მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ქადაგების სიმარტივე

ქადაგების სიმარტივე


13-11-2014, 00:01

ქადაგების სიმარტივე

 

წმ. ოქროპირის ცხოვრებიდან

 

   თქვენგან მათ, რომელნიც მიჩვეულნი ხართ წმ. წერილის კითხვას, განსაკუთრებით შეგახსენებთ ხოლმე, რომ უბრალო ხალხს, რომელ-ნიც ცხონებას ეძიებენ, შეძლებისდაგვარად, ცოტ-ცოტა მაინც წაუკით-ხოთ წმ. წერილიდან ხორციელი მოთხოვნილებებისა და ღვთისმოსა-ობის შესახებ. მაგრამ, სამწუხაროდ, წამკითხველთაგან არცთუ იშვია-თად მესმის მათ მსმენელთა იმგვარი შეფასებანი, რაც დამშვიდების საფუძველს სულაც არ იძლევა.

   -შენი რჩევის თანახმად, მომსვლელებს საღვთო წიგნებიდან ვუკით-ხავთ,-მეუბნებიან ისინი-მაგრამ ვერაფერს გებულობენ. როგორ მოვიქ-ცეთ?

  ძმანო, წამკითხველნო და დამრიგებელნო! როგორ განგსაჯოთ თქვენ და თქვენი მსმენელები? მათ ხომ არ მივმართო შეგონებით, რომ მეტი ყურადღება მოიკრიბონ? მაგრამ, როგორც ჩანს, მათ უყურადღებობას ვერ დავწამებთ; რადგანაც, რომ არ სურდეთ ყურად იღონ, თავისი ნებით არ მოვიდოდნენ თქვენთან. მათ ხომ ძალას არავინ ატანს. და თქვენ რომ გისაყვედუროთ? ვშიშობ, არ გაგანაწყენოთ. ყოველ შემ-თხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მტრის ამბორისყოფას მეგობ-რისგან მიღებული წყლულები სჯობს, იმედი მაქვს, წყენის გარეშე მო-მისმენთ.

   თქვენი სწავლების წარუმატებლობა ისევ თქვენგან გამომდინარე-ობს. განა სამართლიანია, მოითხოვოთ თქვენს მსმენელთაგან, რომ რასაც წაუკითხავთ, მაშინვე ისე კარგად გაიგონ, როგორც თქვენ თა-ვად გესმით? განა შეიძლება მათი განსჯა საკუთარი თავის მიხედ-ვით? ნუ გავიწყდებათ, რომ თქვენ უკვე მიაღწიეთ სულიერ სიმწიფეს, ისინი კი ჯერაც ჩვილნი არიან.

   თქვენ უფლისაგან მიღებული გაქვთ, ვთქვათ, ხუთი ტალანტი, მათ კი-მხოლოდ ერთი; თქვენ ძლიერები ხართ, ისინი კი-უძლურნი. რო-გორ ადრით მათ საკუთარ თავს? დაფიქრდით, ზრდასრულ ადამიანს ხომ მაგარი საკვების მონელებაც შეუძლია, ჩვილს კი-არა. ესეიგი, თქვენს მსმენელს სწორედ ისე უნდა მოექცეთ, როგორც პატარა ბავშვებს. მოუყევით მათ ყველაზე მარტივი, რაც კი საღვთო წერილში გინახავთ. წაუკითხეთ ის, რაც მკაფიოა და გასაგები, და დამიჯერეთ, ისინი აუცილებლად გაიგებენ. ამის შემდეგ, როდესაც ისინი თქვენი ხელმძღვანელობით ძალებს მოიკრებენ, უკვე შეგიძლიათ, უფრო რთულზე გადახვიდეთ, და მაშინ დაინახავთ, რომ რთულსაც დაძ-ლევენ. ისმინეთ, რა წერია ამის შესახებ წმ. ოქროპირის ცხოვრების აღწერაში:

   ერთხელ, ერთმა დედაკაცმა, რომელმაც იოანეს მოუსმინა და მისი თქმულიდან ვერა გაიგო-რა, ხმა აღიმაღლა ხალხიდან და ასე მიმარ-თა: სულიერო მოძღვარო, უკეთ კი იოანე ოქროპირი! ჩვენი მოკლე ჭკუით ვერ შევმწვდარვართ შენი სიტყვების სიბრძნეს...-წმ. ოქროპი-რი მიხვდა, რომ უბრალო ხალხისთვის არ არის სასარგებლო მაღალი სიბრძნის სიტყვებით საუბარი და მას შემდეგ ცდილობდა, მარტივი, დამრიგებლური სიტყვებით შეემკო თავისი საუბრები; ისე რომ ყვე-ლაზე უბრალო მსმენელსაც გაეაზრებინა და სარგებლობა მიეღო.

   ამგვარად, როგორც ხედავთ, თვით წმ. ოქროპირმა ჩათვალა საჭი-როდ, რომ სწავლულის ენა მდაბიოთა ენით შეეცვალა, რათა მათი სულები ეხსნა. თქვენც ასევე მოიქეცით. უეჭველია, რომ ამის შემდეგ თქვენი აზრი თქვენს მსმენელთა შესახებ მათ სასარგებლოდ შეიცვ-ლება. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება