მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მწუხარე ფიქრების შესახებ
მწუხარე ფიქრების შესახებ14-11-2014, 00:01 |
იოანე ოქროპირის შეგონება მარადიული ტანჯვისა და ცათა სასუფეველის შესახებ: და რომ მუდამ გვახსოვდეს დღე აღსასრულისა
უფლის სიტყვა გვავალებს, ზოგჯერ ისეთ რამეზეც ვიფიქროთ, რაც ჩვენში მწუხარებას გამოიწვევეს. მაგალითად, უფალი გვეუბნება: მთელი სულით მოიქეცით ჩემდა მარხვის, ტირილისა და გო-დებისას. ზირაქის უბრძნესი ძე კი გვასწავლის: (ზირ. 7, 36). რისთვის მოგვიწოდებს უფლის სიტყვა ასეთი მწუხარე ფიქრებისაკენ ხან ცო-დვების, ხანაც სიკვდილის შესახებ? ეს იმისათვის, ძმანო, რომ ეს მწუხარე ფიქრები ამ ცხოვრებაშივე გვიხსნიან მომავალი ცხოვრების მარადიული მწუხარებისაგან. ამ ჭეშმარიტების ახსნას ჩვენ თვითონ არ მოვყვებით. დაე, წმ. იოანე ოქროპირმა, მსოფლიო მოძღვარმა აგი-ხსნათ და დაგიმტკიცოთ. მაშ, უსმინეთ მას: მოდით, საყვარლებო, ჩვენს სინდისს ჩავუღრმავდეთ,-გვეუბნება ის-ჩვენი ცოდვები გავიაზროთ და მსჯავრი ჩვენ თვითონ დავდოთ საკუთარ თავს, რომ უფლის სამსჯავროზე არ მოგვიწიოს პასუხგება. ჰოი, რა საშინელია ეს სამსჯავრო! რა საზარელია ის ადგილი, სადაც ცეცხლოვანი მდინარე მოედინება! აი, ანგელოზნი ჩნდებიან, ცოდვი-ლთათვის დარბაზის კარი იკეტება, სანთლები ქრება, ცოდვილნი ცეცხლის ბრძმედში შედიან. რომელიმე ჩვენგანის საიდუმლო ცოდვა მთელი ხალხის წინაშე რომ გაცხადდეს, განა ეს ადამიანი არ ინატ-რებდა, რომ მიწა გაეპოს ფეხქვეშ და პირი უყოს? წარმოიდგინეთ, რაღა იქნება უფლის საშინელ სამსჯავროზე, ამ უდიდეს სანახაობაზე, როდესაც ჩვენი ცოდვები მთელი სამყაროს წინაშე გაცხადდება და წარმოსდგება, ყველა ნაცნობებისა და უცნობის თვალწინ? მითხარით, როგორი შესახედავნი ვიქნებით, როდესაც შებოჭილნი, კბილთა ღრჭენით ცეცხლის გეენაში განვიდევნებით? საშინელია, მაგრამ ამგ-ვარი წარმოსახვები სასიკეთოცაა ჩვენი სულებისათვის, რადგანაც, როდესაც ასეთ მომავალზე ვფიქრობთ-ზეციური სასუფევლის დაკარ-გვა, ავადმყოფობა, გეენა, მარადიული ბორკილი, გარეგანი წყვდიადი, დაუცხრომელი მატლი, კბილთა ღრჭენა, კაეშანი, ცეცხლის ჩაუქრო-ბელი მდინარე. - მაშინ, ამ ყველაფრის წარმომასახველნი, არამ ქონე-ბას დავუტევებთ, უხრწნელი სიმდიდრის შეგროვებაზე ვიზრუნებთ, თავს დავაღწევთ მარადიულ სამსჯავროს და მომავალი კეთილდღე-ობის ღირსნი შევიქნებით. აი, ამის გამო უნდა გამოვიაროთ მწუხა-რება ამქვეყნად, რომ შემდეგ მარადის ვხარობდეთ. და თუ აქ არ ვიდარდებთ, მაშინ მწუხარება მომავალ ცხოვრებაში გველის. რატომ არ გვინდა, ამ ცხოვრების გატარება წუხილში, თუკი ამით მომავალ სამარადისო განსვენებას მოვიპოვებთ? გევერდებით, სჯობს, აქ ვიყოთ კვნესა-ვაებაში, რომ, სააწინააღმდეგო შემთხვევაში, მერე არ ვინანოთ. ჩვენი ტირილი ამქვეყნად სასარგებლოა ჩვენთვის და-სათნო ღვთი-სათვის; მომავალ ცხოვრებაში კი ვაება უნაყოფოდ დარჩება. მართა-ლია, აქაც გვაქვს ხოლმე ხანმოკლე სიხარული, მაგრამ მას დაუსრუ-ლებელი მწუხარება მოჰყვება. მაშ, დარდობდეთ, საყვარელნო, ვიდრე ჯერ კიდევ დროა. ამგვარად, მართალნი ვიყავით, როცა გეუბნე-ბოდით, რომ უფლის სიტყვა მოგვიწოდებს, აქ გამოვიაროთ მწუხარე ფიქრები, რათა მომავალ ცხოვრებაში ხსნა მოვიპოვოთ. ხომ გესმათ წმ. ოქროპირის ნაუბარი:-მწუხარება ამ ცხოვრებაში უნდა გამოვიაროთ, რომ შემდეგ საუკუნოდ ვხარობდეთო.-აქედან ნათელია, რომ უფალმა ყველაფერი ბრძნულად განაგო და რომ ყველაფერი ჩვენს ცხონებას და ნეტარებას ემსახურება. ტირილიც საჭიროა და მწუხარე ფიქრებიც სასარგებლოა. ჩვენც ნუ დავუტევებთ ამ უკანასკნელთ. ვიფიქროთ სამსჯავროზე, სიკვდილსა და ცოდვილთა მარადიულ ტანჯვაზე. ჩვენი ცოდვების სრული შეგნებით, შემუსვრილი გულით წარვსდგეთ უფლის წინაშე და ქრისტე მაცხოვრის განუსაზღვრელი წყალობის მოიმედენი, ლოცვით ვევედროთ, რომ ცოდვები დაგვატევებინოს, ჩვენი დანაშაული თავისი უსაზღვრო კეთილმოქმედებით გადაფაროს, თავისი მადლი მოგვფინოს და ცხონების გზაზე გვიწინამძღვროს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |