი-დევაც ევნო მისთვის.

   ალექსანდრემ აღუთქვა, რომ ეპისკოპოსის სიტყვისამებრ მოიქცე-ოდა, ეზიარა წმინდა საიდუმლოს და ბათუსკენ გაემართა. ურდოში ჩასულს უპირველესად მოსთხოვეს, კერპთათვის ეცა თაყვანი. ალექ-სანდრემ იუარა და სიკვდილისათვის განემზადა. მაგრამ როგორ გაოცდა იგი, როდესაც კერპების თაყვანისცემაზე უარის თქმის შემ-დეგაც ხანმა უდიდესი გულისხმიერებით მიიღო იგი, შეიტკბო, ქება სძღვნა ყველას წინაშე და უდიდესი პატივი მიაგო! და მოხდა ისე, რომ იქ, სადაც თავადი სიკვდილს მოელოდა, სიხარული შეხვდა სა-ნაცვლოდ; იქ, სადაც მწუხარების პოვნას ჰგონებდა, ლხენა მიეგო.

   ამგვარად, ძმანო, თუკი ოდესმე თქვენც მოგიხდათ მწუხარებისა და უსიამოვნებათა შესახვედრად წასვლა, მოიქეცით ისე, როგორც მოიქ-ცა ალექსანდრე: იტვირთეთ მარხვა, პატიოსნების და მოუსყიდველო-ბის პირობა დადეთ, მთლიანად უფლის ნებას მიენდეთ და მაშინ შეიძლება იმედი გქონდეთ, რომ მწუხარება, რომელსაც მოელოდით, თქვენც სიხარულად შეგეცვლებათ და ჭირი, რომლის მოწევასაც ჰგო-ნებდით, ლხინად შეგექნებათ. და ამგვარი იმედი არ იქნება ამაო, რადგანაც მათზე, ვინც ღმერთს მინდობილი მიდის ვაების შესახვე-დრად, ასე ამბობს თავად უფალი: რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი (ფს. 90, 14-15). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება