მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა მოვიქცეთ სახალხო უბედურებათა დროს
როგორ უნდა მოვიქცეთ სახალხო უბედურებათა დროს6-11-2014, 00:01 |
ღვთის კაცთმოყვარეობის გამო ზეციდან ჩამოდენილი ფერფლის მოხსენიება
ხდება ხოლმე, ძმანო, რომ უფლის დაშვებით ზოგჯერ სახალხო უბედურება გვეწვევა ხოლმე; მაგალითად: გვალვა, ავდარი, ჭირი, ში-მშილი და სხვა განსაცდელნი. რა უნდა ვაკეთოთ ამ დროს უბედურე-ბისგან თავდასაღწევად? უწინარეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ, რომ თავსდატეხილი განსაცდელი ჩვენთა ცოდვათა შედეგია; შემდეგ, უნ-და ვიგლოვოთ ჩვენი ცოდვები და მოვინანიოთ; დაბოლოს, უნდა შევასრულოთ საყოველთაო ლოცვები და ღმერთს შეწყალებას ვევედ-როთ. ბერძენი იმპერატორის ლეონის მეფობის მეთვრამეტე წელს, ნოემ-ბრის მეექვსე დღეს, შუადღისას ცარგრადში მთელი ცა შავი ღრუბ-ლებით დაიფარა, შემდეგ კი მასზე ცეცხლოვანმა კვამლმა დაიწყო დენა. ამგვარად გრძელდებოდა ორმოცი დღის მანძილზე. ხალხმა იფიქრა, რომ ცეცხლით დაიდაგებოდნენ, შეძრწუნდნენ და აღარ იცოდნენ, რა ექნათ. მაგრამ, საბედნიეროდ, მათი დაბნეულობა დიდ-ხანს არ გაგრძელებულა. ადამიანები მალევე მიხვდნენ, რომ ერთა-დერთ იმედად ღვთის შემწეობა რჩებოდათ და მას მიმართეს ვედრებით. მეფე ლეონი და პატრიარქი გენადი ქალაქის მთელ მოსახლეობასთან ერთად ყოველდღე ლიტანიას აწყობდნენ ქალაქის გარშემო; ყველა ეკლესიასთან ვედრებას აღავლენდნენ და ყველანი, დიდით პატარამდე, ცხარე ცრემლებს ღვრიდნენ. როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, მრავალი ცრემლი ღვარეს ქრისტიანებმა, მრავალი იგოდეს და მრავალი მწარე ოხვრა აღმოხდათ გულის სიღრმიდან, რათა უფალს ავი ცეცხლი გაექარვებინა. ამგვარ ცრემლიან ლოცვას ფუჭად არ ჩაუვლია, ღმერთმა თავისი გულმოწყალება გაუცხადა მლოცველებს და უბედურებამაც გადაიარა. ისმინეთ ამგვარი მაგალითიც: ნოვგოროდის არქიეპისკოპოსის იო-ნას ზეობის დროს ქალაქში ჭირი გაჩნდა. იონამ ხალხს მიმართა: -უფალი იმად გვსჯის, რომ განუწყვეტლივ ვცოდავთ, ცოდვებს კი არ ვინანიებთ. ხალხმა გაიგო მღვდელმთავრის სიტყვების აზრი, გულისხმაჰყო ის-ინი და თავის მოძღვართან ერთად პარაკლისი აღავლინა. და აღსრუ-ლდა, ასე ვთქვათ, საყოველთაო მონანიება. ამის შემდეგ ჭირი ჩაცხრა და მოქალაქენი არათუ აღარ ავადდებოდნენ, არამედ ავადმყოფებიც გამოჯანმრთელდნენ. მაშასადამე, მართალია, რომ საყოველთაო უბედურების დროს უნდა ვიფიქროთ, რომ განსაცდელი ჩვენს ცოდვათა გამო დაგვატყდა, უნდა ვიგლოვოთ ეს ცოდვები, მოვინანიოთ და საერთო ლოცვით ვევედ-როთ ღმერთს ჩვენს შეწყალებას. აუცილებლად ასე უნდა მოვიქცეთ; რადგანაც ამგვარი მონანიებითა და ლოცვით მოიპოვეს შეწყალება ნინევიელებმა; და უფრო ადრეც, სამუელის დროს, ეპატიათ სასჯელი იუდეველებს; და ისრაელის მსაჯულთა თითქმის მთელი ისტორია ამასვე გვიმოწმებს. ამის გათვალისწინებით კი, როდესაც ჩვენსავე ცოდვათა გამო თავს რაიმე ბოროტება დაგვატყდება, უპირველეს ყოვლისა, მორჩილებით მივიღოთ უფლის მტკიცე ხელი, შევეცადოთ, სამუდამოდ დავამსხვრიოთ ჩვენში ცოდვილ ჩვევათა და ვნებათა ხუნდები, დავიტიროთ ჩვენი ადრინდელი ურჯულოება და ჩვენს საერთო მამას-უფალს-მივმართოთ შეწყნარებისა და მიტევების ვედ-რებით. და მაშინ კი უეჭველია, რომ იგი, ვით უსასრულოდ მოწყალე, კვლავ წყალობით მოგვხედავს და თავსდატეხილ გასაჭირს აგვაცი-ლებს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |