მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > წმინდანებს თავიანთი სამშობლო იმქვეყნადაც უყვართ
წმინდანებს თავიანთი სამშობლო იმქვეყნადაც უყვართ28-11-2014, 00:01 |
კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ხსენება
წმინდანები, ღვთის მიერ სამშობლო მიწაზე განდიდებულნი, გამო-რჩეულად უნდა უყვარდეს ყოველ ჩვენგანს; მით უფრო იმის გამო, რომ ისინი არა მხოლოდ სიცოცხლეში იყვნენ სამშობლოსთვის მლო-ცველნი და მეოხნი ღვთის წინაშე, არამედ სიკვდილის შემდეგაც ამგვარებად დარჩნენ. ქვემოთ მოხმობილი ორი მაგალითი, ძმანო, დაგარწმუნებთ ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში. წმინდა კეთილმორწმუნე ალექსანდრე ნეველის ზეობის დროს შვე-დეთის მეფე დიდძალი ჯარით თავს დაესხა რუსეთის მიწას და უკვე ნოვგოროდსაც უახლოვდებოდა. ალექსანდრემ გადაწყვიტა, შებმოდა მტერს, მაგრამ ვიდრე მათ დახვდებოდა, შევიდა წმ. სოფიას-საღვთო სიბრძნის-ეკლესიაში და იქ ცრემლით შეევედრა დახმარებას თავის ნათესავებს, წმინდა მოწამეებს ბორისსა და გლებს. წმინდანებმა ყურად იღეს მისი ლოცვა. ბრძოლის წინა ღამეს ალექსანდრეს ერთ-ერთ სარდალს, მავან ფილიპეს, კაცს ღვთისმოშიშს, ვინც ღამის გუ-შაგად იდგა, ამგვარი ხილვა მოევლინა: მზის ამოსვლისას წყალზე იხილა ნავი, რომელშიც იდგნენ წმინდა ტანჯვადამთმენელნი ბორისი და გლები, ხოლო ნავის მენიჩბენი თითქოს ბინდს შეემოსა. და უთ-ხრა ბორისმა გლებს: -ძმაო გლებ, ვიჩქაროთ! სასწრაფოდ უნდა დავეხმაროთ ჩვენს თვი-სტომ ალექსანდრეს. წმინდანთა მხილველმა და მათი საუბრის მომსმენმა აუწყა ალექ-სანდრეს თავისი ხილვის შესახებ, ხოლო იგი, ღვთისა და მის სათ-ნომყოფელთა მადიდებელი, უკვე მხნედ შეება მტერს. შვედები დაა-მარცხეს და აოტეს, ნოვგოროდი გადარჩა. სხვა შემთხვევა, რომლის შესახებაც მოგითხრობთ, 1612 წელს, პო-ლონელთა მიერ დაპყრობილ მოსკოვში მოხდა. იმ დროს მოსკოვის კრემლში სხვებთან ერთად ტყვეობაში იტანჯებოდა ბერძენი მთავარე-პისკოპოსი არსენი. ერთხელაც, როდესაც იგი-სნეული, შიმშილითა და გაჭირვებით ღონემიხდილი იწვა და სიკვდილს მოელოდა, ანაზ-დად გაიგონა, რომ ვიღაცამ წყნარად აღავლინა ლოცვა, შემდეგ მის სენაკში შევიდა და სენაკი მისი შემოსვლისთანავე უჩვეულო სინათ-ლემ გაასხივოსნა. მოსული ღირსი სერგი იყო. მან არსენს უთხრა: -არსენი! აი, უფალმა ღმერთმა შეისმინა თავის მონათა ვედრება და ლოცვით ყოვლადუბიწო დედის მისის, აგრეთვე დიდ სასწაულთმო-ქმედთა პეტრეს, ალექსისა და იონასი, რომელთა გვერდითაც მეც ვიყავი მეოხი, ხვალ ამ ქალაქს კვლავ მართლმადიდებელ ქრისტია-ნებს მისცემს და თქვენს მტრებს დაამხობს. ამბავი ამ ხილვის შესახებ მაშინვე მოედო მთელს მხედრობას და ხალხს და გულში ყველას მხნეობა ჩაუსახა. წინასწარმეტყველებაც დროულად ასრულდა: მეორე დღეს რუსებმა აიღეს მთავარი ქალაქი, ხოლო მალე კრემლიც ჩაბარდათ. ვიცით რა ეს, ძმანო, უპირველესად ვმადლობდეთ უფალს, ვინც ჩვენს მამულს მისი წიაღიდან ესოდენ დიდი შემწეები და მეოხნი აღმოუცენა; შემდეგ მადლი შევწიროთ თავად ამ მეოხთ, ვისაც თა-ვიანთი ლოცვებით არაერთხელ გადაურჩენიათ ჩვენი სამშობლო მტრისგან თუ სხვა განსაცდელისგან, დაბოლოს, კვლავაც ვევედროთ მათ, რათა ჩვენც, ჩვენს მთელ მიწასაც, მოგვმადლონ კეთილდღეობა, კეთილმოღვაწეობა, დაცვა მტერთაგან, მშვიდობა და სიწყნარე. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |