მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა ვარლაამის იგავი ადამიანის სიკვდილსა და სიცოცხლეზე
წმინდა ვარლაამის იგავი ადამიანის სიკვდილსა და სიცოცხლეზე22-11-2014, 00:01 |
ყოველმა ჩვენგანმა იცის, ძმებო, რომ სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ჩვენი საქმეები,-ჩვენს საკურთხებლად თუ საწყევლად დარჩება მათ-თვის, ვინც უჩვენობას განიცდის და მხოლოდ ჩვენს საქმეებს მივი-ტანთ ღვთის სამსჯავროზე. გარდა ამისა, ყოველმა ჩვენგანმა ისიც კარგად იცის, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე უნდა გავმდიდრდეთ იმით, რაც იმქვეყნად მიგვყვება, ანუ-კეთილი საქმეებით და რომ იგი, ვინც ისე ცხოვრობს, თითქოსდა სიკვდილი არასოდეს ელოდეს, საკუთარი თავის უბოროტესი მტერია. ყოველივე ეს ძალიან კარგად ვიცით და მიუხედავად ამისა, ისე ვცხოვრობთ, თითქოს არც ღმერთი იყოს, არც მომავალი ცხოვრება, თითქოს არაფერი არც არის, არც ყოფილა და არც იქნება. ამიტომაა აუცილებელი, რომ კიდევ და კიდევ შეგვახსენებდნენ იმაზე, რაც ასე კარგად ვიცით და გველა-პარაკებოდნენ იმაზე, რაოდენ აუცილებელია, გავიმდიდროთ თავი კეთილი საქმეებით, იმ ერთადერთით, რაც ამქვეყნიური ცხოვრების ჟამსაც გვაბედნიერებენ. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინე-ბით შეგახსენებთ იმას, რაც ძალიან კარგად იცით, მაგრამ არ აღას-რულებთ. ღირსი ვარლაამი თავის ადამიანის სიკვდილისა და სიცოცხლის შესახებ ამბობს:
იყო ერთი დიდი ქალაქი, რომლის მცხოვრებლებს ჩვეულებად ჰქო-ნდათ, მეფედ უცხო ქვეყნის მოქალაქე აერჩიათ, ხოლო ერთწლიანი მეფობის შემდეგ იგი უკაცრიელ კუნძულზე გადაესახლებინათ, სადაც მას-ყოველივე აუცილებელს მოკლებულს-უეჭველი სიკვდილი ელო-და. ამგვარად დაიღუპა რამდენიმე მეფე. ბოლოს ამ ქალაქში სამეფო ძალაუფლება უაღრესად ბრძენ ადამიანს ერგო. როდესაც ამ მეფემ წინამორბედების საშინელი ხვედრისა და იმ კუნძულის შესახებ შეი-ტყო, სადაც უპირებდნენ გაგზავნას, იმ კუნძულზე წინდაწინ გაგზავნა თავისი უერთგულესი მონები, უამრვი ოქრო-ვერცხლი და პატიოსანი თვალი, ანუ-ყველაფერი, რაც ადამიანია კეთილდღეობისთვისაა საჭ-ირო, კუნძულზე ყოველივე კეთილად მოაწყო და როდესაც ერთი წლის შემდეგ თვითონაც იქ გაგზავნეს, კუნძულზე უხვი, უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრება დაიწყო.
რას ნიშნავს ეს იგავი? ქალაქი ეს ამაო ქვეყანაა; მოქალაქენი-ისინი, ვინც ერული საცდურებით ჯოჯოხეთისაკენ გვეზიდებიან. მეფეები ეს მართლები და ცოდვილები არიან. პირველნი თავს კეთილი საქ-მეებით განიმდიდრებენ და მათთან ერთად სამოთხეში მიდიან, მეო-რენი კი ბოროტების გარდა არაფერს ფლობენ და მომავალ ცხოვ-რებაში იღუპებიან. რას გვასწავლის ეს იგავი? იმას, რომ ჩვენ შევიმე-ცნოთ: ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება ყანაა, რომელზედაც მარცვალს უნდა ვთესდეთ, ანუ-კეთილ საქმეებს-მომავალი ცხოვრებისათვის. ვთესავთ და ჩვენი თესლი აღმოცენდება, მოიტანს ნაყოფს, და ამ ნაყოფით, ანუ კეთილ საქმეთა შედეგით ვინეტარებთ ზეციური მამის სავანეებში. თუ არ დავთესეთ არაფერი კეთილი, არაფერი კარგი, მაშინ ვერ ვიხილავთ მომავალ საუკუნეს. ამის გათვალისწინებით უფლის სიტყვისამებრ თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი (მათ. 6, 20-21).
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |