მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მორჩილებით ჩვენ ვარცხვენთ ეშმაკს და ჩვენგანაც და სხვებისგანაც განვდევნით

მორჩილებით ჩვენ ვარცხვენთ ეშმაკს და ჩვენგანაც და სხვებისგანაც განვდევნით


18-11-2014, 00:01

მორჩილებით ჩვენ ვარცხვენთ ეშმაკს და ჩვენგანაც და სხვებისგანაც განვდევნით

 

შესახებ მორჩილების სწავლებიდან, - რისიც ეშმაკებს ძალიან ეშინიათ

   რადგანაც ეშმაკმა ამპარტავნების გამო უარი თქვა უფლის ნების მო-რჩილებაზე და ამპარტავნებისავე გამო იყო ზეციდან დამხობილი, ნათელია, რომ ეს ცოდვა, როგორც ეშმაკის-უფლის მტრისა და ადამი-ანთა სულთამხუთავის მთავარი ცოდვა, განსაკუთრებით საძულვე-ლია უფლისათვის. აქედანვე უნდა დავასკვნათ, რომ თუკი ეშმაკე-ბისათვის ამპარტავნება განსაკუთრებით საამოა, მაშინ მორჩილება მისთვის განსაკუთრებით აუტანელი უნდა იყოს. დიახ, ძმანო, ეშმაკს არ შეუძლია მორჩილების ატანა, ამ სათნოების მქონებელი კი არც-ხვენს ეშმაკს და აძევებს როგორც საკუთარი თავისაგან, ასევე-სხვე-ბისაგანაც.

  ერთი ეგვიპტელი დიდებულის ასულს მძვინვარე ეშმაკი ჰყავდა დაუფლებული და სასტიკად აწამებდა. საბრალო მამამ აღარ იცოდა, რა ეღონა და რჩევისათვის ერთ-ერთ თავის საყვარელ ბერს მიმართა, მან კი ასეთი რამ შესთავაზა:

   -არ ვიცი, ვის შეუძლია შენი ასულის განკურნება, ჩემი ნაცნობი რამდენიმე განდეგილის გარდა, მაგრამ არა მგონია, ამ საქმეს ხელი მოჰკიდონ, რადგანაც ყველაზე მეტად ამოსფლიურ დიდებას ვერ იტანენ. თუმცა, აი, რა შემიძლია გირჩიო: როდესაც ისინი ბაზარში თავისი ხელსაქმის გასაყიდად მოვლენ, შენ შეიძინე მათი ნაკეთობანი და უთხარი, რომ ფულს სახლში გადაუხდი. შენთან შემოსვლისას, ისინი, რა თქმა უნდა, ლოცვას აღავლენენ, და მე დარწმუნებული ვარ, ეშმაკი შენს ასულს მაშინვე განეშორება.-დიდებულიც ისე მოიქცა, როგორც ბერმა ურჩია. როდესაც ბაზარში ღირსი მაკარის ერთ-ერთი მოწაფე შეხვდა, რომელიც კალათებს ჰყიდდა, მან შეიძინა ხელსაქმე, და სთხოვა, რომ ფულისათვის მასთან სახლში შეევლო. ბერი და-თანხმდა. შევიდა თუ არა სახლში, დიდებულის ეშმაკეული ასული მაშინვე დაეძგერა და ლოყაში გაარტყა. წმინდანს წარბიც არ შეუხრია, ისე მიუშვირა მცნებისაებრ მეორე ლოყა. და დემონის ყვირილიც გა-ისმა:

  -ვაიმე! მისი მორჩილება აქედან განმდევნის! და მაშინვე დატოვა ავადმყოფი.

   ამ ამბიდან იხილეთ, თუ რა დიდი ჭირია მორჩილება ეშმაკისათვის და თქვენც აღიჭურვეთ მისით, ძმებო. მისი საშუალებით თქვენი მტრის მიერ პირფერულად ნატყორცნ ისრებს მოიგერიებთ და უფა-ლსაც აამებთ. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.



უკან დაბრუნება