მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მდიდრებისადმი

მდიდრებისადმი


26-11-2014, 00:01

მდიდრებისადმი

 

სიტყვა - მქონებელთა შემაგონებელი

 

   თქვენდამი იქნება, მდიდრებო, ჩვენი სიტყვა და აი, რის თქმა მიგ-ვაჩნია საჭიროდ: უფალი გვასწავლის: მდიდარი ძნიად შევიდეს სა-სუფეველსა ცათასა; უადვილეს არს აქლემი განსვლად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ცათასა (მათ. 19, 23-24). ამგვარად, უფლის თქმით, ძნელია თქვენთვის სულის ხსნა. რა უნდა ქნათ? მართალია, ძნელია, მაგრამ სულის ხსნა მაინც საჭიროა, თქვენ ხომ ქრისტიანები ხართ. რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ზე-ციური სასუფევლის გზაზე ყველა დაბრკოლება გადალახოთ და სხვა კეთილ ქრისტიანთა თანაბრად გვირგვინი მოიპოვოთ? თუ რა უნდა გააკეთოთ საამისოდ, სწორედ ამის შესახებ განვიზრახავთ საუბარს.

   საეკლესიო გარდამოცემა ნოემბრის ოცდამეექვსე დღისათვის შესა-ხებ იმისა, თუ რა უნდა გააკეთოს მდიდარმა სულის გადასარჩენად, ასე გვაუწყებს:

   განიბანე საკუთარი ცოდვები აქვე, შენს გვერდით მდინარ წყალში, ანუ კარიბჭესთან ჩავლილ გლახაკებში; მათში, ვინც პურსა და წყალს, სამოსს, მოსვენებას და განბანვას გთხოვენ. წაიყვანე თან, შეუძეხ შენს სახლში, დასვი, აჭამე, ასვი და გაათბე. როგორც შეგეძლოს, ისე მოუ-არე, ხოლო უფალი სამაგიეროს სამმაგად მოგაგებს, როგორც ჭეშმა-რიტად აღითქვამს. შენ სთესე, ხოლო უფალი აღმოაცენებს... თუკი ამქვეყნად მალევე არ მოგეგება შენი სიკეთის საზღაური, მას მაინც მიიღებ მაშინ, როდესაც ამ ამაო სოფლიდან გადახვალ იმ ნათელ და მარადიულ ქალაქში, რომელსაც ზეციური იერუსალიმი ეწოდება... შეინარჩუნე სიმდიდრე, რომელიც ღმერთს შენთვის მოუცია, მაგრამ ძუნწი ნუ იქნები... ნუ იტყვი,-ჩემიაო ეს მამული,-არამედ თქვი, რომ მობარებული გაქვს მოკლე დროით, ხოლო მონდობილი გაეცი ისე, როგორც მომნდობელი, ანუ ღმერთი გავალებს... ასე მოიქეცი და მოწ-ყალების გაცემით ზეციური ბრწყინვალე პალატები შეისყიდე. და მათ შორის უმცირესიც რომ შეისყიდო, ასეთის ფასიც კი მთელი ქვეყნი-ერების საუნჯეზე აღმატებული იქნება. გახსოვდეს, რომ ზეციური სასუფეველი მოწყალებითაც შეისყიდება, თუკი წმინდა გულითაა იგი გაცემული... იბეჯითე ამგვარი მოწყალების გაცემაში და დაე, მუდამ თან გახლდეს გულმოწყალება და თუკი ასე მოიქცევი, ვერა მტერი ვერ დაგამარცხებს, იხილავს რა, რომ ზეციური მეუფის ბეჭედი გასვია.

   ამ სიტყვებიდან უნდა გულისხმაჰყოთ, მდიდარნო, რომ სულის სა-ხსნელად უპირველეს ყოვლისა გმართებთ, მოწყალენი იყოთ ღატაკ-თა მიმართ. და უეჭველად ასე უნდა მოიქცეთ, რადგანაც ამას გას-წავლით ეკლესიის სიტყვაც, ამას გასწავლიან უფლის სიტყვაც და წმინდა მამებიც. რა უთხრა უფალმა მდიდარ ჭაბუკს? უთხრა: რათა სრულ იყო წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა (მათ. 19,21). წმინდა მამები კი გვას-წავლიან: ვინც თავის ქონებას ღარიბებს ურიგებს, - ამბობს გრიგოლ ნაზიანზელი, - იგი საკუთარი სულის სარგოდ მოიხმარს მას. ბასილი დიდი კი გვასწავლის: თუკი მდიდარმა მშიერს წყალობა უბოძა, საკუთარ სარგებელზე იზრუნა; რამეთუ სიჭარბით მიიღებ იმას, რაც გაგიცია. გამცემისათვის მოწყალების მარგებლობის თაობაზე, მდიდ-არნო, ამ სიტყვებს ჩვენგან აღარაფრის დართვა აღარ სჭირია: იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამა თქუენი მოწყალე არს (ლუკ. 6,36), და ხსნას უეჭველად მოიპოვებთ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება