მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მოწყალების შესახებ

მოწყალების შესახებ


11-11-2014, 00:03

მოწყალების შესახებ

 

   გულმოწყალებას დიდი კადნიერება გააჩნია: შებოჭილს ბორკილს ახსნის, წყვდიადს გაფანტავს, ცეცხლს დააცხრობს, მატლს დათრგუ-ნავს, კბილთა ღრჭენას განდევნის და დიდი სიხარულით განხსნის ჩვენთვის ზეციურ კარიბჭეს. სამართლიანია თუ არა წმ. ოქროპირის მიერ გამოთქმული ეს აზრი მოწყალების შესახებ? დიახ, ძმებო, სავ-სებით სამართლიანია და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ.

   შეკრულს ხუნდებს ახსნის, ანუ ადამიანს ცოდვებისაგან ათავისუფ-ლებს. ამას ამტკიცებს გადმოცემა სიმონ ფარისეველის სახლში უფ-ლის სტუმრობის შესახებ. ამ სახლში მყოფმა ერთმა ქალმა, თავისი ცოდვების გამო ყველასაგან უარყოფილმა, უფლისათვის მოწყალება გაიღო. ძვირფასი ნელსაცხებლით სავსე ალაბასტრის ჭურჭილით ხე-ლში შემოსული, იესოს ფეხებთან დაემხო, ცრემლებით ულტობდა, თმით უმშრალებდა და ნელსაცხებელს სცხებდა. ამის შემხედვარე უფალმა სიმონს უთხრა: გეტყვი შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. შემდეგ კი დედაკაცს მიმართა: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი (ლუკა 7,4). მოწყალება - განაგრძობს წმ. ოქროპირი - ბნელს განფანტავს, ე. ი. ადამიანს უფლის ჭეშმარიტი შემეცნებისათვის უხელს თვალს და ეშმაკის მზაკვ-რობისაგან განაშორებს. პირველს კორნილიუს ასისთავის ისტორია გვიმოწმებს. ის, - ჯერ კიდევ წარმართობისას,-არაჩვეულებრივად გულმოწყალე იყო. ამისთვის წარგზავნა მასთან უფალმა თავისი ანგელოზი, რათა მას კორნილიუსი ღვთის შემეცნების ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა. მან კორნილიუსს უთხრა: ლოცვანნი შენნი და ქველის საქმენნი შენნი აღვიდეს სახსენებელად შენდა წინაშე უფლისა. და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქვიან პეტრე (საქმ. 10, 4-5). და მართლაც, მალე კორ-ნილიუსი მოინათლა და ცხონების ღირსი შეიქმნა.

   რაც შეეხება მეორეს, ანუ იმას, რომ გულმოწყალება ადამიანს ეშ-მაკის ხრიკებისაგან იცავს, ეს აშკარა ხდება ტობითის ისტორიიდან. აი, რას წერს ის საკუთარ თავზე: მრავალი მოწყალება გამიღია ჩემს მოძმეთათვის. ვუყოფდი ჩემს პურს მშიერთ და მოსასხამს - ში-შველს-ტიტველთ. თუ დავინახავდი ვინმეს, მკვდარსა და გადა-გდებულს ნინევეს კედლის გარეთ, ვმარხავდი (ტობ. 1, 16-17). ამი-სთვის დაუბრუნა უფალმა მას მხედველობა და მშვიდი ცხოვრებით დააჯილდოვა, ხოლო მისი ძე ეშმაკისაგან დაიხსნა.

   წმ. ოქროპირი აგრეთვე ამბობს, რომ გულმოწყალება აცხრობს ცე-ცხლს, კლავს მატლს და კბილთა ღრჭენას აგვარიდებს. ამ ჭეშმარი-ტებას ნეტარი ავგუსტინეც გვიმოწმებს, როდესაც ამბობს: გეენის ბჭეთა წინა დგას გულმოწყალება და საპყრობილეში მოხვედრას არა-ვის ანებებს (საუბ. 39, საკითხი 50).

   დაბოლოს, წმ. ოქროპირი წერს, რომ მოწყალება დიდი სიხარულით აღებს ზეციურ კარიბჭეს. ეს უკანასკნელი წმ. ფილარეტ მოწყალის ცხოვრებიდანაც ჩანს. მისი აღსასრულის შემდეგ ერთმა მისმა ნათე-სავმა იხილა ნათლითა და სიხარულით აღსავსე სამოთხე. იქ ტკბილი კეთილსურნელება ავსებდა ჰაერს, ნაზი სიო არხევდა ყვავილებითა და ნაყოფით დაფარულ მშვენიერ ხეებს. ენა ვერ აღწერს ყველა იმ მადლს, რომელიც უფალმა თავის მოყვარულ ადამიანებს გაუმზადა. ფი-ლარეტის ნათესავმა იქ იხილა თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მართალნი, რომელნიც ზეციური ნეტარებით ტკბებოდნენ. მათ შორის იყო ტახტზე მჯდარი ერთი ბერი, რომელიც მან მაშინვე ვერ იცნო. ერთი მხრიდან მას ახლადნათელღებული ბავშვები შემოხვეოდნენ-ხელში სანთლებით; ხოლო მეორე მხრიდან-გუნდად გლახაკები, რომ-ლებიც მასთან მიახლოებას ცდილობდნენ. ფილარეტის ნათესავმა ერთ ყმაწვილს ჰკითხა:

   -ვინ არის ეს ბერი, ამ წმინდა კაცთა შორის ტახტზე რომ დამჯდარა? აბრაამი ხომ არაა?-მან კი მიუგო:

 -ეს ფილარეტ მოწყალეა, რომელიც აქ მკვიდრობს გლახაკთა და უპოვართა სიყვარულისათვის.

   ამგვარად, ძმანო, წმ. ოქროპირს მართალი უთქვამს, როდესაც გვარწ-მუნებდა, რომ გულმოწყალება შეკრულს ბორკილებს ახსნის, წყვდი-ადს გაფანტავს, ცეცხლს დააცხრობს, მატლს მოკლავს, კბილთა ღრჭე-ნას აგვარიდებს და დიდი სიხარულით გახსნის ზეციურ კარიბჭეს. ახლა, როდესაც უკვე ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვები, რისი კე-თება გვმართებს, ძმანო? რა თქმა უნდა, გულმოწყალების. რაგვარად? უფლის სიტყვის მიხედვით სამართალი გაუჩინე ქვრივს, გაიკითხე უპატრონო, შეეწიე გაჭირვებულს, დაიცავი ობოლი, შემოსე ში-შველი, იზრუნე ბეჩავსა და სუსტზე, ნუ დასცინებ კოჭლს, უმწეო დაიცავი, იხილოს ბრმამ ჩემი დიდება. შეიფარე ბერი და ჭაბუკი შენს კედლებს შორის. სადაც კი მკვდარი ნახო, საფლავის ნიშანი აღუმართე (3 ეზრ. 2, 20-23). და თუ ჩვენც ამგვარად მოვიქცევით, წმ. ოქროპირის სიტყვისაებრ, მოწყალება ჩვენთვისაც დიდი სიხარულით გააღებს ზეციურ კარიბჭეს და ჩვენ თვალნათლივ დავრწმუნდებით უფლის სიტყვების ჭეშმარიტებაში: (მათ. 5,7). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება