მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ღვთის შიშის შესახებ

ღვთის შიშის შესახებ


7-11-2014, 07:17

ღვთის შიშის შესახებ

 

წმინდა მოწამე თეოდოტე მეხამარეს ცხოვრებიდან

 

   წმინდანთა ცხოვრების კითხვისას ხშირად წავაწყდებით ხოლმე გა-დმოცემას შესახებ იმისა, თუ მრავალი ავაზაკთაგანი, სიძვის დიაცთა-განი თუ სხვა დიდ ცოდვილთაგანი როგორ ტოვებდნენ ავ ცხოვრებას, ღმერთისკენ მიიქცეოდნენ, ღვთის გულმოდგინე მსახურნი ხდებოდ-ნენ და შემდგომ, მათი წმინდა ცხოვრების ჯილდოდ, სასწაულმოქ-მედების ნიჭიც კი ეძლეოდათ. მითხარით, ძმანო, რა იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენგან ხსენებული ადამიანები ზურგს აქცევდნენ ჩვენი ხსნის მტერს და ღმერთს მიმართავდნენ, ცოდვას სათნოებას არჩევ-დნენ და დამღუპველი გზის დამგდებნი, მართალ გზას ადგებოდნენ? არ ვიცით, თქვენ რა მიზეზს დაასახელებთ, მაგრამ ჩვენ, ჩვენის მხრივ, ვფიქრობთ, რომ ცოდვილთა მონანიებისაკენ მიმდრეკი და მართალი ცხოვრების დაწყების მთავარი მიზეზი ღვთის შიში გახლ-დათ. თქვენ ალბათ იკითხავთ: საიდან ჩანს ეს? ამაზე მოგიგებთ, რომ ეს ცხადი ხდება შემდეგი მაგალითებიდან:

   მართალია, ქრისტიან მშობელთა შვილი იყო წმინდა მოწამე თეო-დოტი, მეხამარედ წოდებული, მაგრამ სიჭაბუკეში მანკიერი მიდრეკი-ლებები გააჩნდა. ძლიერ ანგარებიანი იყო და სარგებელის სანახავად გახსნა ხამარი, ანუ, როგორც მის ცხოვრებაშია ნათქვამი, დამღუპველი სახლი. იმ ძველ დროში, როდესაც თეოდოტი ცხოვრობდა, ხამარის გახსნა ნიშნავდა, რომ დასაღუპად გაგეწირა ადამიანთა სულები, გაგერყვნა ისინი, გეიძულებინა, ადრიანად ესვათ და ეჭამათ, ღმერთი დაევიწყებინათ და დაეღუპათ როგორც ღირსება თავისი, აგრეთვე ქონებაც. ამ სამარცხვინო მიზნით გახსნა თეოდოტიმ თავისი ხამარი. დიდხანს ინახავდა მას სარგებლის მიღების გამო თუ არა, ჩვენთვის უცნობია, ვიცით მხოლოდ ის, რომ ერთხელ თეოდოტზე აღსრულდა სიტყვა წერილისა: უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაი-ხსნის კაცი (იგავ. 16,6). ერთხელაც თეოდოტი გონს მოეგო, გაიხსენა ღმერთი, სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო და ჯოჯოხეთი-და ცოდ-ვილის გულში ღვთის შიშმა შეაღწია. თეოდოტემ დამღუპველი სახლი დაუყოვნებლივ ხსნის სახლად აქცია. მას შემდეგ იგი თავის ხამარში მშივრებს აპურებდა, მწყურვალს წყალს ასმევდა, შიშველს მოსავდა და შეეწეოდა ეკლესიებსა და მათ მსახურებს. იგი ძალიდან ძალში ამა-ღლდა თავის სულიერ წარმატებაში, საბოლოოდ კი უშიშრად აღიარა ღმერთი ქრისტიანთა მდევნელების წინაშე, რის გამოც მიჰკერძეს სა-ზარელი წამება და სიკვდილი და რითაც მოწამის გვირგვინი მოიპოვა.

   კიდევ სხვა მაგალითი: ღირსი დავითი, ვის ხსენებასაც წმინდა ეკ-ლესია ექვს სექტემბერს აღნიშნავს, თავდაპირველად ავაზაკი იყო: მრავალ ბოროტებას სჩადიოდა, მრავალ ადამიანს უსწრაფებდა სიცო-ცხლეს. იმგვარი იყო იგი, რომ არავინ იყო ბოროტებით მისი მსგავსი, როგორც მისი ცხოვრების აღმწერელი მოგვითხრობს. ერთხელაც, როდესაც მთაზე იჯდა და ისვენებდა თავის ამხანაგებთან ერთად, იგი დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე, შეზარა საკუთარმა ბოროტმა საქ-მეებმა, შეინანა და გადაწყვიტა, დარჩენილი ცხოვრება ღვთის მსახუ-რებაში გაელია. მან მიატოვა თანამზრახველნი, მივიდა ერთ მონას-ტერში და, როგორც ნათქვამია, იწყო მოღვაწეობა თავშეკავებით და თავს მოიზღუდავდა მორჩილებით. და მონასტერში მყოფთ სამოც-დაათსავე ძმას აღემატა. აი, ამგვარად შეცვალა დავითის ცხოვრება მის გულში გაჩენილმა ღვთის შიშმა.

   აქედან კი, ძმანო, ცხადი ხდება, რომ სწორედ ღვთის შიში იყო ყვე-ლა ცოდვილის მონანიებისკენ და მართალი გზისკენ მოქცევის უმთა-ვრესი მიზეზი. და ამ ჭეშმარიტებას, გარდა მოხმობილი მაგალითე-ბისა, წმინდა იოანე ოქროპირიც გვიდასტურებს: თუკი გვეხსომება,-ამბობს იგი,-რომ ღმერთი ყველგან სუფევს, ყოველი ესმის, ყველა-ფერს ხედავს-არათუ ჩვენს საქმეებსა და სიტყვებს, არამედ ჩვენს ზრახვებსა და ფიქრებსაც-მაშინ ვერ გავბედავთ, ჩავიდინოთ, წარმოვ-თქვათ თუ გავიფიქროთ რამე უკეთური.

  ამიტომ მუდამ ვიზრუნოთ საიმისოდ, რომ გულებში ღვთის შიში განვიმტკიცოთ. ამისათვის კი რაც შეიძლება ხშირად წარმოვიდგი-ნოთ, რომ დაგვცქერის ყველას ყოვლისმხილველი და მართლმსა-ჯული ღმერთი, რომ ადრე თუ გვიან ყველას სიკვდილი გველის, რომ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი და რომ ოდესმე ღვთის საშინელ სამსჯავროზე წარვსდგებით. და, რასაკვირველია, თუკი ასე მოვიქცე-ვით, მაშინ აზრად არაფერი მოგვივა ავი და ღვთისსაწინააღმდეგო და განახლებულ ცხოვრებას დავუდებთ სათავეს. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


უკან დაბრუნება