მთავარი > სხვადასხვა > ჭეშმარიტი ბედნიერება მიწაზე კი არა - ზეცაშია

ჭეშმარიტი ბედნიერება მიწაზე კი არა - ზეცაშია


19-11-2014, 00:01

ჭეშმარიტი ბედნიერება მიწაზე კი არა - ზეცაშია

 

 

 

სხენება ღირსისა მამისა ჩვენისა იოასაფ მეუდაბნოესი, ინდოეთის მეფის აბინასარის ძისა

 

   იმაში, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არსებობს, იქიდანაც ვრწმუნ-დებით, რომ ამქვეყნად არაფერი გვაკმაყოფილებს ბოლომდე და ამქ-ვეყნად არცერთ ადამიანს არ შეუძლია თქმა იმისა, რომ ის ბოლომდე ბედნიერია. მართლაცდა, მოიპოვეთ სიმდიდრე, ყოველგვარი დიდე-ბა და პატივი ამქვეყნად და მაინც არ დარჩებით კმაყოფილები, მაინც იოცნებებთ რაღაც უხილავ, უდიდეს ბედნიერებაზე. მაგრამ არსებობს ასეთი ბედნიერება? ცხადია, რომ არსებობს, რადგანაც სხვაგვარად ჩვენში არ იქნებოდა ჩადებული მისი უღრმესი და დაუსრულებელი ნატვრა. მაგრამ სად არის ის? როგორც ხედავთ, მიწაზე არ არის, გამოდის, რომ ღმერთთანაა-ზეცაში. ყოველივე მიწიერის არარაობას და ჩვენი უკვდავი სულის სურვილებს ხშირად რომ ვგრძნობდეთ, ძმებო, ძალიან მალე დავრწმუნდებოდით, რომ არსებობს იმქვეყნი-ური ცხოვრება და რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთადერთში შეგ-ვიძლია ბედნიერებისა და სიმშვიდის მოპოვება.

   როდესაც ინდოეთის მეფეს (იმჟამად ქრისტიანთა მდევნელს) აბი-ნასარს ვაჟი, იოასაფი შეეძინა, მან მთელი ქვეყნის ბრძენნი შეკრიბა და ძის მომავალი ბედის შესახებ გამოკითხა. ბრძენთაგან უხუცესმა მას ამგვარად განუმარტა უფლისწულის მომავალი:

   -ძე შენი ამ შენი სამეფოსი კი არა, გაცილებით უკეთესის მემკვიდრე გახდება და ვფიქრობ, რომ იგი ქრისტიანულ სამწუნოებას მიიღებს.-აბინასარი დამწუხრდა და ამ წინასწარმეტყველების შეცვლის მიზნით ახალი მშვენიერი სახლის აგება ბრძანა. შემდეგ კი თავისი ვაჟი იქ გამოუსვლელად დაამკვიდრა. ამასთან მან ვაჟთან რამდენიმე მზრდე-ლი დაადგინა და მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ სასტიკად დას-ჯიდა, თუკი მაშინ, როდესაც მისი შვილი ჭკუაში ჩავარდებოდა და კითხვებს დასვამდა, ისინი რაიმეს იტყოდნენ და საერთოდ ახსენებ-დნენ სიკვდილს, სიბერეს, ავადმყოფობას, სიღატაკეს, მხოლოდ სასი-ხარულო და საამო ამბები უნდა ეცნობებინათ, რათა მას საერთოდ არ სცოდნოდა, ამქვეყნად მწუხარებაც თუ არსებობდა. გავიდა რამდენი-მე წელი, იოასაფი გაიზარდა და ერთხელ ერთ-ერთ უახლოეს გამზ-რდელს ჰკითხა:

   -შენ დღიდან ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნები, ოღონდაც მითხა-რი, რატომაა, რომ მამაჩემი გამოუსვლელად ამ სასახლეში ყოფნას მა-იძულებს?-გამზრდელმა მას ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ამის შემდეგ, როგორც კი იოასაფი მამას შეხვდა, უთხრა მას:

  -მამა, იცი, რაოდენ მწუხარებას და ნაღველს განვიცდი იმის გამო, რომ ამ სასახლის გარეთ არ მიშვებ?-მამას შეებრალა თავისი ძე და გარეთ გასვლის ნება დართო, მაგრამ მისი თანმხლები პირები კვლავ მკაცრად გააფრთხილა, რომ მის ვაჟს არავითარ შემთხვევაში არ ენახა არც მოხუცები, არც ღატაკები, არც ყრუები, არც ბრმები და რომ ყველა ამის მსგავსი ადამიანი დაუყოვნებლივ განედევნათ იმ ადგილები-დან, სადაც მისი ვაჟი ინებებდა გავლას. გარკვეულ დრომდე ეს ბრძანება სრულდებოდა. მაგრამ ერთხელ, როდესაც იოასაფმა დაინა-ხა, რომ მისი თანმხლებნი ბრმებსა და კეთროვნებს სდევნიდნენ, გაკ-ვირვებულმა იკითხა, თუ ვინ იყო ეს ხალხი. მიუგეს, რომ ეს ის უბე-დური ადამიანები არიან, ვისაც სნეულება ეწვია. იოასაფი დამწუხრ-და და შინ დადარდიანებული დაბრუნდა. გზად მას კვლავ მოუწია შეხვედრა მოხუცთან, რომელიც კოჭლი, ერთიანად თმაგათეთრებუ-ლი და სრულიად უკბილო იყო და მასთან - ერთობ პირქუში გამომე-ტყველების მქონე.

   -ეს ვინ არის?-იკითხა იოასაფმა.

  -ეს ღრმად მოხუცებული ადამიანია,-მიუგეს მას.-ის თანდათანობ-ით უძლურდება და სიკვდილს ელოდება.

   -ჰიო რა მწარეა ცხოვრება!-შესძახა უფლისწულმა მაშინ,-მწარე და აურაცხელი მწუხარებით აღსავსე.-ამის შემდეგ იოასაფს უდიდესი მწუ-ხარება აღარ სტოვებდა და იგი საკუთარ თავს ეკითხებოდა:

   -სად არის ჭეშმარიტი ბედნიერება?-მისდა სანუგეშოდ ეს საკითხი ძალიან მალე გადაიჭრა მისთვის. ღვთის საგანგებო განგებულებით მასთან მივლენილმა ღირსმა ვარლაამმა აუხსნა უფლისწულს, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება ზეცაშია და არა-მიწაზე და იოასაფი თავად დარწმუნდა ამაში. ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, სრულად მიუ-ძღვნა საკუთარი თავი ღმერთს, თავისი ხალხი მონათლა, ხოლო თა-ვად ვარლაამთან ერთად უდაბნოში წავიდა, იქ ოცდათხუთმეტი წე-ლი გაატარა მარხვით, ლოცვითა და ცრემლით და ბოლოს მშვიდო-ბით წარსდგა უფლის წინაშე.

   განა ეს ამბავი არ ცხადყოფს, ძმებო, რომ ადამიანი ბოლომდე ბე-დნიერი დედამიწაზე ვერასოდეს იქნება? იოასაფი ხომ ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე რამენაირ მწუხარებას და უბედურებას ნახავდა, ეუბნე-ბოდა მამამისს, რომ უდიდეს მწუხარებასა და ტანჯვას განიცდიდა?! ხოლო, როდესაც ბოლოს და ბოლოს ადამიანური სატანჯველი ნახა, გულის სიღრმიდან შესძახა:

   -ჰოი რა მწარეა ცხოვრება! მწარე და აურაცხელი მწუხარებით აღ-სავსე.-თუკი ამქვეყნიური ცხოვრების აზრს ჩვენც ღრმად ჩავწვდებით, მაშინ იოასაფთან ერთად ამასვე გავიმეორებთ მის შესახებ. ხოლო, თუკი ეს ნამდვილად ასეა, მაშინ ამქვეყნად არაფერზე უნდა ვზრუნავ-დეთ იმგვარად, როგორც საკუთარ უკვდავ სულზე და იმით ვმდიდ-რდებოდეთ, რაც მარადიულ სამყოფელში წაგვყვება, ანუ-კეთილი საქმეებით, და განსაკუთრებულად უნდა გვახსოვდეს, რომ იგი, ვინც საუკუნო ცხოვრებისათვის არ ემზადება, საკუთარი თავის უბოროტე-სი მტერია. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.



უკან დაბრუნება