მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე უფალი შეეწევა თავის ერთგულ შვილებს

ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე უფალი შეეწევა თავის ერთგულ შვილებს


20-11-2014, 00:01

ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე უფალი შეეწევა თავის ერთგულ შვილებს

 

სიტყვა იოასაფის ხილვის შესახებ

 

   სიტყვა ღვთისა ბრძანებს, რომ ცათა სასუფეველი მხოლოდ ძალით მოიხვეჭება და მხოლოდ მას ძალუძს მიტაცება მისი, ვინც უდიდეს ძალისხმევას გამოიყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მის მოსაპოვებლად შეუსვენებელი შრომა და ღვაწლის თავსდებაა საჭირო. თავისთავად ყველა ეს ღვაწლი უაღრესად მძიმეა ხოლმე, განსაკუთრებით კი-დამწყებთათვის, ამიტომაა, რომ უფალი თავის ჭეშმარიტ მონებს განამტკიცებს და ამაგრებს მისი ზიდვისას. მაგრამ განამტკიცებს რი-თი? ან ჩვეულებრივ მათ გულებზე მადლის საიდუმლო ზემოქმე-დებით, ან თავისი საღმრთო განგებულების განსაკუთრებული გზების გამოვლინებით მათ ცხოვრებაში, რომელთა რიცხვსაც განეკუთვნება მათ თვალთა წინაშე განღებული იმქვეყნიური ცხოვრების ფარდა. ამ უკანასკნელის დამოწმება შეგვიძლია დავინახოთ ინდოელი მეფისწუ-ლის ღირსი იოასაფის ცხოვრებაში.

   როდესაც იოასაფი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, მასთან ღვთის მიერ მიივლინა ღირსი ვარლაამი. მან სარწმუნოებაში განსწავლა იგი, მონა-თლა, ევედრა უფალს მისთვის, თავად კი ღმერთს უბიწოების აღთქმა დაუდო და უდაბნოში განმარტოვდა. მისი განდეგილობის შემდეგ იოასაფი გაძლიერებულად იღვწოდა და დროს გამუდმებულად ლო-ცვასა და ცრემლში ატარებდა. რაღა თქმა უნდა, თავდაპირველად ახალგაზრდა, წარმართებით გარშემორტყმული ქრისტიანისათვის მე-ტად ძნელი იყო ამ ჯვრის ზიდვა. მაგრამ უფალმა არ მიატოვა იო-ასაფი; ქრისტიანული ცხოვრების პირველივე დღეებში იგი ამგვარი ხილვის ღირსი შეიქმნა: მან საკუთარი თავი სამოთხეში აღტაცებული იხილა. იქ მას აჩვენეს ყველა ის სიკეთე, რომლის გადმოცემაც ადამი-ანის ენას არ ძალუძს და არც თვალს უხილავს. მის წინაშე მიოვლინა საოცარი ქალაქი, რომელიც ოქროთი და ძვირფასი ქვებით ბრწყი-ნავდა და მან იხილა ანგელოზთა სიმრავლე როგორ განადიდებდა გალობით ღმერთს. იოასაფმა თხოვნით მიმართა მათ, რომ იქ დარ-ჩენის ნება მიეცათ, მაგრამ უპასუხეს, რომ სამოთხეში მოსახვედრად იგი ჯერ ერში უნდა დაბრუნებულიყო და იქ ეღვაწა. ამ ხილვამ იოასაფის არსებაში კიდევ უფრო გაამძაფრა უფლისადმი მსახურების სურვილი. მან გააძლიერა ღვაწლი და ბოლოს იმისათვის, რომ სრულად შეეწირა თავი ღვთისათვის, უდაბნოში ვარლაამთან წავიდა. იქ, უეჭველია, კიდევ უფრო გაუჭირდებოდა, მაგრამ უფალმა კვლავ ხილვით განამტკიცა იგი. მას კვლავ ის ანგელოზები გამოეცხადნენ, ადრე რომ ნახა და ისევ ზეციურ, ხელთუქმნელ ქალაქში შეიყვანეს. როდესაც ქალაქში შევიდნენ, მან კიდევ ორი სხვა ანგელოზი დაინახა, რომელთაც ხელში ორი, გამოუთქმელად ლამაზი გვირგვინი ეჭირათ. იოასაფმა იკითხა, ვისთვის იყო გამზადებული ეს გვირგვინები და მიუგეს, რომ პირველი გვირგვინი გამზადებული იყო სწორედ მის-თვის, რადგანაც მან იხსნა ათასობით სული და მარხვის ღვაწლი იტვირთა, ხოლო მეორე-მისი წყალობით-მამამისს ეკუთვნოდა. ამ ხილვის შემდეგ, მოგვითხრობენ, რომ იოასაფმა კიდევ უფრო გააძ-ლიერა ღვაწლი და მოკლე დროში გადავიდა კიდეც იმ საოცარ და გამოუთქმელ ქალაქში.

   ყოველივე ის, რაც იოასაფის ხილვებშია აღწერილი, ჩვენთვის ცნო-ბილია უფლის აღთქმით, რომელიც ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს ღვთის სიტყვით ეძლევა. ამგვარად ამ მანუგეშებელი აღთქმის თანახმად, იმედი იქონიეთ, რომ იხილავთ უფლის მიერ მონიჭებულ სიკეთეს ცხონებულთა მიწაზე, განიმტკიცეთ გულნი თქვენნი და და-უთმეთ უფალს (ფს. 26, 13-14). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.



უკან დაბრუნება