მთავარი > სხვადასხვა > მონაზვნური ყოფის ჭაბუკ მეტრფეებს
მონაზვნური ყოფის ჭაბუკ მეტრფეებს5-11-2014, 00:01 |
ამბავი წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრებიდან
მეხუთე მცნება: პატივ-ეც მამასა და დედასა შენსა, შვილებს, სხვა ვალდებულებათა შორის, აკისრებს იმასაც, რომ ასაზრდოონ და მოასვენონ მშობლები მათი სიღარიბის, ავადმყოფობის და მოხუცე-ბულობის დროს. სამწუხაროდ, ხშირად ვხდებით მოწმენი, რომ შვილები ამა თუ იმ სახით არღვევენ ამ ვალდებულებას. მაგალითად, ზოგიერთი ახალგაზრდა, ვინც ღვთისმოსავი, მკაცრად ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვრებს გარკვეულ ჟამს, ზოგჯერ სულიერ ამპარტავ-ნებაში ჩავარდება ხოლმე და ფიქრობს, რომ ერში დარჩენა არ უღირს, რომ შეუძლია და ევალება, დატოვოს სოფელი და მონაზვნურ ცხო-ვრებას შეუდგეს. და აი, ახალგაზრდა ბედის ანაბარა ტოვებს მოხუ-ცებულ მამასა და დედას და მიდის. იგი მიდის, მშობლები კი ყი-ნულზე ამოგდებული თევზივით უმწეონი რჩებიან, სიცივე და შიმში-ლი სტანჯავთ და იძულებულნი არიან, ვით გლახებმა, მეზობლებს მოწყალება გამოსთხოვონ. მოსაწონია თუ არა ამგვარ ახალგაზრდათა საქციელი? არ ვიცი, თქვენ რას ეტყოდით მათ; მე კი, ჩემის მხრივ, მონაზვნური ყოფის ამგვარ მოყვარეებს ვურჩევდი, მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ამგვარ შემთხვევაში მოიქცა ღვთის სათნომყოფელი წმინდა ოქროპირი. წმინდა ოქროპირი, ვინც ადრე დაკარგა მამა, ათენს წავიდა, იქ წი-გნიერი სიბრძნე შეისწავლა, შემდეგ კი შინ, ანტიოქიაში, დაბრუნდა და გადაწყვიტა, სოფელს განშორებოდა და მონაზვნად აღკვეცილიყო. ოღონდ ამ გადაწყვეტილების აღსრულება მალევე როდი შეძლო, და აი, რა მიზეზით: მისი დედა, ანთუსა, შვილის განზრახვა რომ შეიტყო, ძლიერ დამწუხრდა და გადაწყვიტა, შეეჩერებინა იგი. მან თავისთან მოუხმო შვილს და გულამოსკვნილმა მიმართა: -უფლის ნებით გიწერია, შვილო, ობლობა, ხოლო მე-ქვრივობა. იცი, რომ ვერაფერი მაიძულებდა, მეორედ მექორწინა და მეორე ქმარი შემომეყვანა მამაშენის სახლში. მაგრამ რაოდენ მძიმე იყო ჩემთვის ამ წლების გადატანა! ვით ქარიშხალში, ვით ცეცხლოვან ქურაში ვცხოვ-რობდი ქვრივობისას, მრავალ ცდუნებას ვიტანდი და მთელი ეს ხანი მხოლოდ შენ იყავი ჩემი ნუგეში, შენ, ვისშიც ვხედავდი შენი მამის სახებას. აი, მისი ქონებაც შევინარჩუნე, ყველაფერი გამზადებულია შენთვის, შენი დავაჟკაცების დროისათვის. შემიბრალე, დარჩი ჩემთან და დამმარხე. მერე კი შეგიძლია, საწადელი აისრულო და მოიქცე ისე, როგორც გსურს. და რა მოხდა? იოანე შეძრა დედის ვედრებამ, დააყოვნა მონაზვ-ნური ცხოვრების დაწყება, შეიცადა დედის სიკვდილამდე და თავად დაკრძალა იგი. მხოლოდ ამის შემდეგ გასცა მთელი თავისი ქონება, გაათავისუფლა მონები, წავიდა მონასტერში და ბერად აღიკვეცა. მაშ, ისმინეთ, ვისაც მშობლები გყავთ და ღვთისმოსავ ცხოვრებას ესწრაფით! ნუ ჩქარობთ, დატოვოთ ეს ცოდვილი სოფელი და უდა-ბნოში გაიქცეთ. თქვენი მოვალეობა-მოასვენოთ და ასაზრდოოთ მშობლები მოხუცებულობისას-თქვენი პირდაპირი მოვალეობაა, წმინ-და და დიდი მოვალეობა თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ბუნების ძალითაა ნაკარნახევი; ამიტომაც უწინარეს და უმჯობეს ყოვ-ლისა უნდა აღასრულოთ იგი. მისი კეთილსინდისიერად შესრულე-ბისას თქვენი ლოცვაც უფრო შეისმინება, ცოდვებისგანაც უფრო და უფრო განიწმინდებით. მამის პატივისმცემელი,-ამბობს ზირაქი,-მისი ვედრების ჟამს შესმენილი იქნება (ზირ. 3,5). შვილო, მამაშენს სი-ბერეში შეეწიე... რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები... როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები (ზირ. 3, 12-15), და ამგვარად მეხუთე მცნების აღმსრულებელნი უკეთ მოიმზადებთ თავს თქვენგან ნასურ-ვები განმარტოებული, მონაზვნური ცხოვრებისათვის. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |